ავტორი:

ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნები თვის ბოლოს გამოაცხადა.

მედიის ცნობით, მაკრონმა ამის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ დაამარცხა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის და განაცხადა, რომ ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

მედიის ცნობით, საფრანგეთში ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" (RN) ხმების 31,5%-ით ლიდერობს, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის "რენესანსის" პარტიასთან შედარებით. რენესანსი, რომელსაც ვალერი ჰეიერი ხელმძღვანელობს, მეორე ადგილზე გავიდა ხმების 15,2%-ით. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო.

იხილეთ ასევე: