ავტორი:

"ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი - იმედი მაქვს, რომ ეს ოდესმე დასრულდება" - გია ვოლსკი სანქციებზე

"ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი - იმედი მაქვს, რომ ეს ოდესმე დასრულდება" - გია ვოლსკი სანქციებზე

ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი - იმედი მაქვს, რომ ეს ოდესმე დასრულდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ მმართველი გუნდის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებზე განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ თავად მას აშშ-ის ვიზა არ აქვს.

"მე არ მაქვს [აშშ-ის] ვიზა. პოლიტიკური დამოკიდებულებაა ამ საკითხის მიმართ, როდესაც კანონმდებელი იღებს კანონს და ის შეიძლება დასანქცირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია. რაც მთავარია, რადიკალური სხვაობაა იმ პოლიტიკასთან, რომელიც გააჩნია ატლანტიკურ საბჭოს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ოდესმე დასრულდება. არის სერიოზული გაუგებრობა. ეს არის მოკავშირის მიმართ გახსნილი ცეცხლი," - განაცხადა ვოლსკიმ.