ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. თორნიკე დალაქიშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი ერთ თვეზე მეტია რაც გაუჩინარებულია.
"25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით, სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს, მაგრამ, კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ, გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ.თუ ნახავთ ან ამ დღეების განმავლობაში სადმე შეგხვედრიათ, გთხოვთ, მომწერეთ ან დამირეკეთ 595998861, 568704613" - წერენ დაკარგულის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში.