პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბილი აილიში: “დამგოსთეს", სიგიჟე იყო”
ბილი აილიში: “დამგოსთეს", სიგიჟე იყო”

რო­გორც ჩანს, მუ­სი­კის უდი­დე­სი ვარ­სკვლა­ვი, ბილი აი­ლი­შიც კი არაა იმის­გან და­ცუ­ლი, რომ "და­გოს­თონ". 22 წლის ამე­რი­კელ­მა არ­ტის­ტმა BBC-ის პოდ­კას­ტში Miss Me? თქვა, რომ ის გა­სულ წელს "და­გოს­თეს" და დას­ძი­ნა: "ეს სი­გი­ჟე იყო".

  • "და­გოს­თვა" - ვინც არ იცის - არის, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მე­გო­ბა­რი ან რო­მან­ტი­კუ­ლი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი უეც­რად, ყვე­ლა­ნა­ი­რი ახ­სნის გა­რე­შე, შენ­თან ყო­ველ­გვარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას წყვეტს.

ლილი ალენ­თან და მი­კუ­ი­ტა ოლი­ვერ­თან სა­უბ­რი­სას, აი­ლიშ­მა აღ­ნიშ­ნა: "დიახ, რა თქმა უნდა, ჩემ­გა­ნაც გამ­ქრა­ლა ვი­ღაც".

მან გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ინ­ცი­დენ­ტი გა­სუ­ლი დე­კემ­ბრის თვე­ში მოხ­და და დას­ძი­ნა, რომ "სრუ­ლი­ად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო. დღემ­დე მას ჩემ­თვის არ მო­უ­წე­რია".

"ვფიქ­რობ­დი, იქ­ნებ მოკ­ვდა? იქ­ნებ მარ­თლა მოკ­ვდა?" - თქვა მან.

"ეს იყო ვი­ღაც, ვი­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიც­ნობ­დი და იმ დღეს ტე­ლე­ფო­ნით გვქონ­და და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც არ შედ­გა და მას შემ­დეგ მის­გან აღა­რა­ფე­რი მსმე­ნია. აღა­რას­დროს. ვერც კი ვი­ჯე­რებ­დი."

აი­ლიშ­მა თქვა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რომ ის ბიჭი სხვას ხვდე­ბო­და.

"ვი­ფიქ­რე, - ოჰო, არ ვი­ცო­დი, რომ ხალ­ხი ჯერ კი­დევ აკე­თებ­და ასეთ რა­მეს. სე­რი­ო­ზუ­ლად, არ ვი­ცო­დი, რომ ხალ­ხი ასე იქ­ცე­ვა ხოლ­მე".

მომ­ღერ­ლი­სა და სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რის მე­სა­მე სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი, "Hit Me Hard and Soft", გა­სულ თვეს გა­მო­ვი­და. წლის და­სა­წყის­ში, მან და მის­მა ძმამ და კო­ლე­გამ, ფი­ნე­ას ო'კო­ნელ­მა "ოს­კა­რი" მო­ი­პო­ვეს სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რის­თვის "What Was I Made For?", რო­მე­ლიც მათ კი­ნო­ფილმ “ბარ­ბის­თვის" შექ­მნეს.

What Was I Made For-ის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ასე­ვე თქვა, რომ რო­დე­საც პირ­ვე­ლად ცნო­ბი­ლი გახ­და, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­და. აი­ლი­ში მხო­ლოდ 14 წლის იყო, როცა თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო სიმ­ღე­რა Ocean Eyes გა­მო­უშ­ვა. მას შემ­დეგ, იგი გლო­ბა­ლურ ვარ­სკვლა­ვად იქცა და მრა­ვა­ლი ჯილ­დოც მო­ი­პო­ვა.

"იცით, ყვე­ლა მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე, როცა ცნო­ბი­ლი გავ­ხდი. უცებ ცნო­ბა­დი გავ­ხდი და ვე­ღა­რა­ვის­თან და­ვა­კავ­ში­რე თავი. ეს რთუ­ლი იყო. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო”, - აღ­ნიშ­ნა მან.

აი­ლი­შის თქმით, მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, ზოი მის გვერ­დით დარ­ჩა, მაგ­რამ სხვა მე­გობ­რე­ბი, უბ­რა­ლოდ, მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

"მახ­სოვს, ჩემს მე-20 და­ბა­დე­ბის დღე­ზე რო­გორ მი­მო­ვი­ხე­დე ოთახ­ში და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ იქ მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ვინც და­საქ­მე­ბუ­ლი მყავ­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩემ­ზე 15 წლით ან მე­ტით უფ­რო­სი იყო".

აი­ლი­შის მო­ნა­ყო­ლით, ამ თა­ნამ­შრო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თმა შემ­დეგ უეც­რად სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბა და მას­თან სა­უ­ბა­რიც შე­წყვი­ტა.

"ეს ყვე­ლა­ზე ცუდი რამ იყო, რაც ოდეს­მე დამ­მარ­თნია.

აი­ლიშ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ უჭირს მე­გობ­რო­ბა გა­ა­ბას იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც მუ­შა­ობს: "და­ნა­კარ­გის ძა­ლი­ან მე­ში­ნია და მი­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი პრობ­ლე­მა მაქვს", - დას­ძი­ნა მან.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად და ძვე­ლი მე­გობ­რე­ბის აღ­სად­გე­ნად ბევ­რს მუ­შა­ობ­და.

"ზუს­ტად ერთი წლის წინ, ძველ მე­გობ­რებს და­ვუ­კავ­შირ­დი და ახლა ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. მთე­ლი გუნ­დი მყავს! შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლა ვი­ტი­რო - ეს სა­უ­კე­თე­სო რა­მაა, რაც შემმ­თხვე­ვია”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ბილი აილიში: “დამგოსთეს", სიგიჟე იყო”

ბილი აილიში: “დამგოსთეს", სიგიჟე იყო”

როგორც ჩანს, მუსიკის უდიდესი ვარსკვლავი, ბილი აილიშიც კი არაა იმისგან დაცული, რომ "დაგოსთონ". 22 წლის ამერიკელმა არტისტმა BBC-ის პოდკასტში Miss Me? თქვა, რომ ის გასულ წელს "დაგოსთეს" და დასძინა: "ეს სიგიჟე იყო".

  • "დაგოსთვა" - ვინც არ იცის - არის, როდესაც საზოგადოება, მეგობარი ან რომანტიკული ინტერესის ობიექტი უეცრად, ყველანაირი ახსნის გარეშე, შენთან ყოველგვარ კომუნიკაციას წყვეტს.

ლილი ალენთან და მიკუიტა ოლივერთან საუბრისას, აილიშმა აღნიშნა: "დიახ, რა თქმა უნდა, ჩემგანაც გამქრალა ვიღაც".

მან განაცხადა, რომ ეს ინციდენტი გასული დეკემბრის თვეში მოხდა და დასძინა, რომ "სრულიად დაუჯერებელი იყო. დღემდე მას ჩემთვის არ მოუწერია".

"ვფიქრობდი, იქნებ მოკვდა? იქნებ მართლა მოკვდა?" - თქვა მან.

"ეს იყო ვიღაც, ვისაც წლების განმავლობაში ვიცნობდი და იმ დღეს ტელეფონით გვქონდა დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც არ შედგა და მას შემდეგ მისგან აღარაფერი მსმენია. აღარასდროს. ვერც კი ვიჯერებდი."

აილიშმა თქვა, რომ მოგვიანებით გაიგო, რომ ის ბიჭი სხვას ხვდებოდა.

"ვიფიქრე, - ოჰო, არ ვიცოდი, რომ ხალხი ჯერ კიდევ აკეთებდა ასეთ რამეს. სერიოზულად, არ ვიცოდი, რომ ხალხი ასე იქცევა ხოლმე".

მომღერლისა და სიმღერების ავტორის მესამე სტუდიური ალბომი, "Hit Me Hard and Soft", გასულ თვეს გამოვიდა. წლის დასაწყისში, მან და მისმა ძმამ და კოლეგამ, ფინეას ო'კონელმა "ოსკარი" მოიპოვეს საუკეთესო სიმღერისთვის "What Was I Made For?", რომელიც მათ კინოფილმ “ბარბისთვის" შექმნეს.

What Was I Made For-ის შემსრულებელმა ასევე თქვა, რომ როდესაც პირველად ცნობილი გახდა, მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება გაუჭირდა. აილიში მხოლოდ 14 წლის იყო, როცა თავისი სადებიუტო სიმღერა Ocean Eyes გამოუშვა. მას შემდეგ, იგი გლობალურ ვარსკვლავად იქცა და მრავალი ჯილდოც მოიპოვა.

"იცით, ყველა მეგობარი დავკარგე, როცა ცნობილი გავხდი. უცებ ცნობადი გავხდი და ვეღარავისთან დავაკავშირე თავი. ეს რთული იყო. ეს ძალიან რთული იყო”, - აღნიშნა მან.

აილიშის თქმით, მისი საუკეთესო მეგობარი, ზოი მის გვერდით დარჩა, მაგრამ სხვა მეგობრები, უბრალოდ, მისი თანამშრომლები იყვნენ.

"მახსოვს, ჩემს მე-20 დაბადების დღეზე როგორ მიმოვიხედე ოთახში და აღმოვაჩინე, რომ იქ მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, ვინც დასაქმებული მყავდა. ყველა მათგანი ჩემზე 15 წლით ან მეტით უფროსი იყო".

აილიშის მონაყოლით, ამ თანამშრომელთაგან ერთ-ერთმა შემდეგ უეცრად სამსახურს თავი დაანება და მასთან საუბარიც შეწყვიტა.

"ეს ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც ოდესმე დამმართნია.

აილიშმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ უჭირს მეგობრობა გააბას იმ ადამიანებთან, ვისთანაც მუშაობს: "დანაკარგის ძალიან მეშინია და მიტოვებასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა მაქვს", - დასძინა მან.

მისივე თქმით, ახალი მეგობრების შესაძენად და ძველი მეგობრების აღსადგენად ბევრს მუშაობდა.

"ზუსტად ერთი წლის წინ, ძველ მეგობრებს დავუკავშირდი და ახლა ბევრი მეგობარი მყავს. მთელი გუნდი მყავს! შეიძლება, მართლა ვიტირო - ეს საუკეთესო რამაა, რაც შემმთხვევია”.