პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლებია ასეთ დღეში ვართ, რომ არა ადამიანების თანადგომა, ალბათ ფატალურად დამთავრდებოდა ყველაფერი" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის
"წლებია ასეთ დღეში ვართ, რომ არა ადამიანების თანადგომა, ალბათ ფატალურად დამთავრდებოდა ყველაფერი" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის

"მა­ი­სი კლი­მა­ტის მხრივ არას­ტა­ბი­ლუ­რი ამინ­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ამან ჯა­ბას ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია, ხში­რი იყო გულყრის ეპი­ზო­დე­ბი. ასე­თი ავად­მყო­ფე­ბის­თვის კი არა, მსგავ­სი ბუ­ნებ­რი­ვი კლი­მა­ტი, ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნებ­ზეც მოქ­მე­დებს. ჯა­ბას შემ­თხვე­ვა­ში კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა მძი­მე დი­აგ­ნოზ­თან გვაქვს საქ­მე. ეს მის გულ­ზეც მოქ­მე­დებს და გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც, რად­გან, რო­გორც ვთქვი, მა­ტუ­ლობს ეპი­ლეფ­სი­უ­რი მო­მენ­ტე­ბი (გულყრა)", - გვე­უბ­ნე­ბა თა­ვად შშმ პირი გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე მძი­მე დი­აგ­ნო­ზი მქო­ნე შვილ­ზე. მას ამ­ჯე­რა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი აქვს.

- ასეთ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნი ლო­ცუ­ლობ, გინ­და, რომ უფალს შვი­ლის გა­და­გარ­ჩი­ნა სთხო­ვო. ამი­ტომ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი ხვამ­ლის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცავ­ში და წმინ­და მაქ­სი­მეს საფ­ლა­ვიც მო­ვი­ლო­ცეთ. მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და მეც წა­მოვ­ყე­ვი.

უფალს შე­ვა­ვედ­რე ჯა­ბას სი­ცო­ცხლე, ვთხო­ვე შვი­ლი გა­და­მირ­ჩი­ნოს. ასე­ვე უფალს ვა­ვედ­რებ ქველ­მოქ­მედ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც აგერ უკვე წლე­ბია, და­უ­შუ­რებ­ლად გვერ­დში გვიდ­გა­ნან და ჩემი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ში ლო­მის წილი შე­აქვთ. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, კარ­გად ყოფ­ნის­თვის, ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ვლო­ცუ­ლობ. ღმერ­თმა ამ­რავ­ლოს ქარ­თვე­ლი ქველ­მოქ­მე­დი ხალ­ხი.

ჯა­ბას მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ ერთხელ რომ მი­ვუბ­რუნ­დე, ამ ეტაპ­ზე თავს კარ­გად ვერ გრძნობს, მო­მა­ტე­ბუ­ლად აქვს გულყრის ეპი­ზო­დე­ბი. აქამ­დე რა­ტომ­ღაც არ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას და თურ­მე მას­ზე მთვა­რის ფა­ზე­ბიც მოქ­მე­დებს და ზღვის მიქ­ცე­ვა-მოქ­ცე­ვაც...

კი, ასე­თი ავად­მყო­ფე­ბი მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან ბუ­ნებ­რი­ვი კლი­მა­ტის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე. ყო­ველ­თვის უჭირს ამ პე­რი­ო­დე­ბის გა­და­ტა­ნა და მას­თან ერ­თად ჩვენც... ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უნდა.

- ვინ უვ­ლის ჯა­ბას?

- ჩემი მე­უღ­ლე. მისი წყა­ლო­ბით ჯა­ბას მოვ­ლა არ აკ­ლია, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სე­ბამ­დე მი­დის - წა­მა­ლი, დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გა­მოკ­ვლე­ვა, პამ­პერ­სი, ანუ ის, რაც სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვა­ში არ შე­დის. არის დამ­ხმა­რე მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის გვინ­და.

წლე­ბია, ასეთ დღე­ში ვართ, მაგ­რამ რომ არა ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა, ალ­ბათ, ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. მე ისევ მათ დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვ და ღვთის მად­ლით იმე­დი­ა­ნად ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნება.

სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ ჯა­ბას:

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ხომ­ლი" ჯაბა მურ­ცხვა­ლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად. ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000162421607

თი­ბი­სი ბან­კი: GE45TB7420136080100007

თი­ბი­სი ბან­კი. მიმ­ღე­ბი: გო­გი­ტა მურ­ცხვა­ლა­ძე. ან­გა­რი­ში: GE57TB7080645064300028

ლი­ბერ­თი ბან­კი. ბან­კის კოდი: LBRTGE22 მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: GE04LB0711186007624000

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"წლებია ასეთ დღეში ვართ, რომ არა ადამიანების თანადგომა, ალბათ ფატალურად დამთავრდებოდა ყველაფერი" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის

"წლებია ასეთ დღეში ვართ, რომ არა ადამიანების თანადგომა, ალბათ ფატალურად დამთავრდებოდა ყველაფერი" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის

"მაისი კლიმატის მხრივ არასტაბილური ამინდებით გამოირჩეოდა და ამან ჯაბას ჯანმრთელობაზე გარკვეული გავლენა იქონია, ხშირი იყო გულყრის ეპიზოდები. ასეთი ავადმყოფებისთვის კი არა, მსგავსი ბუნებრივი კლიმატი, ჯანმრთელ ადამიანებზეც მოქმედებს. ჯაბას შემთხვევაში კი მოგეხსენებათ, რა მძიმე დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ეს მის გულზეც მოქმედებს და გონებრივ განვითარებაზეც, რადგან, როგორც ვთქვი, მატულობს ეპილეფსიური მომენტები (გულყრა)", - გვეუბნება თავად შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე მძიმე დიაგნოზი მქონე შვილზე. მას ამჯერადაც საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

- ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ადამიანი ლოცულობ, გინდა, რომ უფალს შვილის გადაგარჩინა სთხოვო. ამიტომ ახლა ვიმყოფები ხვამლის წმინდა გიორგის სალოცავში და წმინდა მაქსიმეს საფლავიც მოვილოცეთ. მეგობრები, ახლობლები მოდიოდნენ და მეც წამოვყევი.

უფალს შევავედრე ჯაბას სიცოცხლე, ვთხოვე შვილი გადამირჩინოს. ასევე უფალს ვავედრებ ქველმოქმედ ხალხს, რომლებიც აგერ უკვე წლებია, დაუშურებლად გვერდში გვიდგანან და ჩემი შვილის გადარჩენაში ლომის წილი შეაქვთ. მათი ჯანმრთელობისთვის, კარგად ყოფნისთვის, ფინანსური კეთილდღეობისთვის ვლოცულობ. ღმერთმა ამრავლოს ქართველი ქველმოქმედი ხალხი.

ჯაბას მდგომარეობას კიდევ ერთხელ რომ მივუბრუნდე, ამ ეტაპზე თავს კარგად ვერ გრძნობს, მომატებულად აქვს გულყრის ეპიზოდები. აქამდე რატომღაც არ ვაქცევდი ყურადღებას და თურმე მასზე მთვარის ფაზებიც მოქმედებს და ზღვის მიქცევა-მოქცევაც...

კი, ასეთი ავადმყოფები მეტად მგრძნობიარეები არიან ბუნებრივი კლიმატის ცვალებადობაზე. ყოველთვის უჭირს ამ პერიოდების გადატანა და მასთან ერთად ჩვენც... ამ დროს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა უნდა.

- ვინ უვლის ჯაბას?

- ჩემი მეუღლე. მისი წყალობით ჯაბას მოვლა არ აკლია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ფინანსებამდე მიდის - წამალი, დამხმარე საშუალებები, გამოკვლევა, პამპერსი, ანუ ის, რაც საყოველთაო დაზღვევაში არ შედის. არის დამხმარე მედიკამენტები, რომლებიც გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის გვინდა.

წლებია, ასეთ დღეში ვართ, მაგრამ რომ არა ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა, ალბათ, ფატალურად დამთავრდებოდა ყველაფერი. მე ისევ მათ დახმარებას ვითხოვ და ღვთის მადლით იმედიანად ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000