ავტორი:

მილიონერი საინვესტიციო ბანკირი ბრუკლინში ქალს დაესხა თავს - როგორ მოხერხდა თავდამსხმელის იდენტიფიცირება?

მილიონერი საინვესტიციო ბანკირი ბრუკლინში ქალს დაესხა თავს - როგორ მოხერხდა თავდამსხმელის იდენტიფიცირება?

8 ივნისს, ბრუკლინში, შუა ქუჩაში, მილიონერმა საინვესტიციო ბანკირმა, ყველას თვალწინ ხელი დაარტყა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ძირს დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს ცხვირი გაუტეხა, დაცემისას კი გოგონას მკლავი დაუზიანდა. მომხდარის შემსწრე ადამიანებმა, ამ ინციდენტის გადაღება მოახერხეს.

ვიდეოში ვხედავთ მამაკაცს, რომელიც ძლიერად ურტყამს ქალს სახეში, სოციალური ქსელებში ატვირთულმა ვიდეომ 5 მილიონამდე ნახვა დააგროვა, შედეგად, მომხმარებლებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, ეს არის ჯონათან ქეი, ბიზნეს სერვისების კომპანიის “Moelis & Co” მმართველი დირექტორი.

"შევიტყვეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი მოხვდა სერიოზულ ინციდენტში, რომელიც ბრუკლინში მოხდა. ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და გამოძიებას ვაწარმოებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში დაფუძნებული საინვესტიციო ბანკის პრესსპიკერმა.

ქეიმ უარი თქვა კომენტარზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოში არ ჩანს, რა უსწრებდა წინ ამ თავდასხმას.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი მომხდარიდან არცთუ შორს მდებარე თაუნჰაუსში ცხოვრობს, რომლის ღირებულებაც 4 მილიონი დოლარია.

თავდასხმა კი მოხდა იმ დროს, როდესაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი პარკ-სლოუპში და ბრუკლინის ყოველწლიური მულტიკულტურული ფესტვალ Pride -ის დაარსებიდან 28-ე წლისთავს აღნიშნავდა.

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა