პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­ნი­ხი­ლავს, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან და ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან იმ პირ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლე­ბიც კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­სან­ქცირ­დნენ.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი “ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ და “ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ უკვე მი­ღე­ბულ კა­ნო­ნებ­ში შე­დის და ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან იმ ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებს ათა­ვი­სუფ­ლებს, რო­მელ­თაც სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა 2021 წლის 23 ივ­ნი­სი­დან 2023 წლის 4 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში ჩა­ი­დი­ნეს.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სის, ასე­ვე პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის გამო და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან. მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან 1 893 პირი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. აქე­დან 1855 - ფი­ზი­კუ­რი პირი და 38 იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია. თან­ხის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა - 5 596 047 ლა­რია (ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის მი­მართ - 5 346 047 ლარი, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მი­მართ - 250 000 ლარი).

რაც შე­ე­ხე­ბა “ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებს, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ის პი­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 248/1 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა 2021 წლის 23 ივ­ნი­სი­დან 2023 წლის 4 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში ჩა­ი­დი­ნეს. რო­გორც მთავ­რო­ბა გან­მარ­ტავს, “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 248/1 მუხ­ლით 2021 წლის 23 ივ­ნი­სი­დან 2024 წლის მა­ი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია 10 ფი­ზი­კუ­რი პი­რის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი 10 მსჯავ­რდე­ბუ­ლი­დან 8 პირს პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი შე­ე­ფარ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 6 მსჯავ­რდე­ბულს და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯა­რი­მა გა­დახ­დი­ლი აქვს ერთ მსჯავ­რდე­ბულს. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჯა­რი­მის თან­ხას აღარ გა­და­იხ­დი­ან.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ და “ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნებ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს 10 ივ­ნი­სის სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

პარლამენტი დაჩქარებული წესით მთავრობის ინიციატივას განიხილავს, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს დადგენილი წესების დარღვევის გამო დასანქცირდნენ.

ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ კანონებში შედის და ის პასუხისმგებლობისგან იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ათავისუფლებს, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან 1 893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1855 - ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია. თანხის ჯამური ოდენობა - 5 596 047 ლარია (ფიზიკური პირების მიმართ - 5 346 047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 000 ლარი).

რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში ჩაიდინეს. როგორც მთავრობა განმარტავს, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით 2021 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10 ფიზიკური პირის მიმართ. აღნიშნული 10 მსჯავრდებულიდან 8 პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რომლის ფარგლებშიც 6 მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები ჯარიმის თანხას აღარ გადაიხდიან.

“ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 10 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"