პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა
გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა

გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ აშშ-ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რო­მე­ლიც “ჰა­მასს” მო­უ­წო­დებს, და­ე­თან­ხმოს პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის მიერ წარ­დგე­ნილ სა­მე­ტა­პი­ან წი­ნა­და­დე­ბას მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი საბ­ჭოს თო­თხმეტ­მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა და მის წი­ნა­აღ­მდეგ არ­ცერ­თი არ წა­სუ­ლა. ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა, რუ­სე­თი იყო.

„ჰა­მა­სმა“ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჯგუ­ფი მი­ე­სალ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ას, თუმ­ცა ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ ღა­ზას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის გეგ­მას და­ე­თან­ხმა.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის ახა­ლი წი­ნა­და­დე­ბა წა­რად­გი­ნა. გეგ­მის მი­ხედ­ვით პირ­ვე­ლი ეტა­პი ექ­ვსი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ღა­ზის სექ­ტო­რის და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი­დან ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნას და ასე­ვე, ასო­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რის სა­ნაც­ვლოდ „ჰა­მა­სის“ მიერ მძევ­ლე­ბის ნა­წი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე ეტა­პი ყვე­ლა დარ­ჩე­ნი­ლი ცო­ცხა­ლი მძევ­ლის გაც­ვლას, მათ შო­რის მა­მა­კა­ცი ჯა­რის­კა­ცე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­ცავს. მე­სა­მე ეტა­პის ფარ­გლებ­ში ღა­ზის სექ­ტო­რის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის გეგ­მა და­ი­წყე­ბა და მძევ­ლე­ბის ცხედ­რე­ბი მათ ოჯა­ხებს გა­და­ე­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც “ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო.

„ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯგუფი მიესალმა რეზოლუციას, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ღაზას ხელმძღვანელობა ცეცხლის შეწყვეტის გეგმას დაეთანხმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.