პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება
პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება

პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი წა­რედ­გი­ნე­ბა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი 19 კა­ნონპ­რო­ექ­ტის­გან შედ­გე­ბა. მათ­გან ძი­რი­თა­დია პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - “ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“, და­ნარ­ჩე­ნი 18 კი, მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტია.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი: - მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი და სო­ზარ სუ­ბა­რი.

უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის მი­ზა­ნი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის კავ­შირ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბაა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა: -

და­უშ­ვე­ბე­ლი ხდე­ბა ქორ­წი­ნე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კავ­ში­რის ან ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით ისე­თი კავ­ში­რის რე­გის­ტრი­რე­ბა ან სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით აღი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ქორ­წი­ნე­ბის­თვის დად­გე­ნილ პი­რო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სა­ზღვარ­გა­რეთ რე­გის­ტრი­რე­ბულ და აღი­ა­რე­ბულ ასეთ კავ­შირს სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა.

კა­ნონპ­რი­ექ­ტით და­უშ­ვე­ბე­ლია იმ ადა­მი­ან­თა შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის რე­გის­ტრი­რე­ბა ან სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით აღი­ა­რე­ბა, რო­მელ­თა­გან ერთი მა­ინც თავს თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სქესს მი­ა­კუთ­ვნებს ან მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ზღვარ­გა­რეთ აღი­ა­რე­ბულ ან რე­გის­ტრი­რე­ბულ ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ აქვს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­უშ­ვე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნის მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნის შვი­ლად აყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც თავს თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სქესს მი­ა­კუთ­ვნებს ან მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ასე­ვე, და­უშ­ვე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნის­თვის არას­რულ­წლო­ვა­ნის მინ­დო­ბით აღ­საზ­რდე­ლად გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც თავს თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბულ სქესს მი­ა­კუთ­ვნებს ან მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რის სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის მიზ­ნით ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის სხვის­თვის ჩა­ტა­რე­ბა ან სხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სხვის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი ხდე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტში ან სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მულ სხვა დო­კუ­მენ­ტში ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის მი­თი­თე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

და­უშ­ვე­ბე­ლია ად­რე­უ­ლი აღ­ზრდის, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის/კო­ლე­ჯის ან უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ში ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ტა­ნა ან აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში და იმა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ან გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ.

აკ­რძალ­ვა მა­უ­წყებ­ლებ­საც შე­ე­ხე­ბათ. კერ­ძოდ, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მა­უ­წყებ­ლის ეთე­რით ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ. ეს აკ­რძალ­ვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­წარ­მო­ე­ბის მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში გან­თავ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ზე მხო­ლოდ იმ ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებს, რომ არ იქ­ნეს დაშ­ვე­ბუ­ლი ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის ამ­სახ­ვე­ლი სცე­ნის მა­უ­წყებ­ლის ეთე­რით გავ­რცე­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რძალ­ვის დარ­ღვე­ვა მა­უ­წყე­ბელს არ შე­ე­რა­ცხე­ბა, თუ ის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ზე ფაქ­ტობ­რივ კონ­ტროლს არ ახორ­ცი­ე­ლებ­და.

ამა­ვე პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, და­უშ­ვე­ბე­ლია არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის მას­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის (მათ შო­რის, ისე­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­წარ­მო­ე­ბის) მი­წო­დე­ბა (გა­ზი­ა­რე­ბა) ან ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის (მათ შო­რის, ისე­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­წარ­მო­ე­ბის) ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ.

პრო­ექ­ტით, და­უშ­ვე­ბე­ლია ისე­თი რეკ­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ.

აკ­რძალ­ვა შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­საც შე­ე­ხე­ბა. კერ­ძოდ, და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ჯა­როდ ისე­თი შეკ­რე­ბა ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ან ინ­ცეს­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ.

ამა­ვე პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­ბა­თილ­დე­ბა შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის ფარ­გლებ­ში და­კის­რე­ბუ­ლი ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ცე­მუ­ლი ისე­თი მი­თი­თე­ბა ან დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შო­რის და­დე­ბუ­ლი ისე­თი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის­კენ ან მისი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის წა­ხა­ლი­სე­ბის­კენ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი ყვე­ლა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნის დარ­ღვე­ვა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტით 17 მა­ი­სი ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღედ ცხად­დე­ბა და ის უქმე დღე იქ­ნე­ბა.

რო­გორც მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­მარ­ტავს, სა­ზღვარ­გა­რე­თის მთელ რიგ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში დღეს­დღე­ო­ბით ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და და­ნერ­გი­ლია ისე­თი იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის კავ­შირ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აშ­კა­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამის შე­დე­გია, მათ შო­რის ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში ამ­ჟა­მად ისე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მოქ­მე­დებს, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს, უშ­ვებს, ბუ­ნებ­რი­ვად მი­იჩ­ნევს და ახა­ლი­სებს ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის ადა­მი­ა­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბას, მათ მიერ ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით სხვა მსგავ­სი კავ­ში­რე­ბის რე­გის­ტრი­რე­ბას, მათ მიერ ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნას, სქე­სის შეც­ვლის მიზ­ნით სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ერთი და იმა­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი სქე­სის ადა­მი­ა­ნებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით გა­მო­ხა­ტულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ამ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სა­კი­თხე­ბის სა­ბავ­შვო ბა­ღებ­სა და სკო­ლებ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით სწავ­ლე­ბა­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, სხვა მსგავს მიდ­გო­მებ­სა და მე­თო­დებს.

“ამ იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბა­სა და და­ნერგვას ხელს უწყობს სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტიც. აღ­ნიშ­ნულ­ზე მე­ტყვე­ლებს აგ­რეთ­ვე სხვა­დას­ხვა კვლე­ვის შე­დე­გად წარ­მო­ე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა: მა­გა­ლი­თად, 2023 წელს Ipsos-ის მიერ 30 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის 9% თავს LGBT+ თემს მი­ა­კუთ­ვნებს, რომ­ლის სა­გუ­ლის­ხმო ნა­წი­ლიც არას­რულ­წლო­ვა­ნია. Gallup-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, აშშ-ის მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც თავს LGBTQ+ თემს მი­ა­კუთ­ვნებს, 2012 წლი­დან 2023 წლამ­დე გა­ორ­მაგ­და.

ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გია სწო­რედ ის, რომ, მა­გა­ლი­თად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბოლო დროს მო­უ­წია, სა­გან­გე­ბოდ ყუ­რა­დღე­ბა გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა და გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნა შემ­დე­გი: “სა­კა­მა­თო არ უნდა იყოს მშობ­ლე­ბის­თვის იმის ცოდ­ნა, რას ას­წავ­ლი­ან სკო­ლა­ში მათ შვი­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ. პა­ცი­ენ­ტებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რას გუ­ლის­ხმო­ბენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი მა­მა­კაც­სა თუ ქალ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ჩვენ არ უნდა დაგ­ვა­მუ­ნა­თონ და არ უნდა დაგ­ვა­ჯე­რონ, რომ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იყოს ნე­ბის­მი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც ის მო­ი­სურ­ვებს. მას ეს არ შე­უძ­ლია. მა­მა­კა­ცი არის მა­მა­კა­ცი და ქალი არის ქალი − ეს უბ­რა­ლოდ საღი აზ­რია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მის მიერ თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წე­სე­ბის ერთ-ერთ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ დო­კუ­მენ­ტში სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს უთი­თებს, რომ მო­ე­რი­დონ ისე­თი სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­გო­რე­ბიც არის: „ბი­ჭე­ბო“, „ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო“, „დედა/მამა“, „ვაჟი/ქა­ლიშ­ვი­ლი“, „ქმა­რი/ცოლი“, ხოლო ამ სი­ტყვე­ბის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნონ გენ­დერუ­ლად ნე­იტ­რა­ლუ­რი შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი: „ყვე­ლა“, „ხალ­ხო“, „თქვენ ყვე­ლა“, „მშო­ბე­ლი“, „შვი­ლი“, „მე­უღ­ლე“, „პარტნი­ო­რი“.

აღ­ნიშ­ნულ უარ­ყო­ფით პრო­ცე­სებს სა­ზღვარ­გა­რეთ დღეს ინ­ტენ­სი­უ­რი და მზარ­დი ხა­სი­ა­თი აქვს. ამ პრო­ცე­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის პრო­პა­გან­და ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის კავ­შირ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის აშ­კა­რა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის ხარ­ჯზე ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვა­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა სწო­რედ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი“, - წე­რია კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება.

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: - მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით შემდეგი საკითხები განისაზღვრება: -

დაუშვებელი ხდება ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება.

კანონპრიექტით დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. პროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ აღიარებულ ან რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.

კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ასევე, დაუშვებელია იმ ადამიანისთვის არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელი ხდება.

კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია.

დაუშვებელია ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

აკრძალვა მაუწყებლებსაც შეეხებათ. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.

ამავე პროექტის მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

პროექტით, დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

აკრძალვა შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებასაც შეეხება. კერძოდ, დაუშვებელი იქნება საჯაროდ ისეთი შეკრება ან მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

ამავე პროექტის მიხედვით, გაბათილდება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაცემული ისეთი მითითება ან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ისეთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი უგულებელყოფის წახალისებისკენ.

უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი ყველა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება და ის უქმე დღე იქნება.

როგორც მმართველი უმრავლესობა განმარტავს, საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული და დანერგილია ისეთი იდეოლოგია, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებს აშკარად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება. მათივე განცხადებით, ამის შედეგია, მათ შორის ის გარემოება, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში ამჟამად ისეთი კანონმდებლობა მოქმედებს, რომელიც აღიარებს, უშვებს, ბუნებრივად მიიჩნევს და ახალისებს ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანების ქორწინებას, მათ მიერ ოჯახის შექმნის მიზნით სხვა მსგავსი კავშირების რეგისტრირებას, მათ მიერ ბავშვის შვილად აყვანას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციების გამოყენებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობებს, ამგვარი ურთიერთობების ამსახველი საკითხების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით სწავლებასა და პოპულარიზაციას, სხვა მსგავს მიდგომებსა და მეთოდებს.

“ამ იდეოლოგიის გავრცელებასა და დანერგვას ხელს უწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიც. აღნიშნულზე მეტყველებს აგრეთვე სხვადასხვა კვლევის შედეგად წარმოებული სტატისტიკა: მაგალითად, 2023 წელს Ipsos-ის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 9% თავს LGBT+ თემს მიაკუთვნებს, რომლის საგულისხმო ნაწილიც არასრულწლოვანია. Gallup-ის კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც თავს LGBTQ+ თემს მიაკუთვნებს, 2012 წლიდან 2023 წლამდე გაორმაგდა.

ყოველივე ამის შედეგია სწორედ ის, რომ, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბოლო დროს მოუწია, საგანგებოდ ყურადღება გაემახვილებინა და განეცხადებინა შემდეგი: “საკამათო არ უნდა იყოს მშობლებისთვის იმის ცოდნა, რას ასწავლიან სკოლაში მათ შვილებს ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რას გულისხმობენ საავადმყოფოები, როდესაც ისინი მამაკაცსა თუ ქალზე საუბრობენ. ჩვენ არ უნდა დაგვამუნათონ და არ უნდა დაგვაჯერონ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც ის მოისურვებს. მას ეს არ შეუძლია. მამაკაცი არის მამაკაცი და ქალი არის ქალი − ეს უბრალოდ საღი აზრია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მის მიერ თავისი თანამშრომლებისთვის მიცემული სახელმძღვანელო წესების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ დოკუმენტში სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს უთითებს, რომ მოერიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“, „დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“, „ხალხო“, „თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.

აღნიშნულ უარყოფით პროცესებს საზღვარგარეთ დღეს ინტენსიური და მზარდი ხასიათი აქვს. ამ პროცესების მხარდაჭერა და ზემოაღნიშნული იდეოლოგიის პროპაგანდა ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების აშკარა და მიზანმიმართული უგულებელყოფის ხარჯზე ბოლო წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც ემსახურება სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტი“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.