კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია - ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება" - ივანე ჩხაიძე
"გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია - ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება" - ივანე ჩხაიძე

იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, თსსუ-ის პრო­ფე­სო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გრი­პის და მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სე­ზო­ნუ­რი პე­რი­ო­დი გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლია.

მი­სი­ვე თქმით, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის გამო კლი­ნი­კებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლია.

"ნამ­დვი­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­ლია. თუ ჩვენ პრე­პან­დე­მი­ურ პე­რი­ოდს შე­ვა­და­რებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ივ­ნი­სის თვე­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იმ რა­ო­დე­ნო­ბით არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა, რა რა­ო­დე­ნო­ბი­თაც ახ­ლაა. თუ გა­დავ­ხე­დავთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სტა­ტის­ტი­კას 14%, 16%, 18%, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თია გრი­პის ხვედ­რი­თი წილი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გრი­პის და მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის სე­ზო­ნუ­რი პე­რი­ო­დი არის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი. როცა სე­ზონ­ზე ვსა­უბ­რობთ, ჩვენ მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს, ამ შემ­თხვე­ვე­ბის ნო­ემ­ბერ­ში და­წყე­ბა და მარ­ტის ბოლო, მაქ­სი­მუმ აპ­რი­ლამ­დე გრი­პის და სხვა მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის პე­რი­ო­დი. თუმ­ცა ახლა მა­ის­შიც და ივ­ნის­შიც გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბაც კლი­ნი­კებ­შიც მა­ღა­ლია, ასე­ვე, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის კო­ვიდ­და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც მა­ღა­ლია და მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის უკან დგას უჩ­ვე­უ­ლო ვირუ­სე­ბი, არა რი­ნო­ვირუ­სი, რო­მე­ლიც ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტია, [არა­მედ] გრი­პის ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა არის უჩ­ვე­უ­ლო, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას პან­დე­მია“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ "ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში უპი­რა­ტე­სი A ტი­პის გრი­პის ვირუ­სი იყო, ხოლო მარ­ტი-აპ­რი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და მა­ი­სის და­სა­წყის­ში მხო­ლოდ B ტი­პის ვირუ­სი იყო, ახლა რო­გორც A ისე B ტი­პის ვირუ­სი აღი­ნიშ­ნე­ბა“.

ამას­თან, ჩხა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ყი­ვა­ნახ­ვე­ლის მკვეთ­რი მა­ტე­ბაც ფიქ­სირ­დე­ბა.

"ყი­ვა­ნახ­ვე­ლის მკვეთ­რი მა­ტე­ბაა. თუ 2023 წელს ყი­ვა­ნახ­ვე­ლას სულ 117 შემ­თხვე­ვა იყო, 2024 წლის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით (ამ ეტაპ­ზე, 11 ივ­ნი­სის­თვის) 687 შემ­თხვე­ვა ყი­ვა­ნახ­ვე­ლას გვაქვს. გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი არის ჩა­ვარ­დნი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გი, პან­დე­მი­ის 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რმა მშო­ბელ­მა გა­და­წყვი­ტა ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რა“-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია - ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება" - ივანე ჩხაიძე

"გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია - ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება" - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია.

მისივე თქმით, გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია.

"ნამდვილად განსხვავებული წელია. თუ ჩვენ პრეპანდემიურ პერიოდს შევადარებთ, საქართველოში ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები დაფიქსირებული იმ რაოდენობით არასოდეს არ ყოფილა, რა რაოდენობითაც ახლაა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას 14%, 16%, 18%, ბოლო კვირების განმავლობაში ასეთია გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში. რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი არის გახანგრძლივებული. როცა სეზონზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს, ამ შემთხვევების ნოემბერში დაწყება და მარტის ბოლო, მაქსიმუმ აპრილამდე გრიპის და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების აქტიურობის პერიოდი. თუმცა ახლა მაისშიც და ივნისშიც გრიპის შემთხვევები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით მომართვიანობაც კლინიკებშიც მაღალია, ასევე, მომართვიანობა პირველადი ჯანდაცვის კოვიდდაწესებულებებშიც მაღალია და მომართვიანობის უკან დგას უჩვეულო ვირუსები, არა რინოვირუსი, რომელიც ახლა ყველაზე მეტია, [არამედ] გრიპის ვირუსის არსებობა არის უჩვეულო, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას პანდემია“, - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ "ზამთრის პერიოდში უპირატესი A ტიპის გრიპის ვირუსი იყო, ხოლო მარტი-აპრილის განმავლობაში და მაისის დასაწყისში მხოლოდ B ტიპის ვირუსი იყო, ახლა როგორც A ისე B ტიპის ვირუსი აღინიშნება“.

ამასთან, ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება.

"ყივანახველის მკვეთრი მატებაა. თუ 2023 წელს ყივანახველას სულ 117 შემთხვევა იყო, 2024 წლის ბოლო მონაცემებით (ამ ეტაპზე, 11 ივნისისთვის) 687 შემთხვევა ყივანახველას გვაქვს. გაზრდილი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის შედეგი, პანდემიის 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა ვაქცინაციისაგან თავი შეეკავებინა“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ "კვირა“-ში.