მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება პროცესში, არ გამოვრიცხავ" - ნინო ლომჯარია კითხვაზე, გეგმავს თუ არ პოლიტიკაში წასვლას
"თუ იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება პროცესში, არ გამოვრიცხავ" - ნინო ლომჯარია კითხვაზე, გეგმავს თუ არ პოლიტიკაში წასვლას

ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, პლატ­ფორ­მის - „სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორ­ბი­ტა“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნინო ლომ­ჯა­რია პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას არ გა­მო­რი­ცხავს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლიტ-ქა­ლა­ქი“ გა­ა­კე­თა.

კერ­ძოდ, ყო­ფილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უპა­სუ­ხა კი­თხვას, გეგ­მავს თუ არა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, რა­ზეც ლომ­ჯა­რია ამ­ბობს:

„არ ვიცი, თუ იქ­ნე­ბა ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ამ პრო­ცეს­ში, არ გა­მოვ­რი­ცხავ, თუმ­ცა ჯერ არ მაქვს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“ და დას­ძენს:

„ეს გა­და­წყვე­ტი­ლი არ მაქვს, ვფიქ­რობ, რომ სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ში ისე­დაც ვარ, იმ ფორ­მით რა ფორ­მი­თაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ და სა­დაც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო - სა­დაც და­ვი­ნა­ხავ, რომ ჩემი რო­გორც ერთი ადა­მი­ა­ნის როლი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ეს იქ­ნე­ბა პარ­ტი­უ­ლი თუ არა პარ­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა, იქ ვიქ­ნე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით ვარ იქ, სა­დაც ვარ“, - აღ­ნიშ­ნა ლომ­ჯა­რი­ამ.

გა­და­ცე­მა­ში ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ისა­უბ­რა ქვე­ყა­ნა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზეც. რო­გორც ლომ­ჯა­რია აცხა­დებს, დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­სავ­ლე­თი მტრად გა­მო­ა­ცხა­და და აშშ-ის სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბაც სწო­რედ სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­აა.

მისი თქმით, სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ადას­ტუ­რებს იმას, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­ი­აზ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ რო­გორც მე­გო­ბარს კი არა, არა­მედ რო­გორც საფრ­თხეს, მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ისე აღიქ­ვამს, რაც „აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით და­დას­ტურ­და. „ეს სან­ქცი­ე­ბი ნიშ­ნავს იმას, რომ აშშ-მ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ბუ­ნე­ბას გა­და­ხე­და და ეს აღარ არის მე­გობ­რუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო, მათ და­სავ­ლე­თი მტრად გა­მო­ა­ცხა­დეს. ეს არის შტა­ტე­ბის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია, არა მარ­ტო „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის“ შე­სა­ხებ კა­ნონ­ზე, ასე­ვე, უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, მუ­ქა­რა, ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი - ია­რა­ღის ჩა­დე­ბე­ბი და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ეს არის გა­მოვ­ლი­ნე­ბა უკვე აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბის რე­ა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბა­ში. კა­ნო­ნი არის უბ­რა­ლოდ დეკ­ლა­რა­ცია იმი­სა, რომ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­რეო კურ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

ლომ­ჯა­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, ამომ­რჩე­ვე­ლი 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე არ­ჩე­ვანს მათი პო­ლი­ტი­კუ­რი პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ გა­ა­კე­თებს, „ამომ­რჩე­ვე­ლი არ­ჩე­ვანს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ა­კე­თებს, იმი­ტომ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დღეს არის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი და მათი გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე ძა­ლი­ან დიდი ხნით დარ­ჩე­ნას და და­სავ­ლე­თის­გან იზო­ლა­ცი­ას ნიშ­ნავს“.

„ვფიქ­რობ, რომ დღეს არის სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი უკა­ნა პლან­ზე უნდა გა­და­ვი­დეს. სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტი იყო და ეს პრო­ცე­სი ვე­რა­ვინ მი­ით­ვი­სა, წა­ი­ღო და მი­ი­კე­რა. ჩვენ ახლა იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზულ პრო­ცე­სებ­ში ვართ, რომ ეს მარ­თლა ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­კი­თხია, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა თუ არა მარ­თლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ამა­ზეა სა­უ­ბა­რი, ასე­ვე, სა­უ­ბა­რია დავ­ბრუნ­დე­ბით თუ არა რუ­სეთ­ში, და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი ვიქ­ნე­ბით, თუ რა­ღაც ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვიქ­ნე­ბით. აი, ამა­ზე არის სა­უ­ბა­რი. რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მით უმე­ტეს მო­მა­ვალ პრო­ცე­სებ­ში, მაგ­რამ მათ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღონ, რაც ასე­ვე, ზე­პარ­ტი­უ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი იქ­ნე­ბა. მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ნორ­მა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტაც, რო­გო­რი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა, რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, ესეც არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი უნდა იყოს და სი­ტუ­ა­ცი­ას მორ­გე­ბუ­ლი, ანუ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უნდა მი­ი­ღონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სულ რე­ჟიმს დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით და­ა­მარ­ცხებს და რაც არ შექ­მნის რის­კებს იმი­სა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს არ მოხ­დეს ან რა­ი­მე და­ე­მუქ­როს. ახლა ოპო­ზი­ცი­ის ვა­ლია, რომ ისე­თი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბით წარ­დგნენ, ისე­თი გა­რან­ტი­ე­ბით მო­ი­ფიქ­რონ და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში წარ­დგნენ, რომ ძა­ლი­ან დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი და­ა­მარ­ცხონ. ვფიქ­რობ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ დრო­ში ამომ­რჩევ­ლის დიდი ნა­წი­ლიც იმ აზ­რამ­დე მივა, რომ ახა­ლა ჩვენ გა­სა­კე­თე­ბე­ლი არ­ჩე­ვა­ნი არა „ნა­ცებს“, ვი­ღა­ცე­ებს და „ქო­ცებს“ შო­რის გვაქვს, {არა­მედ} არ­ჩე­ვა­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ვიქ­ნე­ბით თუ არა ჩვენ მარ­თლა სუ­ვე­რე­ნუ­ლი, და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო, თუ ვიქ­ნე­ბით რუ­სუ­ლი ორ­ბი­ტა­ზე მყო­ფი და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი, იზო­ლი­რე­ბუ­ლი, რა­ღა­ცა თა­ლი­ბა­ნის წე­სე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, შავი ხვრე­ლი ტე­რი­ტო­რია. მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ, იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის“, - აღ­ნიშ­ნა ლომ­ჯა­რი­ამ.

ლომ­ჯა­რი­ას თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე - „ქარ­თულ ქარ­ტი­ა­ზე“ ხელ­მო­წე­რა, არის სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბა. „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რომ ის ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოვ­ლენ, იმი­ტომ კი არ მოვ­ლენ, რომ ამომ­რჩე­ველ­მა ნორ­მა­ლურ, პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში გა­ა­კე­თა მათ­ზე არ­ჩე­ვა­ნი, ეს არა­ორ­დი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. რე­ფორ­მე­ბის შემ­დგომ, 1-2 წლის შემ­დეგ ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლამ თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ და დას­ძი­ნა, რომ „ვერც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, ამ ვი­თა­რე­ბა­შიც კი უმ­რავ­ლე­სო­ბით ვერ მოვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვერც ერთი ძალა. ეს იქ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა და კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ას ვერ მო­ახ­დენს“.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ისე იქ­ცე­ვი­ან და ლა­პა­რა­კო­ბენ, „გე­გო­ნე­ბა უნა­ხა­ვე­ბი და ტყი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან“.

„ზო­გა­დად ისე იქ­ცე­ვი­ან და ლა­პა­რა­კო­ბენ, ეს იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი თუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გე­გო­ნე­ბა უნა­ხა­ვე­ბი არი­ან და გე­გო­ნე­ბათ, რომ ტყი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან. მარ­თლა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მათ ქცე­ვა და შე­ფა­სე­ბე­ბი სირ­ცხვილს იწ­ვევს. გე­გო­ნე­ბათ, არ­სად არ უმუ­შა­ვი­ათ, უცხო­ე­ლი არ უნა­ხავთ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ იცი­ან რა არის და რო­გორ მუ­შა­ო­ბენ. არ ვიცი, ვის­ზე არის გათ­ვლი­ლი ასე­თი და­ბა­ლი დო­ნის რი­ტო­რი­კა. თვი­თონ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ათწლე­უ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ამ ფონ­დებ­ში, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბიც ჰქო­ნი­ათ და­დე­ბუ­ლი, გრან­ტე­ბიც გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ, დო­ნო­რე­ბიც და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც ყო­ფი­ლან. დღეს ამ ტი­პის რი­ტო­რი­კას, რომ ვის­მენთ, ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც ნიშ­ნავს იმ დო­ნე­ზე დაშ­ვე­ბას, რა დო­ნე­ზეც თვი­თონ არი­ან დაშ­ვე­ბუ­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ლომ­ჯა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"თუ იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება პროცესში, არ გამოვრიცხავ" - ნინო ლომჯარია კითხვაზე, გეგმავს თუ არ პოლიტიკაში წასვლას

"თუ იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება პროცესში, არ გამოვრიცხავ" - ნინო ლომჯარია კითხვაზე, გეგმავს თუ არ პოლიტიკაში წასვლას

ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმის - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გააკეთა.

კერძოდ, ყოფილმა სახალხო დამცველმა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა პოლიტიკაში წასვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაზეც ლომჯარია ამბობს:

„არ ვიცი, თუ იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება ამ პროცესში, არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერ არ მაქვს ასეთი გადაწყვეტილება მიღებული“ და დასძენს:

„ეს გადაწყვეტილი არ მაქვს, ვფიქრობ, რომ საჯარო პოლიტიკაში ისედაც ვარ, იმ ფორმით რა ფორმითაც ვმონაწილეობ და სადაც იქნება საჭირო - სადაც დავინახავ, რომ ჩემი როგორც ერთი ადამიანის როლი არის მნიშვნელოვანი, ეს იქნება პარტიული თუ არა პარტიული ცხოვრება, იქ ვიქნები, ჯერჯერობით ვარ იქ, სადაც ვარ“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

გადაცემაში ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზეც. როგორც ლომჯარია აცხადებს, დღევანდელი პოლიტიკით საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთი მტრად გამოაცხადა და აშშ-ის სანქციების გამოცხადებაც სწორედ საპასუხო რეაქციაა.

მისი თქმით, სანქციების დაწესება ადასტურებს იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიაზრა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ როგორც მეგობარს კი არა, არამედ როგორც საფრთხეს, მოწინააღმდეგეს ისე აღიქვამს, რაც „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით დადასტურდა. „ეს სანქციები ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ბუნებას გადახედა და ეს აღარ არის მეგობრული. ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, მათ დასავლეთი მტრად გამოაცხადეს. ეს არის შტატების მხრიდან საპასუხო რეაქცია, არა მარტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე, ასევე, უფლებადარღვევის ფაქტებზე, ძალის გამოყენების ფაქტებზე, ფიზიკური ანგარიშსწორება, მუქარა, ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები - იარაღის ჩადებები და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, ეს არის გამოვლინება უკვე აღნიშნული კანონის მოქმედების რეალურად ცხოვრებაში. კანონი არის უბრალოდ დეკლარაცია იმისა, რომ ჩვენი საერთაშორისო საგარეო კურსი ოფიციალურად შეიცვალა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას განმარტებით, ამომრჩეველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანს მათი პოლიტიკური პრეფერენციების გათვალისწინებით არ გააკეთებს, „ამომრჩეველი არჩევანს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გააკეთებს, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის რუსული რეჟიმი და მათი გამარჯვება საქართველოს რუსულ ორბიტაზე ძალიან დიდი ხნით დარჩენას და დასავლეთისგან იზოლაციას ნიშნავს“.

„ვფიქრობ, რომ დღეს არის სიტუაცია, როდესაც ყველაფერი უკანა პლანზე უნდა გადავიდეს. სახალხო პროტესტი იყო და ეს პროცესი ვერავინ მიითვისა, წაიღო და მიიკერა. ჩვენ ახლა იმდენად სერიოზულ პროცესებში ვართ, რომ ეს მართლა ზესახელმწიფოებრივი საკითხია, საქართველო იქნება თუ არა მართლა დამოუკიდებელი, ამაზეა საუბარი, ასევე, საუბარია დავბრუნდებით თუ არა რუსეთში, დასავლეთის ნაწილი ვიქნებით, თუ რაღაც ჩამორჩენილი, კორუმპირებული, დასანქცირებული სამყაროს ნაწილი ვიქნებით. აი, ამაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მომავალ პროცესებში, მაგრამ მათ ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რაც ასევე, ზეპარტიული და სახელმწიფოებრივი იქნება. მომავალი არჩევნები ნორმალური არ იქნება. პოლიტიკური გადაწყვეტაც, როგორი კომბინაციები იქნება, რა პოლიტიკური შეთანხმებები, გადაწყვეტილებები იქნება, ესეც არაორდინალური უნდა იყოს და სიტუაციას მორგებული, ანუ პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საქართველოში რუსულ რეჟიმს დიდი უპირატესობით დაამარცხებს და რაც არ შექმნის რისკებს იმისა, რომ შესაძლებელია, ეს არ მოხდეს ან რაიმე დაემუქროს. ახლა ოპოზიციის ვალია, რომ ისეთი კომბინაციებით წარდგნენ, ისეთი გარანტიებით მოიფიქრონ და საარჩევნო პროცესში წარდგნენ, რომ ძალიან დიდი უპირატესობით რუსული რეჟიმი დაამარცხონ. ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ამომრჩევლის დიდი ნაწილიც იმ აზრამდე მივა, რომ ახალა ჩვენ გასაკეთებელი არჩევანი არა „ნაცებს“, ვიღაცეებს და „ქოცებს“ შორის გვაქვს, {არამედ} არჩევანი გასაკეთებელი იქნება, ვიქნებით თუ არა ჩვენ მართლა სუვერენული, დასავლური ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო, თუ ვიქნებით რუსული ორბიტაზე მყოფი დასანქცირებული, იზოლირებული, რაღაცა თალიბანის წესების მქონე სახელმწიფო, კორუმპირებული, შავი ხვრელი ტერიტორია. მომავალი არჩევნები ნორმალური არჩევნები არ იქნება, უბრალოდ, იქნება არჩევნები დასავლეთსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ პრეზიდენტის ინიციატივაზე - „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა, არის სწორი პოლიტიკური შეთანხმება. „მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვლენ, იმიტომ კი არ მოვლენ, რომ ამომრჩეველმა ნორმალურ, პოლიტიკურ კონკურენტულ ვითარებაში გააკეთა მათზე არჩევანი, ეს არაორდინალურ ვითარებაში გაკეთებული არჩევანი იქნება. რეფორმების შემდგომ, 1-2 წლის შემდეგ ნორმალურ ვითარებაში ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ „ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, ამ ვითარებაშიც კი უმრავლესობით ვერ მოვა ხელისუფლებაში, ვერც ერთი ძალა. ეს იქნება აუცილებლად კოალიციური მმართველობა და კოალიციური მმართველობა ხელისუფლების უზურპაციას ვერ მოახდენს“.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისე იქცევიან და ლაპარაკობენ, „გეგონება უნახავები და ტყიდან გამოსულები არიან“.

„ზოგადად ისე იქცევიან და ლაპარაკობენ, ეს იქნება პარლამენტის სპიკერი თუ პრემიერ-მინისტრი, გეგონება უნახავები არიან და გეგონებათ, რომ ტყიდან გამოსულები არიან. მართლა, ხშირ შემთხვევაში მათ ქცევა და შეფასებები სირცხვილს იწვევს. გეგონებათ, არსად არ უმუშავიათ, უცხოელი არ უნახავთ და საერთაშორისო ორგანიზაცია არ იციან რა არის და როგორ მუშაობენ. არ ვიცი, ვისზე არის გათვლილი ასეთი დაბალი დონის რიტორიკა. თვითონ, ეს ადამიანები ათწლეულები მუშაობდნენ ამ ფონდებში, ხელშეკრულებებიც ჰქონიათ დადებული, გრანტებიც განუხორციელებიათ, დონორებიც და შემსრულებლებიც ყოფილან. დღეს ამ ტიპის რიტორიკას, რომ ვისმენთ, ამაზე კომენტარის გაკეთებაც ნიშნავს იმ დონეზე დაშვებას, რა დონეზეც თვითონ არიან დაშვებულები“, - აღნიშნა ლომჯარიამ.