ავტორი:

დღის ფოტო - მონტენეგრომ მარცხის მიუხედავად, საქართველოს წარმატება უსურვა - წარწერა ტაბლოზე: "Georgia, good luck at euro"

დღის ფოტო - მონტენეგრომ მარცხის მიუხედავად, საქართველოს წარმატება უსურვა - წარწერა ტაბლოზე: "Georgia, good luck at euro"

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამხანაგურ შეხვედრაში, სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 1:3 გაიმარჯვა.

მატჩის პირველი გოლი მეათე წუთზე გავიდა. გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. შემდეგი გოლი 33-წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და ამ ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმში მეტოქემ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. მატჩის 84-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ჩვენი გუნდის უპირატესობა გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიში - 1-3 დააფიქსირა.

მატჩი მართლაც ამხანაგური გამოდგა, წაგების მიუხედავად, მონტენეგრომ საქართველოს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა - მატჩის დასასრულს ტაბლოზე გამოჩნდა წარწერა: "საქართველო, წარმატებები ევროპაზე".

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.