მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად ისტორიაში: "ქუთაისიც" ევროპაში "მიდის" - კოტე ტუღუში საკალათბურთო კლუბის წარმატებებზე გვესაუბრება
პირველად ისტორიაში: "ქუთაისიც" ევროპაში "მიდის" - კოტე ტუღუში საკალათბურთო კლუბის წარმატებებზე გვესაუბრება
  • 1947 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ქუ­თა­ი­სელ­მა ოთარ ქორ­ქი­ამ 23 ქულა ჩა­აგ­დო და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი გახ­და, რო­მელ­მაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.
  • 1952 წელს მი­უნ­ხენ­ში ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა ზუ­რაბ სა­კან­დე­ლი­ძემ და მი­ხე­ილ ქორ­ქი­ამ ამე­რი­კის ნაკ­რე­ბი და­ა­მარ­ცხეს და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვეს.
  • 1982 წელს, ასე­ვე ქუ­თა­ი­სე­ლი, ნი­კო­ლოზ დე­რი­უ­გი­ნი კო­ლუმ­ბი­ის დე­და­ქა­ლაქ ბო­გო­ტა­დან მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ოქ­როს მედ­ლით დაბ­რუნ­და.

თუნ­დაც მხო­ლოდ ამ თა­რი­ღე­ბი­თა და შე­დე­გე­ბით ნათ­ლად ჩანს ქა­ლაქ ქუ­თა­ი­სის როლი ქარ­თულ და არა მხო­ლოდ ქარ­თულ კა­ლათ­ბურთში.

იმე­რე­თის დე­და­ქა­ლა­ქის­თვის 2024 წე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლია: სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "ქუ­თა­ის­მა“ მე­სა­მედ მო­ი­პო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზებს ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე.

"ქუ­თა­ი­სი ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თის აკ­ვა­ნია, ამ ქა­ლა­ქი­დან არა­ერ­თი ევ­რო­პის, მსოფ­ლი­ოს თუ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია. აქ კა­ლათ­ბურ­თი სხვა­ნა­ი­რად უყ­ვართ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მა­ყეა, რო­დე­საც სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუ­ბი "ქუ­თა­ი­სი“ წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს“, - გვი­თხრა გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა კოტე ტუ­ღუშ­მა, რო­მელ­მაც კა­რი­ე­რა­ში მე­ხუ­თედ მო­ი­გო სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი. იგი, ამავდრო­უ­ლად, სუ­პერ­ლი­გის ხუთგზის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლია.

ქუ­თა­თურ­თა წლე­ვან­დე­ლი ნა­დავ­ლი მხო­ლოდ სუ­პერ­ლი­გის ოქრო რო­დია - 2024 წელს ქუ­თა­ი­სის ახალ­გაზ­რდულ­მა გუნ­დმა სა­ქარ­თვე­ლოს 22-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტიც მო­ი­გო და ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ლი­გაც. ახალ­გაზ­რდებ­საც კოტე ტუ­ღუ­ში წვრთნის:

"ეს სე­ზო­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­ტო­მაც იყო, რომ პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა ქუ­თა­ი­სის 22-წლამ­დელ­თა გუნ­დი, რომ­ლის­თვი­საც 2024 წელი ტრი­უმ­ფით დას­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ვი­გეთ ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი ლიგა, რო­მელ­ზეც ბევ­რი, მე­ტად ძლი­ე­რი გუნ­დი გა­მო­დი­ო­და იტა­ლი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ჩე­ხე­თი­დან, ბალ­ტი­ის­პი­რე­თი­დან... ფი­ნალ­ში ფი­ნე­ლე­ბი და­ვა­მარ­ცხეთ“.

გა­მარ­ჯვე­ბა წა­მი­ე­რი ემო­ცია არ არის, მას შე­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა - სწო­რედ ამ სე­ზო­ნის შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში არა­ერ­თი სა­კა­ლათ­ბურ­თო პრო­ექ­ტი და­ი­გეგ­მა. მო­ი­ხა­ზა ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბა­ზის კონ­ტუ­რე­ბი, ქა­ლაქ­სა თუ რე­გი­ონ­ში გა­იხ­სნა არა­ერ­თი სა­კა­ლათ­ბურ­თო აკა­დე­მია, ხოლო შე­მოდ­გო­მით "ქუ­თა­ი­სი“ ევ­რო­პულ საკ­ლუ­ბო კა­ლათ­ბურთში პირ­ვე­ლად შე­ა­ბი­ჯებს...

"სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებთ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, - გა­ნაგ­რძობს კოტე ტუ­ღუ­ში, - კარ­გად ვი­ცით, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის სა­ჭი­როა სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ძლი­ე­რი შე­მად­გენ­ლო­ბა. ამი­ტომ, ვცდი­ლობთ ჩემ­პი­ო­ნი გუნ­დის ძი­რი­თა­დი ბირ­თვი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ასე­ვე და­ვი­მა­ტოთ მა­ღა­ლი კლა­სის კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ ღირ­სე­უ­ლად ვაჩ­ვე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე“.

სი­ახ­ლე­ე­ბია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კუ­თხი­თაც. 2023-24 წლე­ბის სე­ზონ­ში შე­იქ­მნა ფან-კლუ­ბი "გრინ ბო­ი­სი“, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლად და ომა­ხი­ა­ნად დაჰ­ყვე­ბო­და გუნდს ყვე­ლა მატჩზე. 11 ივ­ნისს კი გა­ი­მარ­თა სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "ქუ­თა­ის­ზე“ და­წე­რი­ლი სა­გულ­შე­მატ­კივ­რო სიმ­ღე­რის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მელ­საც რე­პე­რი პაჯო ას­რუ­ლებს.

ავ­ტო­რი: ვაჟა სი­მო­ნიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

პირველად ისტორიაში: "ქუთაისიც" ევროპაში "მიდის" - კოტე ტუღუში საკალათბურთო კლუბის წარმატებებზე გვესაუბრება

პირველად ისტორიაში: "ქუთაისიც" ევროპაში "მიდის" - კოტე ტუღუში საკალათბურთო კლუბის წარმატებებზე გვესაუბრება
  • 1947 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქუთაისელმა ოთარ ქორქიამ 23 ქულა ჩააგდო და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა.
  • 1952 წელს მიუნხენში ქუთაისელებმა ზურაბ საკანდელიძემ და მიხეილ ქორქიამ ამერიკის ნაკრები დაამარცხეს და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვეს.
  • 1982 წელს, ასევე ქუთაისელი, ნიკოლოზ დერიუგინი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტადან მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლით დაბრუნდა.

თუნდაც მხოლოდ ამ თარიღებითა და შედეგებით ნათლად ჩანს ქალაქ ქუთაისის როლი ქართულ და არა მხოლოდ ქართულ კალათბურთში.

იმერეთის დედაქალაქისთვის 2024 წელიც ისტორიულია: საკალათბურთო კლუბ "ქუთაისმა“ მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა და ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროტურნირებზე.

"ქუთაისი ქართული კალათბურთის აკვანია, ამ ქალაქიდან არაერთი ევროპის, მსოფლიოს თუ ოლიმპიური ჩემპიონია. აქ კალათბურთი სხვანაირად უყვართ, წარმოუდგენელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი“ წარმატებას აღწევს“, - გვითხრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა, რომელმაც კარიერაში მეხუთედ მოიგო საქართველოს ჩემპიონის ტიტული. იგი, ამავდროულად, სუპერლიგის ხუთგზის საუკეთესო მწვრთნელია.

ქუთათურთა წლევანდელი ნადავლი მხოლოდ სუპერლიგის ოქრო როდია - 2024 წელს ქუთაისის ახალგაზრდულმა გუნდმა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატიც მოიგო და ევროპის ახალგაზრდული ლიგაც. ახალგაზრდებსაც კოტე ტუღუში წვრთნის:

"ეს სეზონი გამორჩეული იმიტომაც იყო, რომ პირველად შეიქმნა ქუთაისის 22-წლამდელთა გუნდი, რომლისთვისაც 2024 წელი ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად, მოვიგეთ ევროპის ახალგაზრდული ლიგა, რომელზეც ბევრი, მეტად ძლიერი გუნდი გამოდიოდა იტალიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ბალტიისპირეთიდან... ფინალში ფინელები დავამარცხეთ“.

გამარჯვება წამიერი ემოცია არ არის, მას შედეგი აუცილებლად მოჰყვება - სწორედ ამ სეზონის შემდეგ ქუთაისში არაერთი საკალათბურთო პროექტი დაიგეგმა. მოიხაზა ახალი თანამედროვე საკალათბურთო დარბაზის კონტურები, ქალაქსა თუ რეგიონში გაიხსნა არაერთი საკალათბურთო აკადემია, ხოლო შემოდგომით "ქუთაისი“ ევროპულ საკლუბო კალათბურთში პირველად შეაბიჯებს...

"საქართველოს ჩემპიონის სტატუსით მონაწილეობას მივიღებთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, - განაგრძობს კოტე ტუღუში, - კარგად ვიცით, რომ წარმატებისთვის საჭიროა სტაბილურობა და ძლიერი შემადგენლობა. ამიტომ, ვცდილობთ ჩემპიონი გუნდის ძირითადი ბირთვი შევინარჩუნოთ, ასევე დავიმატოთ მაღალი კლასის კალათბურთელები, რომ ღირსეულად ვაჩვენოთ საქართველოს სახელი საერთაშორისო არენაზე“.

სიახლეებია გულშემატკივრების და მარკეტინგული კუთხითაც. 2023-24 წლების სეზონში შეიქმნა ფან-კლუბი "გრინ ბოისი“, რომელიც ერთგულად და ომახიანად დაჰყვებოდა გუნდს ყველა მატჩზე. 11 ივნისს კი გაიმართა საკალათბურთო კლუბ "ქუთაისზე“ დაწერილი საგულშემატკივრო სიმღერის პრეზენტაცია, რომელსაც რეპერი პაჯო ასრულებს.

ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი