ავტორი:

7 შვილის დედა შთამბეჭდავი პოლიტიკური კარიერით - სამედიცინო სკოლაში ნაპოვნი სიყვარული და მდიდრული ბავშვობა ვაჭრების ოჯახში: ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი?

7 შვილის დედა შთამბეჭდავი პოლიტიკური კარიერით - სამედიცინო სკოლაში ნაპოვნი სიყვარული და მდიდრული ბავშვობა ვაჭრების ოჯახში: ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი?

ხალხი ურსულა ფონ დერ ლაიენს როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, ისე იცნობს, თუმცა ნაკლებად იციან, როგორია მისი ცხოვრება პოლიტიკის მიღმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი 1958 წელს ბრიუსელში დაიბადა ვაჭრების ოჯახში. ის მრავალენოვან ელიტარულ ევროპულ სკოლაში სწავლობდა, რომელიც დიპლომატების და ევროკავშირის ბიუროკრატების შვილებისთვის იყო განკუთვნილი.

ურსულა 13 წლის ასაკში მშობლებსა და 5 ძმასთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ოჯახის წევრებისთვის ჰანოვერის მახლობლად მდებარე ფერმაში ბევრად უფრო კომფორტული იყო ცხოვრება. აქ ურსულა ცხენოსნობას მიჰყვებოდა და ძმებთან ერთად ზოგჯერ სპექტაკლებსა და კონცერტებშიც იღებდა მონაწილეობას.

ურსულა მშობლებთან ერთად

პოლიტიკაში წასვლამდე, ურსულა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჯერ ეკონომიკას, შემდეგ კი მედიცინას სწავლობდა. მოგვიანებით, მან გერმანიის სამედიცინო სკოლაში ჰაიკო ფონ დერ ლაიენი გაიცნო და წყვილი 1986 წელს დაქორწინდა კიდეც.

ურსულა მეუღლესა და შვილებთან ერთად

  • ურსულა თავისუფლად ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

ახლა 62 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 შვილის დედაა, რაც ძალიან უჩვეულოა ქვეყანაში, სადაც შობადობის მიხედვით, ქალზე, საშუალოდ, 1.59% ბავშვია.

ურსულა 2013 წელს გერმანიის თავდაცვის მინისტრი გახდა. 2019 წლის 16 ივლისს კი ევროკომისიის პრეზიდენტად დაინიშნა და გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი ევროკომისიის ისტორიაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი 3 წლის წინ სოციალურ ქსელში პირველ შვილიშვილთან ერთად გამოჩნდა. "#ამაყი ბებია" - წერდა ის ფოტოს აღწერაში. იმ პერიოდისთვის მას უკვე წელიწადნახევარი ჰქონდა ევროკომისიის პრეზიდენტად ნამუშევარი და მას იცნობდნენ, როგორც კარგ პოლიტიკოსსა და კრიზისის მენეჯერს.

უნდა აღინიშნოს, რომ შვილიშვილთან არაოფიციალურ ფორმაში გამოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა. ფონ დერ ლაიენის "ინსტაგრამ" გვერდი მანამდე პროფესიონალი პოლიტიკოსის სახასიათო ფოტოებით იყო სავსე, ის კოლეგებთან ერთად საერთაშორისო შეხვედრებზე პოზიორობდა, ან სხვა ადამიანების შვილებთან იღებდა ფოტოებს.

ამგვარად, შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოთი იმიჯი შეიცვალა და ოჯახური ღირებულებების პოპულარიზაციასაც მიჰყო ხელი.

ურსულას იმიჯს ყოველთვის განსაკუთრებით აკვირდებოდნენ. ის ცნობილი იყო, როგორც კომისიის კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და "ამაყი ბებია" დაბრუნდა.

იმის გამო, რომ ბოლოდროინდელ გამოკითხვებში ანტი-EU პოპულისტები დომინირებდნენ, ურსულას გუნდმა გადაწყვიტა მისთვის ახალი, უფრო ტრადიციული, კონსერვატიული ოჯახური ღირებულებებით მდიდარი იმიჯი შეექმნა. ეს ის იარაღია, რომელსაც ბრიუსელის მოწინააღმდეგე ნაციონალისტები ოპონენტების დასამარცხებლად მრავალი წლის განმავლობაში იყენებდნენ.

ურსულა თავის შვიდივე შვილთან ერთად

"როგორც შვიდი შვილის დედას, მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები უსაფრთხო და აყვავებულ ევროპაში გაიზარდონ",- ნათქვამია ურსულას ვებსაიტზე.

ცნობისთვის, კვირას ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში დასრულდა. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდა, თუმცა რიგ ქვეყნებში მანამდეც გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები.

ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა "ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა.

წყარო: telegraph

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წაიკითხეთ ასევე: