მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრამებით სავსე ღამე და მაკრონის "ბომბი" - ევროპარლამენტის არჩევნებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია იმარჯვებს: როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი?
დრამებით სავსე ღამე და მაკრონის "ბომბი" - ევროპარლამენტის არჩევნებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია იმარჯვებს: როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი?

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში კვი­რას დას­რულ­და. პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი ევ­რო­პის დრო­ით შუ­ა­ღა­მის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა რიგ ქვეყ­ნებ­ში მა­ნამ­დეც გა­მოქ­ვეყ­ნდა ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბი.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ბოლო საპ­როგ­ნო­ზო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტულ­მა "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ" (EPP) ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში 184 ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა.

  • "ჩვენ მო­ვი­გეთ ევ­რო­პის არ­ჩევ­ნე­ბი. უმ­რავ­ლე­სო­ბა ძლი­ე­რი ევ­რო­პის ცენ­ტრში რჩე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ამ არ­ჩევ­ნებ­მა მოგ­ვცა ორი გზავ­ნი­ლი. პირ­ვე­ლი: უმ­რავ­ლე­სო­ბა ძლი­ე­რი ევ­რო­პის ცენ­ტრში რჩე­ბა და ეს გა­დამ­წყვე­ტია სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის. ცენ­ტრი მარ­თავს. მაგ­რამ ისიც მარ­თა­ლია, რომ მე­მარ­ცხე­ნე­ებ­მა და მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­მა მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვეს და ამი­ტო­მაც შე­დე­გი დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს ცენ­ტრის­ტულ პარ­ტი­ებს. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბე­ბი გვაქვს ცალ­კე­ულ სა­კი­თხებ­ში, მაგ­რამ ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა და ყვე­ლას გვინ­და ძლი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი ევ­რო­პა”, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის თქმით, სურს გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა მათ­თან, ვინც არის პრო­ევ­რო­პუ­ლი, პრო­უკ­რა­ი­ნუ­ლი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი. ამას­თან, ფონ დერ ლა­ი­ე­ნის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი არ ტარ­დე­ბა ვა­კუ­უმ­ში.

"ჩვენს ირ­გვლივ სამ­ყა­რო არე­უ­ლო­ბა­შია. ძა­ლე­ბი გა­რე­დან და შიგ­ნი­დან ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და ევ­რო­პის და­სუს­ტე­ბას. არა­სო­დეს და­ვუშ­ვებთ ამას. არ­ჩევ­ნე­ბის ეს შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­პე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ძლი­ე­რი ევ­რო­პა სურს”, - და­ას­კვნის ის.

  • მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის ტრი­უმ­ფი

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა საფ­რან­გე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რებს, რაც აჩენს კი­თხვებს იმის შე­სა­ხებ, რო­გორ შეძ­ლე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ბლოკ­ში პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თვას, - ამის შე­სა­ხებ Reuters-ი წერს.

  • Reuters-ი აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბამ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი აი­ძუ­ლა, ქვე­ყა­ნა­ში ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც 30 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა.

ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შე­დე­გე­ბი კა­ტას­ტრო­ფა იყო მისი მთავ­რო­ბის­თვის და გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­და პა­ლა­ტის არ­ჩევ­ნე­ბი 30 ივ­ნისს, მე­ო­რე ტური კი 7 ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა.

”ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი, მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაგ­რამ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს არის ნდო­ბის აქტი”, - აღ­ნიშ­ნა მან და დას­ძი­ნა, რომ ენ­დო­ბა "ფრან­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, გა­ა­კე­თონ სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი მათ­თვის და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის".

მი­სი­ვე თქმით, საფ­რან­გეთს სჭირ­დე­ბა "მკა­ფიო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რათა შეძ­ლოს სიმ­შვი­დი­თა და ჰარ­მო­ნი­ით მუ­შა­ო­ბა“ და გა­ნა­ცხა­და, რომ "მო­ის­მი­ნა“ ფრან­გე­ბის გზავ­ნი­ლი და წუ­ხი­ლი.

”მე მათ უპა­სუ­ხოდ არ დავ­ტო­ვებ”, - აღ­ნიშ­ნა მაკ­რონ­მა.

მე­დი­ის ცნო­ბით, საფ­რან­გეთ­ში წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა" (RN) ხმე­ბის 31,5%-ით ლი­დე­რობს, რაც ორ­ჯერ მე­ტია საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის "რე­ნე­სან­სის" პარ­ტი­ას­თან შე­და­რე­ბით. "რე­ნე­სან­სი", რო­მელ­საც ვა­ლე­რი ჰე­ი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და ხმე­ბის 15,2%-ით. საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, აქ­ტი­ვო­ბა რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი იყო.

Reuters-ი წერს, რომ, მაკ­რო­ნის მსგავ­სად, მტკივ­ნე­უ­ლი ღამე გა­და­ი­ტა­ნა გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმაც, რო­დე­საც მის­მა "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა“ პარ­ტი­ამ ევ­რო­პის არ­ჩევ­ნებ­ში აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ცუდი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და "კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი­სა“ და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის (AfD) შემ­დეგ მე­სა­მე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯორ­ჯო მე­ლო­ნის პო­ზი­ცია გაძ­ლი­ერ­და, რად­გან, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის თა­ნახ­მად, მის­მა კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა ჯგუფ­მა - "იტა­ლი­ის ძმე­ბი" ყვე­ლა­ზე მეტი ხმა მი­ი­ღო.

პო­ლო­ნეთ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დო­ნალდ ტუს­კის ცენ­ტრის­ტუ­ლი "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­ა­ლი­ცია" იმარ­ჯვებს, რო­მე­ლიც "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო“ პარ­ტი­ის წევ­რია. ეს­პა­ნეთ­შიც მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტუ­ლი "სა­ხალ­ხო პარ­ტია“ ლი­დე­რობს, რო­მე­ლიც ასე­ვე "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო“ პარ­ტი­ის ნა­წი­ლია და რო­მე­ლიც, შე­დე­გე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ პედ­რო სან­ჩე­სის სო­ცი­ა­ლის­ტურ "მუ­შა­თა პარ­ტი­ას“ უს­წრებს.

წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ავ­სტრი­ა­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ამ“ გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ უფრო მცი­რე სხვა­ო­ბით, ვიდ­რე პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი იყო.

ნი­დერ­ლან­დებ­ში, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, "ლე­ი­ბო­რის­ტებ“/“მწვა­ნე მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის“ კომ­ბი­ნა­ცი­ამ რვა ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა და გე­ერტ უილ­დერ­სის პარ­ტია და­ა­მარ­ცხა.

Euronews-ის თა­ნახ­მად, მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის მიღ­წე­ულ­მა შე­დე­გებ­მა შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს ძალ­თა ბა­ლან­სი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში. ამის გარ­და, მე­მარ­ჯვე­ნე­თა წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ იბ­რძო­ლონ ევ­რო­კავ­შირ­ში, მათ შო­რის ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში, ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის­თვის.

მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა მე­მარ­ჯვე­ნე ძა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას: მა­გა­ლი­თად, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე არ­სე­ბი­თი უთან­ხმო­ე­ბაა მიგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გამ­კაც­რე­ბის თე­მა­ზე, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხში პი­რი­ქით, ისი­ნი ძი­რი­თა­დად ერ­თსუ­ლო­ვან­ნი არი­ან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

დრამებით სავსე ღამე და მაკრონის "ბომბი" - ევროპარლამენტის არჩევნებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია იმარჯვებს: როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი?

დრამებით სავსე ღამე და მაკრონის "ბომბი" - ევროპარლამენტის არჩევნებში ურსულა ფონ დერ ლაიენის პარტია იმარჯვებს: როგორ შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი?

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას დასრულდა. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდა, თუმცა რიგ ქვეყნებში მანამდეც გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები.

ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა "ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა.

  • "ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი: უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სურს გააგრძელოს მუშაობა მათთან, ვინც არის პროევროპული, პროუკრაინული და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი. ამასთან, ფონ დერ ლაიენის თქმით, არჩევნები არ ტარდება ვაკუუმში.

"ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს”, - დაასკვნის ის.

  • მემარჯვენეების ტრიუმფი

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

  • Reuters-ი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის და განაცხადა, რომ ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

”ეს არის სერიოზული, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის აქტი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ენდობა "ფრანგების შესაძლებლობებს, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი მათთვის და მომავალი თაობებისთვის".

მისივე თქმით, საფრანგეთს სჭირდება "მკაფიო უმრავლესობა, რათა შეძლოს სიმშვიდითა და ჰარმონიით მუშაობა“ და განაცხადა, რომ "მოისმინა“ ფრანგების გზავნილი და წუხილი.

”მე მათ უპასუხოდ არ დავტოვებ”, - აღნიშნა მაკრონმა.

მედიის ცნობით, საფრანგეთში წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" (RN) ხმების 31,5%-ით ლიდერობს, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის "რენესანსის" პარტიასთან შედარებით. "რენესანსი", რომელსაც ვალერი ჰეიერი ხელმძღვანელობს, მეორე ადგილზე გავიდა ხმების 15,2%-ით. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო.

Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე გადაიტანა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, როდესაც მისმა "სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ევროპის არჩევნებში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და "კონსერვატორებისა“ და ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

რაც შეეხება იტალიას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯო მელონის პოზიცია გაძლიერდა, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა - "იტალიის ძმები" ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

პოლონეთში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტული "სამოქალაქო კოალიცია" იმარჯვებს, რომელიც "ევროპის სახალხო“ პარტიის წევრია. ესპანეთშიც მემარჯვენე-ცენტრისტული "სახალხო პარტია“ ლიდერობს, რომელიც ასევე "ევროპის სახალხო“ პარტიის ნაწილია და რომელიც, შედეგებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ "მუშათა პარტიას“ უსწრებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, მაგრამ უფრო მცირე სხვაობით, ვიდრე პროგნოზირებული იყო.

ნიდერლანდებში, წინასწარი შედეგების თანახმად, "ლეიბორისტებ“/“მწვანე მემარცხენეების“ კომბინაციამ რვა ადგილი მოიპოვა და გეერტ უილდერსის პარტია დაამარცხა.

Euronews-ის თანახმად, მემარჯვენეების მიღწეულმა შედეგებმა შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროპარლამენტში. ამის გარდა, მემარჯვენეთა წარმომადგენლებს შეეძლებათ იბრძოლონ ევროკავშირში, მათ შორის ევროკომისიაში, ხელმძღვანელი თანამდებობებისთვის.

მაგრამ საბოლოოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ სხვადასხვა მემარჯვენე ძალები ერთმანეთთან თანამშრომლობას: მაგალითად, მათ შორის რამდენიმე არსებითი უთანხმოებაა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების თემაზე, თუმცა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში პირიქით, ისინი ძირითადად ერთსულოვანნი არიან.

წაიკითხეთ ასევე: