სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თაღლითების შეტყობინებიდან 6 საათში ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო" - მსოფლიოს პრობლემა: როგორ უბიძგებენ სექს შანტაჟისტები მოზარდებს თვითმკვლელობისკენ?
"თაღლითების შეტყობინებიდან 6 საათში ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო" - მსოფლიოს პრობლემა: როგორ უბიძგებენ სექს შანტაჟისტები მოზარდებს თვითმკვლელობისკენ?

17 წლის ამე­რი­კე­ლი მო­ზარ­დის დედა, რომ­ლის შვი­ლიც ონ­ლა­ინ გა­მომ­ძალ­ვე­ლე­ბის მსხვერ­პლი გახ­და, BBC-სთან ამ ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ბიჭი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე შან­ტა­ჟის მსხვერ­პლი გახ­და. დედა ცდი­ლობს გა­აფრ­თხი­ლოს სხვა მო­ზარ­დე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი და სტა­ტი­ა­ში ჰყვე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ.

2022 წელს ჯორ­დან დე­მა­იმ Instagram-ზე თა­ვი­სი ასა­კის ლა­მა­ზი გო­გო­ნა გა­იც­ნო. რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ კი თა­ვი­სი ინ­ტი­მუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ რე­ა­ლუ­რად უც­ნო­ბი გო­გო­ნას ან­გა­რი­ში ყალ­ბი იყო და მის უკან 20 და 22 წლის ნი­გე­რი­ე­ლი თაღ­ლი­თი ძმე­ბი იდ­გნენ.

მათ უკვე ხელთ ჰქონ­დათ მო­ზარ­დის ინ­ტი­მუ­რი ფო­ტო­ე­ბი, რის შემ­დე­გაც ბი­ჭის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა და შან­ტა­ჟი და­ი­წყეს.

შე­ში­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ცდი­ლობ­და გა­მომ­ძალ­ვე­ლე­ბის­თვის თან­ხა გა­და­ე­ხა­და, მაგ­რამ მალე აღი­ა­რა, რომ ფული, უბ­რა­ლოდ, არ ჰქონ­და. პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად ჯორ­დან­მა თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ფიქ­რი და­ი­წყო. ეს შან­ტა­ჟის­ტებ­საც გა­უმ­ხი­ლა, მაგ­რამ ამან მათ­ზე არ იმოქ­მე­და. უპა­სუ­ხეს, რომ დრო­უ­ლად მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თო­რემ ამას თა­ვად გა­ა­კე­თებ­დნენ.

თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ძმე­ბი ნი­გე­რი­ა­ში და­ა­კა­ვეს და მათი ექ­სტრა­დი­ცია ამე­რი­კა­ში მოხ­და, სა­დაც სა­სა­მარ­თლო­ში აღი­ა­რეს, რომ მო­ზარ­დი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. ორი­ვე მათ­გა­ნი ამ­ჟა­მად გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბა.

"თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ექ­ვსი სა­ა­თით ადრე თაღ­ლი­თებ­მა ჯორ­დანს შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნეს...“ - ამ­ბობს მო­ზარ­დის დედა, ჯენ ბუტა, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ აშშ-ში, მი­ჩი­გან­ში ცხოვ­რობს.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბობს მზა შაბ­ლო­ნი, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოთ გა­მო­ძალ­ვა­ში, მსხვერ­პლზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის გზით“, - ამ­ბობს ქალი. "ხალ­ხი, უბ­რა­ლოდ, მიჰ­ყვე­ბა შაბ­ლო­ნის ტექსტს და სა­ბო­ლო­ოდ, ის მუ­შა­ობს“.

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად ხდე­ბა", - ამ­ბობს ჯენი.

”ერთ მსხვერ­პლთან დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თაღ­ლი­თე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­დი­ან მე­ო­რე­ზე: მათ მხო­ლოდ რა­ო­დე­ნო­ბა აინ­ტე­რე­სებთ".

ყვე­ლა­ზე ხში­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი შან­ტა­ჟის მსხვერ­პლი მო­ზარ­დი ბი­ჭე­ბი ხდე­ბი­ან.

მხო­ლოდ აპ­რილ­ში, მსგავს საქ­მე­ზე კი­დევ ორი ​​ნი­გე­რი­ე­ლი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე გზით მი­იყ­ვა­ნეს ავ­სტრა­ლი­ე­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სექ­სუ­ა­ლუ­რი შან­ტა­ჟის შემ­თხვე­ვე­ბი ია­პო­ნი­ა­შიც გაზ­რდი­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე ნი­გე­რი­ი­დან მო­დის.

აშშ-ში გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­და (წინა წელ­თან შე­და­რე­ბით) - 26 ათას­ზე მეტი. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძალ­ვის გამო სულ მცი­რე, 27 ამე­რი­კელ­მა მო­ზარ­დმა მო­იკ­ლა თავი.

გა­სულ კვი­რას, ნი­გე­რი­ის კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ტექ­ნი­კო­სე­ბი შეხ­ვდნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს და­ნა­შა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს (NCA) კო­ლე­გებს, რათა გა­ნი­ხი­ლონ რო­გორ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა­ში, რო­გო­რიც სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მო­ძალ­ვაა.

გა­სულ თვე­ში NCA-მ გა­მოს­ცა გაფრ­თხი­ლე­ბა საფრ­თხის შე­სა­ხებ ბავ­შვე­ბი­სა და სკო­ლე­ბის­თვის.

სა­ა­გენ­ტოს თქმით, და­ნა­შა­უ­ლის წყა­რო უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბია, ძი­რი­თა­დად და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნი­დან, ასე­ვე სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ი­დან. კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ხში­რად შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ნი­გე­რი­ულ კრი­მი­ნა­ლურ ჯგუფს Yahoo Boys.

ამ წლის და­სა­წყის­ში ამე­რი­კულ­მა კი­ბერ­კომ­პა­ნი­ამ TikTok-ზე, YouTube-სა და Scribd-ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის შემ­დეგ, აღ­მო­ა­ჩი­ნა რჩე­ვე­ბი, თუ რო­გორ უნდა და­ა­შან­ტა­ჟონ მო­ზარ­დე­ბი.

ნი­გე­რი­ის კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, უჩე იფე­ა­ნი ჰენ­რიმ BBC News-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბი­ან.

”ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ ნი­გე­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ უთ­მობს საკ­მა­რის რე­სურ­სებს და ყუ­რა­დღე­ბას ამ პრობ­ლე­მას, უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლოა,” - თქვა მან.

მისი თქმით, ის ფაქ­ტი, რომ ნი­გე­რი­ის მთავ­რო­ბამ მი­ლი­ო­ნე­ბი და­ხარ­ჯა უახ­ლე­სი კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, აჩ­ვე­ნა, რომ იგი სე­რი­ო­ზუ­ლად ეკი­დე­ბა პრობ­ლე­მას - გან­სა­კუთ­რე­ბით, სექ­სუ­ა­ლურ შან­ტაჟს.

ამ და­ნა­შა­უ­ლის რი­ცხვი ნი­გე­რი­ა­შიც გაზ­რდი­ლია.

ნი­გე­რი­ის Digital Footprints-ის დოქ­ტო­რი ტომ­ბა­რი სი­ბეს თქმით, ბევ­რი ნი­გე­რი­ე­ლის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თა­ო­ბის­თვის - სხვა­დას­ხვა სა­ხის კი­ბერ თაღ­ლი­თო­ბა, მათ შო­რის, სექ­სუ­ა­ლუ­რი შან­ტა­ჟი თით­ქმის ნორ­მად იქცა.

  • დახ­მა­რე­ბის ხელი

ჯენი ამა­სო­ბა­ში აგ­რძე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ას ჯორ­და­ნის მა­მას­თან ერ­თად.

ის ამ­ბობს, რომ მას და­უ­კავ­შირ­დნენ მშობ­ლე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან - ავ­სტრა­ლი­ი­დან, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან და აშშ-დან - მა­თაც ისე და­კარ­გეს შვი­ლე­ბი, რო­გორც ჯე­ნიმ.

”მე რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­ღებ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს მშობ­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მე­კი­თხე­ბი­ან, რა უნდა გა­ა­კე­თონ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში,” - ამ­ბობს ჯენი. "თუმ­ცა ხან­და­ხან მათ, უბ­რა­ლოდ, უნ­დათ მი­ამ­ბონ ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მათ შვილს შე­ემ­თხვა".

რჩე­ვე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­რო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გახ­დნენ სექ­სუ­ა­ლუ­რი შან­ტა­ჟის მსხვერ­პლი:

  • არა­სო­დეს და­ი­ვი­წყო, რომ შენს პრობ­ლე­მებ­თან მარ­ტო არ ხარ და არ ხარ დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რაც შენს თავს ხდე­ბა.
  • მი­ა­წო­დეთ პლატ­ფორ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ.
  • დაბ­ლო­კეთ გა­მომ­ძალ­ვე­ლის კონ­ტაქ­ტი თქვენს ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე და მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე
  • მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია შე­ი­ნა­ხოთ თქვე­ნი ან­გა­რი­შის სქ­რინ­შო­ტი ან მი­მო­წე­რა - ის შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა პო­ლი­ცი­ას შან­ტა­ჟის­ტის პოვ­ნა­ში.
  • ვიდ­რე ფულს გა­უგ­ზავ­ნით გა­მომ­ძალ­ველს, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თოთ ნე­ბის­მი­ერ ზრდას­რულს, რო­მელ­საც ენ­დო­ბით ან თუნ­დაც პირ­და­პირ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს.
  • არ გე­გო­ნოთ, რომ შან­ტა­ჟის­ტი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ერთჯე­რა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბით: გა­მომ­ძალ­ვე­ლის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით, მხო­ლოდ ჩა­ერ­თვე­ბით და­უს­რუ­ლე­ბელ თა­მაშ­ში, შან­ტა­ჟის­ტის წე­სე­ბის მი­ხედ­ვით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"თაღლითების შეტყობინებიდან 6 საათში ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო" - მსოფლიოს პრობლემა: როგორ უბიძგებენ სექს შანტაჟისტები მოზარდებს თვითმკვლელობისკენ?

"თაღლითების შეტყობინებიდან 6 საათში ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო" - მსოფლიოს პრობლემა: როგორ უბიძგებენ სექს შანტაჟისტები მოზარდებს თვითმკვლელობისკენ?

17 წლის ამერიკელი მოზარდის დედა, რომლის შვილიც ონლაინ გამომძალველების მსხვერპლი გახდა, BBC-სთან ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ საუბრობს. ბიჭი თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შანტაჟის მსხვერპლი გახდა. დედა ცდილობს გააფრთხილოს სხვა მოზარდები და მათი მშობლები და სტატიაში ჰყვება პოტენციური საფრთხეების შესახებ.

2022 წელს ჯორდან დემაიმ Instagram-ზე თავისი ასაკის ლამაზი გოგონა გაიცნო. რამდენიმედღიანი ურთიერთობის შემდეგ კი თავისი ინტიმური ფოტოები გაუგზავნა. მალევე გაირკვა, რომ რეალურად უცნობი გოგონას ანგარიში ყალბი იყო და მის უკან 20 და 22 წლის ნიგერიელი თაღლითი ძმები იდგნენ.

მათ უკვე ხელთ ჰქონდათ მოზარდის ინტიმური ფოტოები, რის შემდეგაც ბიჭისთვის ფულის გამოძალვა და შანტაჟი დაიწყეს.

შეშინებული მოსწავლე ცდილობდა გამომძალველებისთვის თანხა გადაეხადა, მაგრამ მალე აღიარა, რომ ფული, უბრალოდ, არ ჰქონდა. პრობლემის გადასაჭრელად ჯორდანმა თვითმკვლელობაზე ფიქრი დაიწყო. ეს შანტაჟისტებსაც გაუმხილა, მაგრამ ამან მათზე არ იმოქმედა. უპასუხეს, რომ დროულად მიეღო გადაწყვეტილება, თორემ ამას თავად გააკეთებდნენ.

თვითმკვლელობის შემდეგ ძმები ნიგერიაში დააკავეს და მათი ექსტრადიცია ამერიკაში მოხდა, სადაც სასამართლოში აღიარეს, რომ მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ორივე მათგანი ამჟამად განაჩენს ელოდება.

"თვითმკვლელობამდე ექვსი საათით ადრე თაღლითებმა ჯორდანს შეტყობინება გაუგზავნეს...“ - ამბობს მოზარდის დედა, ჯენ ბუტა, რომელიც ჩრდილოეთ აშშ-ში, მიჩიგანში ცხოვრობს.

"ფაქტობრივად, ინტერნეტში არსებობს მზა შაბლონი, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოთ გამოძალვაში, მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით“, - ამბობს ქალი. "ხალხი, უბრალოდ, მიჰყვება შაბლონის ტექსტს და საბოლოოდ, ის მუშაობს“.

"ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება", - ამბობს ჯენი.

”ერთ მსხვერპლთან დასრულების შემდეგ, თაღლითები დაუყოვნებლივ გადადიან მეორეზე: მათ მხოლოდ რაოდენობა აინტერესებთ".

ყველაზე ხშირად სექსუალური შანტაჟის მსხვერპლი მოზარდი ბიჭები ხდებიან.

მხოლოდ აპრილში, მსგავს საქმეზე კიდევ ორი ​​ნიგერიელი დააკავეს, რომლებმაც დაახლოებით იგივე გზით მიიყვანეს ავსტრალიელი სკოლის მოსწავლე თვითმკვლელობამდე.

როგორც ირკვევა, სექსუალური შანტაჟის შემთხვევები იაპონიაშიც გაზრდილია, რომელიც ასევე ნიგერიიდან მოდის.

აშშ-ში გასული წლის განმავლობაში ასეთი ინციდენტების რაოდენობა გაორმაგდა (წინა წელთან შედარებით) - 26 ათასზე მეტი. ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოძალვის გამო სულ მცირე, 27 ამერიკელმა მოზარდმა მოიკლა თავი.

გასულ კვირას, ნიგერიის კიბერდანაშაულის ეროვნული ცენტრის ტექნიკოსები შეხვდნენ გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის ეროვნული სააგენტოს (NCA) კოლეგებს, რათა განიხილონ როგორ გააუმჯობესონ თანამშრომლობა კიბერდანაშაულთან ბრძოლაში, როგორიც სექსუალური გამოძალვაა.

გასულ თვეში NCA-მ გამოსცა გაფრთხილება საფრთხის შესახებ ბავშვებისა და სკოლებისთვის.

სააგენტოს თქმით, დანაშაულის წყარო უცხოური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებია, ძირითადად დასავლეთ აფრიკის ზოგიერთი ქვეყნიდან, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი დანაშაულები ხშირად შეიძლება უკავშირდებოდეს ნიგერიულ კრიმინალურ ჯგუფს Yahoo Boys.

ამ წლის დასაწყისში ამერიკულმა კიბერკომპანიამ TikTok-ზე, YouTube-სა და Scribd-ზე ჩატარებული ანალიზის შემდეგ, აღმოაჩინა რჩევები, თუ როგორ უნდა დააშანტაჟონ მოზარდები.

ნიგერიის კიბერდანაშაულის ცენტრის დირექტორმა, უჩე იფეანი ჰენრიმ BBC News-ს განუცხადა, რომ დამნაშავეები დაუსჯელი არ დარჩებიან.

”ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნიგერიის ხელისუფლება არ უთმობს საკმარის რესურსებს და ყურადღებას ამ პრობლემას, უბრალოდ, სასაცილოა,” - თქვა მან.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ნიგერიის მთავრობამ მილიონები დახარჯა უახლესი კიბერდანაშაულის ცენტრის მშენებლობაზე, აჩვენა, რომ იგი სერიოზულად ეკიდება პრობლემას - განსაკუთრებით, სექსუალურ შანტაჟს.

ამ დანაშაულის რიცხვი ნიგერიაშიც გაზრდილია.

ნიგერიის Digital Footprints-ის დოქტორი ტომბარი სიბეს თქმით, ბევრი ნიგერიელისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ტექნოლოგიური თაობისთვის - სხვადასხვა სახის კიბერ თაღლითობა, მათ შორის, სექსუალური შანტაჟი თითქმის ნორმად იქცა.

  • დახმარების ხელი

ჯენი ამასობაში აგრძელებს საგანმანათლებლო კამპანიას ჯორდანის მამასთან ერთად.

ის ამბობს, რომ მას დაუკავშირდნენ მშობლები სხვა ქვეყნებიდან - ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან - მათაც ისე დაკარგეს შვილები, როგორც ჯენიმ.

”მე რეგულარულად ვიღებ შეტყობინებებს მშობლებისგან, რომლებიც მეკითხებიან, რა უნდა გააკეთონ ასეთ სიტუაციაში,” - ამბობს ჯენი. "თუმცა ხანდახან მათ, უბრალოდ, უნდათ მიამბონ ამბავი, რომელიც მათ შვილს შეემთხვა".

რჩევები, როგორ შეიძლება დაეხმარო ადამიანებს, რომლებიც გახდნენ სექსუალური შანტაჟის მსხვერპლი:

  • არასოდეს დაივიწყო, რომ შენს პრობლემებთან მარტო არ ხარ და არ ხარ დამნაშავე იმაში, რაც შენს თავს ხდება.
  • მიაწოდეთ პლატფორმის ადმინისტრაციას ინფორმაცია ამის შესახებ.
  • დაბლოკეთ გამომძალველის კონტაქტი თქვენს ყველა პლატფორმაზე და მოწყობილობაზე
  • მაგრამ უმჯობესია შეინახოთ თქვენი ანგარიშის სქრინშოტი ან მიმოწერა - ის შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება პოლიციას შანტაჟისტის პოვნაში.
  • ვიდრე ფულს გაუგზავნით გამომძალველს, ნუ შეგეშინდებათ დახმარებისთვის მიმართოთ ნებისმიერ ზრდასრულს, რომელსაც ენდობით ან თუნდაც პირდაპირ სამართალდამცავებს.
  • არ გეგონოთ, რომ შანტაჟისტი დაკმაყოფილდება ერთჯერადი ანაზღაურებით: გამომძალველის მოთხოვნების დაკმაყოფილებით, მხოლოდ ჩაერთვებით დაუსრულებელ თამაშში, შანტაჟისტის წესების მიხედვით.

წყარო