მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპაში აზერბაიჯანული გაზი რუსულს სრულად ჩაანაცვლებს? - რას წერს Bloomberg
ევროპაში აზერბაიჯანული გაზი რუსულს სრულად ჩაანაცვლებს? - რას წერს Bloomberg

ევ­რო­პა რუ­სუ­ლი გა­ზის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას გეგ­მავს - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Bloomberg სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ით ევ­რო­პა­ში რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტის შე­სა­ხებ კონ­ტრაქ­ტი წლის ბო­ლოს იწუ­რე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კი­ე­ვი არ გეგ­მავს რუ­სულ გა­ზპ­რომ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბას. ამას­თან, უკ­რა­ი­ნუ­ლი კომ­პა­ნია "ნაფ­ტო­გა­ზის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ალექ­სეი ჩერ­ნი­შოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას აქვს ტრან­ზი­ტის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ისარ­გებ­ლებს ევ­რო­პის­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­ზის მი­წო­დე­ბით, სლო­ვა­კე­თი იქ­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნავს Bloomberg . გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა რო­ბერტ ფი­კომ ტრან­ზი­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მა­ის­ში ბა­ქო­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სლო­ვა­კეთს შე­ეძ­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან გა­ზის იმ­პორ­ტი - ნა­წილს თა­ვის­თვის შე­ი­ნა­ხავს, და­ნარ­ჩენს კი სხვა ქვეყ­ნებ­ში გაგ­ზავ­ნის.

ამას­თან, რუ­სუ­ლი გა­ზის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­ზით ჩა­ნაც­ვლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­საძ­ლოა, წლის ბო­ლომ­დე არ მი­ი­ღონ.

რუ­სუ­ლი გა­ზის უკ­რა­ი­ნის გავ­ლით ევ­რო­პა­ში ტრან­ზი­ტის ხუ­თწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი 2019 წელს გა­ფორმ­და. უკ­რა­ი­ნამ გა­ზპ­რომ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროპაში აზერბაიჯანული გაზი რუსულს სრულად ჩაანაცვლებს? - რას წერს Bloomberg

ევროპაში აზერბაიჯანული გაზი რუსულს სრულად ჩაანაცვლებს? - რას წერს Bloomberg

ევროპა რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლებას გეგმავს - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს. უკრაინის ტერიტორიით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტი წლის ბოლოს იწურება.

როგორც ცნობილია, კიევი არ გეგმავს რუსულ გაზპრომთან ხელშეკრულების განახლებას. ამასთან, უკრაინული კომპანია "ნაფტოგაზის" წარმომადგენელმა ალექსეი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ტრანზიტისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა.

ქვეყანა, რომელიც ისარგებლებს ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდებით, სლოვაკეთი იქნება, აღნიშნავს Bloomberg . გამოცემის ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ტრანზიტის შესაძლებლობაზე მაისში ბაქოში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სლოვაკეთს შეეძლება აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი - ნაწილს თავისთვის შეინახავს, დანარჩენს კი სხვა ქვეყნებში გაგზავნის.

ამასთან, რუსული გაზის აზერბაიჯანული გაზით ჩანაცვლების გადაწყვეტილება შესაძლოა, წლის ბოლომდე არ მიიღონ.

რუსული გაზის უკრაინის გავლით ევროპაში ტრანზიტის ხუთწლიანი კონტრაქტი 2019 წელს გაფორმდა. უკრაინამ გაზპრომთან ხელშეკრულების განახლებაზე კატეგორიული უარი თქვა.