ავტორი:

"წუხელ ახალი შემოვლა გავაკეთეთ თბილისში, ქუჩაში, რამდენიმე ადამიანი, ასე გარეთ წევს და კვდება, გვჭირდება ექიმი რომ გამოგვყვეს" - რას წერს აკა სინჯიკაშილი

"წუხელ ახალი შემოვლა გავაკეთეთ თბილისში, ქუჩაში, რამდენიმე ადამიანი, ასე გარეთ წევს და კვდება, გვჭირდება ექიმი რომ გამოგვყვეს" - რას წერს აკა სინჯიკაშილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, თბილისის ქუჩებში არაერთი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

"წუხელ ახალი შემოვლა გავაკეთეთ თბილისში და – ქუჩაში, რამდენიმე ადამიანი, ასე გარეთ წევს და კვდება. ეს კაცი მაგალითად, გეუბნებით, ზაფხულს ვერ გადაიტანს ამ ფეხებით. ფოტოს ვერ დავდებ, ისე აქვს ხორცი შეჭმული.

ასეთი ადამიანი, რამდენიმეა თითქმის ყველა უბანში. გამვლელები აცოცხლებენ.

ამათ თავშესაფარი არ იღებს, რადგან ავად არიან და თავის მოვლა არ შეუძლიათ. უმრავლესობას პირადობაც დაკარგული აქვთ, საავადმყოფოში გამვლელმა მაინც რომ წაიყვანოს.

გვჭირდება ექიმი, რომ გამოგვყვეს, უბრალოდ ნახოს ადგილზე და მკურნალობა დაუნიშნოს. ასევე მოხალისეები, ვინც ზოგჯერ ქუჩაში ივლიან და ყურადღებას მიაქცევენ.

მე თვითონ მიგიყვანთ ყველგან.

სჭირდებათ მკურნალობა, წამლები და ყოველდღიურად საკვები.

ამწამიდან გელოდებით ყველას, ვისაც შეგიძლიათ – 558181218.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal – Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია“ – წერს აკა სინჯიკაშვილი.