პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურება მოსალოდნელიც იყო" - რა იცვლება ევროპისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე?
"გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურება მოსალოდნელიც იყო" - რა იცვლება ევროპისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტულ­მა "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ (EPP) ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში 184 ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე ად­გილ­ზეა "სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა“ და "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ (S&D) ბლო­კი 139 მან­და­ტით. ლი­ბე­რა­ლურ­მა "ევ­რო­პულ­მა გა­ნახ­ლე­ბამ“ 22 ად­გი­ლი და­კარ­გა, "მწვა­ნე­ებ­მა“ კი 20 და არ­ჩევ­ნებ­ში 80 და 52 მან­და­ტი მო­ი­პო­ვეს.

მე­მარ­ჯვე­ნე და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ჯგუ­ფე­ბი "ევ­რო­პე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი და რე­ფორ­მის­ტე­ბი“ (ECR) და “იდენ­ტო­ბა და დე­მოკ­რა­ტია” (ID) - 73 და 58 მან­და­ტი.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­მელ ჯგუფს და­უ­ჭერს მხარს 95 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

"ჩვენ მო­ვი­გეთ ევ­რო­პის არ­ჩევ­ნე­ბი. უმ­რავ­ლე­სო­ბა ძლი­ე­რი ევ­რო­პის ცენ­ტრში რჩე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და.

“ამ არ­ჩევ­ნებ­მა მოგ­ვცა ორი გზავ­ნი­ლი. პირ­ვე­ლი: უმ­რავ­ლე­სო­ბა ძლი­ე­რი ევ­რო­პის ცენ­ტრში რჩე­ბა და ეს გა­დამ­წყვე­ტია სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის. ცენ­ტრი მარ­თავს. მაგ­რამ ისიც მარ­თა­ლია, რომ მე­მარ­ცხე­ნე­ებ­მა და მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­მა მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვეს და ამი­ტო­მაც შე­დე­გი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს ცენ­ტრის­ტულ პარ­ტი­ებს. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბე­ბი გვაქვს ცალ­კე­ულ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ყვე­ლას გვინ­და ძლი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი ევ­რო­პა”, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის თქმით, სურს გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა "მათ­თან, ვინც არის პრო­ევ­რო­პუ­ლი, პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი.

ამას­თა­ნა­ვე, ფონ დერ ლა­ი­ე­ნის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი არ ტარ­დე­ბა ვა­კუ­უმ­ში.

"ჩვენს ირ­გვლივ სამ­ყა­რო არე­უ­ლო­ბა­შია. ძა­ლე­ბი გა­რე­დან და შიგ­ნი­დან ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და ევ­რო­პის და­სუს­ტე­ბას. არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ ამას. არ­ჩევ­ნე­ბის ეს შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­პე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ძლი­ე­რი ევ­რო­პა სურს", - აცხა­დებს ის.

რას შეც­ვლის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კა­ში, რა სიგ­ნა­ლია ჩვენ­თვის ის, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მეტი მან­და­ტი ისევ მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტე­ბის ალი­ანსს ექ­ნე­ბა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­ახ­დენს თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, ამ სა­კი­თხებ­ზე ambebi.ge-ს პო­ლი­ტო­ლო­გი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ალ­ბათ უნდა დავ­სვათ კი­თხვა, ჩვენ რას გა­ვა­კე­თებთ, თო­რემ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, პრინ­ციპ­ში, არ­ჩევ­ნე­ბი დამ­თავ­რდა იმ შე­დე­გით, რა შე­დე­გიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აქ რამე ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა - მი­უ­ხე­და­ვად მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, მა­ინც უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დარ­ჩა იგი­ვე ძალა, რო­მე­ლიც აქამ­დე იყო. შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კაც. რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, აქ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩვენ რას ვი­ზამთ და რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლებთ - გა­ვაგ­რძე­ლებთ ისე, რო­გორც ახლა ვართ, რო­დე­საც ყველ­გან კონ­სპი­რა­ცი­ე­ბის თე­ო­რი­ე­ბი და გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია გვე­ლან­დე­ბა, თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით რე­ა­ლო­ბას და რე­ა­ლუ­რად ვიზ­რუ­ნებთ ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე. ასე რომ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი წინსვლა, ეს თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში პარ­ტი­ე­ბის გან­ლა­გე­ბას თუ შე­ხე­დავთ, ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ ვერც ერთ პარ­ტი­ას, ვის­თა­ნაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ალ­ბათ ამა­ზე უფრო მე­ტად უნდა და­ფიქ­რდნენ, ვიდ­რე სხვა რა­მე­ზე იმი­ტომ, რომ ისი­ნი არ არი­ან არ­ცერ­თი ალი­ან­სის წევ­რე­ბი, მათ არ ჰყავთ არ­ცერ­თი მოძ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, რაც საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სათ­ვის, თუ ის მი­ის­წრაფ­ვის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა­კენ. "ოც­ნე­ბა­ში“ ამას თუ ხვდე­ბი­ან, კარ­გია, თუ ვერა - მით უა­რე­სი. მათი საქ­მეა, გა­აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა იმ კონ­სპი­რა­ცი­ებ­ში ჩა­კარ­გვას, სა­დაც ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ი­კარ­გნენ, თუ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან რე­ა­ლო­ბას. მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სხვაა და ჯერ­ჯე­რო­ბით, ვე­რა­ფერს სა­სი­კე­თოს ვერ ვხე­დავ ვერც მათ ქმე­დე­ბებ­ში და ვერც გან­ცხა­დე­ბებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბას, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ა­ში მათ მა­ინც ვერ აი­ღეს ის რა­ო­დე­ნო­ბა, რა­საც ზო­გი­ერ­თი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და. ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ შიდა ევ­რო­პუ­ლი და შიდა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის ტენ­დენ­ცი­ის შეს­წავ­ლი­სათ­ვის, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კის­თვის. ზო­გა­დად, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის ტალ­ღა ტრენ­დუ­ლი იყო მთელ ევ­რო­პა­ში გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ზო­გა­დად, პო­პუ­ლიზ­მი და ეს თე­მე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ ვერ აჩ­ვე­ნეს ის, რა­საც ზო­გი­ერ­თი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და და ეს ლო­გი­კუ­რია იმი­ტომ, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ამომ­რჩე­ვე­ლი არის პრაგ­მა­ტუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რან­გეთს, იქ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცე­ბი მოხ­და - კი, მაკ­რო­ნის სა­კი­თხი ცალ­კე თე­მაა და არა ევ­რო­კავ­შირს, უფრო შიდა პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც და­ი­თხო­ვა მაკ­რონ­მა პარ­ლა­მენ­ტი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ლე­პე­ნის წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს არ არის ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში რა­ღა­ცა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. საფ­რან­გეთ­ში ახა­ლი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნა, იქ ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­აა ხოლ­მე იმ მხრივ, რომ რო­დე­საც ამა თუ იმ ძა­ლას აქვს უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში პი­რი­ქით ხდე­ბა - ოპო­ზი­ცია მეტს იღებს ხოლ­მე. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ეს უფრო შიდა ამ­ბე­ბია და მას ნაკ­ლე­ბად აქვს კავ­ში­რი იმ ვი­თა­რე­ბას­თან, რაც ევ­რო­კავ­შირ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურება მოსალოდნელიც იყო" - რა იცვლება ევროპისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე?

"გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურება მოსალოდნელიც იყო" - რა იცვლება ევროპისთვის და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე?

ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა "ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა "სოციალისტებისა“ და "დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა "ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, "მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს.

მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

"ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

“ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი: უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სურს გააგრძელოს მუშაობა "მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი.

ამასთანავე, ფონ დერ ლაიენის თქმით, არჩევნები არ ტარდება ვაკუუმში.

"ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს", - აცხადებს ის.

რას შეცვლის ევროპარლამენტის არჩევნების შედეგი ევროპის პოლიტიკაში, რა სიგნალია ჩვენთვის ის, რომ ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი ისევ მემარჯვენე-ცენტრისტების ალიანსს ექნება და, საბოლოო ჯამში, მოახდენს თუ არა ეს ყველაფერი გავლენას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ საკითხებზე ambebi.ge-ს პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება:

"ალბათ უნდა დავსვათ კითხვა, ჩვენ რას გავაკეთებთ, თორემ ევროპარლამენტში, პრინციპში, არჩევნები დამთავრდა იმ შედეგით, რა შედეგიც მოსალოდნელი იყო, აქ რამე ისეთი განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა - მიუხედავად მანდატების რაოდენობაში მცირედი ცვლილებებისა, მაინც უმრავლესობაში დარჩა იგივე ძალა, რომელიც აქამდე იყო. შესაბამისად, იმავე მიმართულებით გაგრძელდება ევროკავშირის პოლიტიკაც. რაც შეგვეხება ჩვენ, აქ უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ რას ვიზამთ და როგორ გავაგრძელებთ - გავაგრძელებთ ისე, როგორც ახლა ვართ, როდესაც ყველგან კონსპირაციების თეორიები და გლობალური ომის პარტია გველანდება, თუ დავუბრუნდებით რეალობას და რეალურად ვიზრუნებთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ასე რომ, როგორ განვითარდება საქართველოს ევროპული წინსვლა, ეს თავიდან-ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული.

ევროპარლამენტში პარტიების განლაგებას თუ შეხედავთ, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პარტიას, ვისთანაც "ქართულ ოცნებას“ პარტნიორული ურთიერთობა აქვს, ალბათ ამაზე უფრო მეტად უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე სხვა რამეზე იმიტომ, რომ ისინი არ არიან არცერთი ალიანსის წევრები, მათ არ ჰყავთ არცერთი მოძმე პოლიტიკური გაერთიანება ევროპარლამენტში, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნის მმართველი პარტიისათვის, თუ ის მიისწრაფვის ევროინტეგრაციისაკენ. "ოცნებაში“ ამას თუ ხვდებიან, კარგია, თუ ვერა - მით უარესი. მათი საქმეა, გააგრძელებენ თუ არა იმ კონსპირაციებში ჩაკარგვას, სადაც ბოლო პერიოდში დაიკარგნენ, თუ დაუბრუნდებიან რეალობას. მაგრამ რეალობა სხვაა და ჯერჯერობით, ვერაფერს სასიკეთოს ვერ ვხედავ ვერც მათ ქმედებებში და ვერც განცხადებებში.

რაც შეეხება გერმანიასა და საფრანგეთში მემარჯვენეების დაწინაურებას, ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა გერმანიაში მათ მაინც ვერ აიღეს ის რაოდენობა, რასაც ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა. ეს უფრო საინტერესოა თვითონ შიდა ევროპული და შიდა სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ტენდენციის შესწავლისათვის, ვიდრე ევროკავშირის პოლიტიკისთვის. ზოგადად, ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ტალღა ტრენდული იყო მთელ ევროპაში გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად, პოპულიზმი და ეს თემები აქტუალური გახდა. მიუხედავად ამისა, მათ ვერ აჩვენეს ის, რასაც ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა და ეს ლოგიკურია იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ამომრჩეველი არის პრაგმატული ამომრჩეველი. რაც შეეხება საფრანგეთს, იქ ძალზე საინტერესო რაღაცები მოხდა - კი, მაკრონის საკითხი ცალკე თემაა და არა ევროკავშირს, უფრო შიდა პრობლემებს უკავშირდება, ამიტომაც დაითხოვა მაკრონმა პარლამენტი, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ლეპენის წარმატების მიუხედავად, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში რაღაცა ცვლილებები შეიძლება მოხდეს. საფრანგეთში ახალი ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, იქ ყოველთვის საინტერესო სიტუაციაა ხოლმე იმ მხრივ, რომ როდესაც ამა თუ იმ ძალას აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ევროპარლამენტში პირიქით ხდება - ოპოზიცია მეტს იღებს ხოლმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს უფრო შიდა ამბებია და მას ნაკლებად აქვს კავშირი იმ ვითარებასთან, რაც ევროკავშირში ჩამოყალიბდა“.

იხილეთ ასევე: