საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ...“ - სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: რა დეტალები ხდება ცნობილი?
“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ...“ - სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: რა დეტალები ხდება ცნობილი?

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტ ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ფო­ტოს­თან ერ­თად, ბლო­გე­რი და ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­ლო­მე ბარ­კე­რი ავ­რცე­ლებს.

“შალ­ვა პა­პუ­ა­სის პოს­ტი­დან ერთ სა­ათ­ში რომ ზუ­კას ჩვენს სახ­ლთან დახ­ვდნენ “აღ­შფო­თე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი” და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, ეს ალ­ბათ უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვაა. სამ­ნი იყ­ვნენ, მან­ქა­ნით ელო­დე­ბოდ­ნენ, ზურ­გი­დან მი­ე­პარ­ნენ და მერე გა­იქ­ცნენ.“- წერს სა­ლო­მე ბარ­კე­რი.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ბლო­გე­რი შემ­თხვე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის მიერ, “ფე­ის­ბუქ­ზე“ გავ­რე­ცე­ლე­ბულ პოსტს უკავ­ში­რებს, რო­მელ­შიც პა­პუ­აშ­ვი­ლი წერს, რომ სხვა აქ­ტი­ვის­ტებ­თან ერ­თად, ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს ურე­კავს, მათ შე­უ­რა­ცხყოფს და ემუქ­რე­ბა:

“მხო­ლოდ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე­ში ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სამი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი:

- და­ე­მუქრნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს "კე­ფა­ში ტყვი­ით" (ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლი, "ჯემ­ნი­უ­სი")

- ურე­კავ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს მუ­ქა­რით და შე­უ­რა­ცხყო­ფით (სა­ლო­მე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, "სირ­ცხვი­ლია")

- სა­ჯა­რო სივ­რცე­ში თავს და­ესხნენ და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ოჯახ­თან ერ­თად მყოფ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს (მა­რი­ამ წი­წი­კაშ­ვი­ლი, "გრა­სი" / "ფაქტჩე­კი")

ცხა­დია, რომ მე­დი­ის­თვის დად­გმუ­ლი ეს ვი­თომ "აღ­შფო­თე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის" სცე­ნე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ტე­რო­რის კამ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის სა­ხე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დო­ნო­რე­ბი, მათ მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სტრე­მიზ­მის წაყ­რუ­ე­ბით, ტე­რო­რის ნორ­მა­ლი­ზე­ბას ახ­დე­ნენ", - წერს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ...“ - სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: რა დეტალები ხდება ცნობილი?

“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ...“ - სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: რა დეტალები ხდება ცნობილი?

სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ფოტოსთან ერთად, ბლოგერი და ასევე სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს.

“შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ “აღშფოთებული მოქალაქეები” და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ.“- წერს სალომე ბარკერი.

როგორც ცნობილი ხდება, ზუკა ბერძენიშვილი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება.

ბლოგერი შემთხვევას საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ, “ფეისბუქზე“ გავრეცელებულ პოსტს უკავშირებს, რომელშიც პაპუაშვილი წერს, რომ სხვა აქტივისტებთან ერთად, ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავს, მათ შეურაცხყოფს და ემუქრება:

“მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

- დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს "კეფაში ტყვიით" (ლევან დათუნაშვილი, "ჯემნიუსი")

- ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")

- საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, "გრასი" / "ფაქტჩეკი")

ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ "აღშფოთებული მოქალაქის" სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს.

დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ", - წერს შალვა პაპუაშვილი.

იხილეთ ასევე: