საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენის შვილს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლომ ჰანთერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო
ჯო ბაიდენის შვილს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლომ ჰანთერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლომ ჯო ბა­ი­დე­ნის შვი­ლი, ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი, ია­რა­ღის ფლო­ბის სა­მი­ვე ბრალ­დე­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN -ი ავ­რცე­ლებს.

  • კერ­ძოდ, აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლომ ჰან­თერ ბა­ი­დე­ნი ცნო დამ­ნა­შა­ვედ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბა­ში ია­რა­ღის ფლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კა­ნო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პი­რებს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ფლო­ბას უკ­რძა­ლავს.

ჰან­თერ ბა­ი­დე­ნის გა­სა­მარ­თლე­ბა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის უახ­ლო­ე­სი ოჯა­ხის წევ­რი დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი მა­შინ, რო­დე­საც მისი მშო­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს, თუმ­ცა ჰან­თერ ბა­ი­დე­ნის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჯო ბა­ი­დე­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო პე­რი­ო­დის და­წყე­ბამ­დე იქნა ჩა­დე­ნი­ლი.

მე­დია წერს, რომ ჰან­თერ ბა­ი­დენს ცი­ხე­ში 25 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა და 750 000 აშშ დო­ლა­რის ჯა­რი­მა ელის, თუმ­ცა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მას მაქ­სი­მა­ლურ­ზე ნაკ­ლე­ბი პა­ტიმ­რო­ბა მი­ეს­ჯე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ეს მისი პირ­ვე­ლი და­ნა­შა­უ­ლია.

ჰან­თერ ბა­ი­დე­ნის მა­მამ, პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენ­ზე.

“რო­გორც გა­სულ კვი­რას ვთქვი, ამ პრო­ცე­სის შე­დეგს მი­ვი­ღებ და გა­ვაგ­რძე­ლებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის პა­ტი­ვის­ცე­მას იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ჰან­თე­რი გა­სა­ჩივ­რე­ბას გა­ნი­ხი­ლავს. ჯილი [ბა­ი­დე­ნის მე­უღ­ლე] და მე ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მხარ­და­ჭე­რით გვერ­დში და­ვუდ­გე­ბით ჰან­თერს და ჩვენს და­ნარ­ჩენ ოჯახს. არა­ფე­რი არას­დროს არ შეც­ვლის ამას”, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

ცნო­ბის­თვის, აქამ­დე, 6 ივ­ნისს, პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის სა­კუ­თარ შვილს არ შე­ი­წყა­ლებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯო ბაიდენის შვილს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლომ ჰანთერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

ჯო ბაიდენის შვილს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლომ ჰანთერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი, იარაღის ფლობის სამივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს.

  • კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჰანთერ ბაიდენი ცნო დამნაშავედ სამივე ბრალდებაში იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ კანონებზე, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უკრძალავს.

ჰანთერ ბაიდენის გასამართლება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი ოჯახის წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი მაშინ, როდესაც მისი მშობელი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, თუმცა ჰანთერ ბაიდენის დანაშაულები ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო პერიოდის დაწყებამდე იქნა ჩადენილი.

მედია წერს, რომ ჰანთერ ბაიდენს ციხეში 25 წლამდე პატიმრობა და 750 000 აშშ დოლარის ჯარიმა ელის, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას მაქსიმალურზე ნაკლები პატიმრობა მიესჯება, ვინაიდან, ეს მისი პირველი დანაშაულია.

ჰანთერ ბაიდენის მამამ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა სასამართლოს განაჩენზე.

“როგორც გასულ კვირას ვთქვი, ამ პროცესის შედეგს მივიღებ და გავაგრძელებ სასამართლო პროცესის პატივისცემას იმ პერიოდში, როდესაც ჰანთერი გასაჩივრებას განიხილავს. ჯილი [ბაიდენის მეუღლე] და მე ყოველთვის სიყვარულითა და მხარდაჭერით გვერდში დავუდგებით ჰანთერს და ჩვენს დანარჩენ ოჯახს. არაფერი არასდროს არ შეცვლის ამას”, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აქამდე, 6 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საკუთარ შვილს არ შეიწყალებდა.