პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით "ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში - ასეთი ინტერესი არ გვქონდა" - იაგო ხვიჩია
"იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით "ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში - ასეთი ინტერესი არ გვქონდა" - იაგო ხვიჩია

გა­მო­დი­ო­და, იმის გამო, რომ კვო­რუ­მი ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შედ­გე­ბო­და, ჩვენ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დით „ქო­ცებს“ ლგბტ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ში. ჩვენ ასე­თი ინ­ტე­რე­სი არ გვქონ­და, ამი­ტომ მოდი, გა­და­ვუ­ლო­ცოთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მარ­ტო ეს საქ­მე, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც ორ­ჯერ რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ, კვო­რუ­მის არარ­სე­ბო­ბის გამო, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა ვერ გა­იხ­სნა.

მისი თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ძა­ლი­ან უნდა, რომ ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნი მარ­ტო თვი­თონ მი­ი­ღოს და "არ უნდა, რომ ასეთ წმინ­და საქ­მე­ში ვინ­მე გა­რი­ოს".

"ჩვენ ზო­გა­დად, ძა­ლი­ან გვინ­დო­და დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოს­ვლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, მაგ­რამ თან ვი­ცით, რომ 18 ლგბტ კა­ნო­ნია შე­მო­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ძა­ლი­ან უნდა რომ მი­ი­ღოს. თან უნდა, რომ მარ­ტო თვი­თონ მი­ი­ღოს. არა­ვინ უნდა, ასეთ წმინ­და საქ­მე­ში გა­რი­ოს. გა­მო­დი­ო­და, იმის გამო, რომ კვო­რუ­მი ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შედ­გე­ბო­და, ჩვენ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დით "ქო­ცებს" ლგბტ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ში. ჩვენ ასე­თი ინ­ტე­რე­სი არ გვქონ­და, ამი­ტომ, მოდი, გა­და­ვუ­ლო­ცოთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მარ­ტო ეს საქ­მე. თვი­თონ შე­აგ­რო­ვონ სა­ჭი­რო დე­პუ­ტა­ცია, თვი­თონ გა­ი­ა­რონ საკ­მა­რი­სი რე­გის­ტრა­ცია და თვი­თონ და­უ­ჭი­რონ მხა­რი. ჩვენ­თან არა­ფე­რი არ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არც სხვა კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით და უბ­რა­ლოდ, ვერ მივ­ხვდით, რა­ტომ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ისე­თი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ფე­ხებ­ზე კი­დია," - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა კვო­რუ­მის უქონ­ლო­ბის გამო ვერ იხ­სნე­ბა. რე­გის­ტრა­ცია დე­პუ­ტა­ტებ­მა ორ­ჯერ გა­ი­ა­რეს, თუმ­ცა სხდო­მის გახ­სნის­თვის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა - 76 დე­პუ­ტა­ტი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში არ აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი რე­გის­ტრა­ცი­ი­სას ტაბ­ლო­ზე 71 დე­პუ­ტა­ტი და­ფიქ­სირ­და, გან­მე­ო­რე­ბი­თი რე­გის­ტრა­ცი­ის დროს კი 73. დე­პუ­ტა­ტე­ბი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცესს კი­დევ ერთხელ გა­ივ­ლი­ან. სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი დღე­ვან­დელ პლე­ნა­რულ სხდო­მას პო­ლი­ტი­კურ ბო­ი­კოტს უცხა­დებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით "ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში - ასეთი ინტერესი არ გვქონდა" - იაგო ხვიჩია

"იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით "ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში - ასეთი ინტერესი არ გვქონდა" - იაგო ხვიჩია

გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით „ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ მოდი, გადავულოცოთ "ქართულ ოცნებას" მარტო ეს საქმე, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც ორჯერ რეგისტრაციის შემდეგ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი მარტო თვითონ მიიღოს და "არ უნდა, რომ ასეთ წმინდა საქმეში ვინმე გარიოს".

"ჩვენ ზოგადად, ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, მაგრამ თან ვიცით, რომ 18 ლგბტ კანონია შემოტანილი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა რომ მიიღოს. თან უნდა, რომ მარტო თვითონ მიიღოს. არავინ უნდა, ასეთ წმინდა საქმეში გარიოს. გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით "ქოცებს" ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ, მოდი, გადავულოცოთ "ქართულ ოცნებას" მარტო ეს საქმე. თვითონ შეაგროვონ საჭირო დეპუტაცია, თვითონ გაიარონ საკმარისი რეგისტრაცია და თვითონ დაუჭირონ მხარი. ჩვენთან არაფერი არ იყო შეთანხმებული ამ კანონთან დაკავშირებით, არც სხვა კანონთან დაკავშირებით და უბრალოდ, ვერ მივხვდით, რატომ უნდა დავხმარებოდით "ქართულ ოცნებას" ისეთი კანონის მიღებაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ფეხებზე კიდია," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ იხსნება. რეგისტრაცია დეპუტატებმა ორჯერ გაიარეს, თუმცა სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა - 76 დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ აღმოჩნდა. პირველი რეგისტრაციისას ტაბლოზე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, განმეორებითი რეგისტრაციის დროს კი 73. დეპუტატები შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთხელ გაივლიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ პლენარულ სხდომას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს.