პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი ოპერის „მედეა“ წარმოდგენით გაიხსნება, რომელიც პირველად იმართება საქართველოში
ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი ოპერის „მედეა“ წარმოდგენით გაიხსნება, რომელიც პირველად იმართება საქართველოში

ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, წელს უკვე მე­სა­მედ ჩა­ტარ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ოთხი სა­ღა­მოა და­გეგ­მი­ლი. მათ შო­რის, ბა­თუმ­ში, (ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი) ერთი თბი­ლის­ში (რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში) და ერ­თიც სიღ­ნაღ­ში, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში.

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი 14 ივ­ნისს, ბა­თუმ­ში, სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნე­ბა ლ. ქე­რუ­ბი­ნის ოპე­რის „მე­დეა“ წარ­მოდ­გე­ნით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია,რომ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ ბა­თუმ­ში პირ­ვე­ლად შეს­რულ­დე­ბა. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძეს თა­ვად აქვს შექ­მნი­ლი ოპე­რა „მე­დეა“, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბიც ასე­ვე, გაჟ­ღერ­დე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში. „მე­დეა“ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ევ­რო­პუ­ლი ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბის რე­პერ­ტუ­ა­რის მი­ხედ­ვით და მთა­ვარ, მე­დე­ას პარ­ტი­ას, ას­რუ­ლებს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­დე­ას რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო, იანო ალი­ბე­გაშ­ვი­ლი. დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რი ენ რენ­დინ ოვერ­ბი მოწ­ვე­უ­ლია ნორ­ვე­გი­ი­დან, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს ად­გი­ლობ­რივ ორ­კესტრთან ერ­თად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო კა­პე­ლა. ხოლო იანო ალი­ბე­გაშ­ვილს პარტნი­ო­რო­ბას უწე­ვენ რო­გორც იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ტე­ნო­რი იო­სეფ ჯი­პა­ლი, სოპ­რა­ნო არ­დი­ტა მენი, აგ­რეთ­ვე, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვი რა­მაზ ჩიკ­ვი­ლა­ძე. წარ­მოდ­გე­ნა ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში გა­ი­მარ­თე­ბა.

15 ივ­ნისს, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე ბა­თუმ­ში, გა­ი­მარ­თე­ბა დიდი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ღა­მო ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მა­ესტრო ნიკა ნიკ­ვაშ­ვი­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ ვერ­სი­ებს სცე­ნა­ზე შე­ას­რუ­ლე­ბენ ცნო­ბი­ლი მუ­სი­კოს შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი თა­მარ გვერდწი­თე­ლი, გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი და სოფო ხალ­ვა­ში.

29 ივ­ნისს, ფეს­ტი­ვა­ლი თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტით გაგ­რძელ­დე­ბა, სა­დაც გალა-კონ­ცერ­ტზე, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს აკა­დე­მი­უ­რი მუ­სი­კის შე­დევ­რებს წარ­მო­გიდ­გენთ მა­ესტრო ნიკა ნიკ­ვაშ­ვი­ლი ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად.

ფეს­ტი­ვა­ლის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რის ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში, სა­დაც მსმე­ნელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა კი­დევ ერთხელ მო­უს­მი­ნოს მის უკ­ვდავ შე­მოქ­მე­დე­ბას.

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს, აჭა­რის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და ბა­თუ­მის მე­რი­ის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან კომ­პა­ნია " Lucky Road", ლი­დე­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია "არქი", Artizan Design Hotel, "გე­ლა­თი რე­ზი­დენ­სი", "რე­დი­სონ ბლუ ბა­თუ­მი", რეს­ტო­რა­ნი "ლუმი", "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი", Ambebi.ge, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი".

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ აქ.

R

ავტორი:

ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი ოპერის „მედეა“ წარმოდგენით გაიხსნება, რომელიც პირველად იმართება საქართველოში

ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი ოპერის „მედეა“ წარმოდგენით გაიხსნება, რომელიც პირველად იმართება საქართველოში

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, წელს უკვე მესამედ ჩატარდება.

ფესტივალის ფარგლებში ოთხი საღამოა დაგეგმილი. მათ შორის, ბათუმში, (ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი) ერთი თბილისში (რუსთაველის ეროვნულ თეატრში) და ერთიც სიღნაღში, ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქში.

წლევანდელი ფესტივალი 14 ივნისს, ბათუმში, საზეიმოდ გაიხსნება ლ. ქერუბინის ოპერის „მედეა“ წარმოდგენით. აღსანიშნავია,რომ ეს ნაწარმოები საქართველოში, კერძოდ ბათუმში პირველად შესრულდება. სიმბოლურია, რომ ბიძინა კვერნაძეს თავად აქვს შექმნილი ოპერა „მედეა“, რომლის ფრაგმენტებიც ასევე, გაჟღერდება ფესტივალის ფარგლებში. „მედეა“ წარმოდგენილია ევროპული ცნობილი საოპერო თეატრების რეპერტუარის მიხედვით და მთავარ, მედეას პარტიას, ასრულებს მსოფლიოში აღიარებული მედეას როლის საუკეთესო შემსრულებელი, ქართველი სოპრანო, იანო ალიბეგაშვილი. დამდგმელი დირიჟორი ენ რენდინ ოვერბი მოწვეულია ნორვეგიიდან, რომელიც იმუშავებს ადგილობრივ ორკესტრთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობს ბათუმის სახელმწიფო კაპელა. ხოლო იანო ალიბეგაშვილს პარტნიორობას უწევენ როგორც იტალიიდან მოწვეული ტენორი იოსეფ ჯიპალი, სოპრანო არდიტა მენი, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი რამაზ ჩიკვილაძე. წარმოდგენა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

15 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, ასევე ბათუმში, გაიმართება დიდი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ წარმოდგენილ ვერსიებს სცენაზე შეასრულებენ ცნობილი მუსიკოს შემსრულებლები თამარ გვერდწითელი, გიორგი სუხიტაშვილი და სოფო ხალვაში.

29 ივნისს, ფესტივალი თბილისში დაგეგმილი კონცერტით გაგრძელდება, სადაც გალა-კონცერტზე, ქართული თეატრისა და კინოს აკადემიური მუსიკის შედევრებს წარმოგიდგენთ მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი ქართველ შემსრულებლებთან ერთად.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქ სიღნაღში, სადაც მსმენელს საშუალება ექნება კიდევ ერთხელ მოუსმინოს მის უკვდავ შემოქმედებას.

წლევანდელი ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

ფესტივალის პარტნიორები არიან კომპანია " Lucky Road", ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქი", Artizan Design Hotel, "გელათი რეზიდენსი", "რედისონ ბლუ ბათუმი", რესტორანი "ლუმი", "პალიტრა მედია ჰოლდინგი", Ambebi.ge, ტელეკომპანია "იმედი".

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.

R