საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება ომის პირობებში" - ილია დარჩიაშვილი
"პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში  კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება ომის პირობებში" - ილია დარჩიაშვილი

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტი ბერ­ლინ­ში და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში არის კი­დევ ერთი დას­ტუ­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, რათა და­ეხ­მა­როს ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბა დღეს ომის პი­რო­ბებ­ში", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მთავ­რო­ბის მე­თა­ურს ექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თვა მრგვა­ლი მა­გი­დის ფორ­მატ­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში. ბერ­ლინ­ში, 11 და 12 ივ­ნისს იმარ­თე­ბა უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი, სა­დაც იკ­რი­ბე­ბი­ან მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი და იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ აღ­მო­უ­ჩი­ნონ შემ­დგომ უკ­რა­ი­ნას დახ­მა­რე­ბა, იმის­თვის, რომ გა­უმკლავ­დეს ყვე­ლა იმ გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც დღეს ომში მყოფ ქვე­ყა­ნას აქვს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­გორც სხვა ლი­დე­რე­ბი, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მას ექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თვა ამ მრგვა­ლი მა­გი­დის ფორ­მატ­ში, ხოლო შემ­დგომ მას ექ­ნე­ბა ცალ­კე გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც გა­ა­კე­თებს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და უკ­რა­ი­ნას ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტი ბერ­ლინ­ში და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში არის კი­დევ ერთი დას­ტუ­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, რათა და­ეხ­მა­როს ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბა დღეს ომის პი­რო­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება ომის პირობებში" - ილია დარჩიაშვილი

"პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში  კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება ომის პირობებში" - ილია დარჩიაშვილი

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

  • მისი თქმით, მთავრობის მეთაურს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში.

"საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბერლინში, 11 და 12 ივნისს იმართება უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმი, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები და იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოუჩინონ შემდგომ უკრაინას დახმარება, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ომში მყოფ ქვეყანას აქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც სხვა ლიდერები, ამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მას ექნება კონკრეტული მიმართვა ამ მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხოლო შემდგომ მას ექნება ცალკე განცხადება, რომელსაც გააკეთებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მონაწილეობა, საქართველო ყოველთვის, ყველა შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა უკრაინას ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა ამ კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.