სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბავი არის ასეთი: გოგონას ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა..." - კახა კინწურაშვილის დაბრუნება ეკრანზე და ნინო კასრაძის განსხვავებული როლი: რას ჰყვებიან მსახიობები "უხილავ თამაშზე"
"ამბავი არის ასეთი: გოგონას ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა..." - კახა კინწურაშვილის დაბრუნება ეკრანზე და ნინო კასრაძის განსხვავებული როლი: რას ჰყვებიან მსახიობები "უხილავ თამაშზე"

"უხი­ლა­ვი თა­მა­ში" ახა­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მე­ლიც დე­ტექ­ტი­ვი გახ­ლავთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრი­ლე­რი. რე­ჟი­სო­რებ­მა: სოსო ბლი­ა­ძემ და გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ ის მარი ბე­ქა­უ­რის წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს. სცე­ნა­რის­ტი თა­ვად მარი ბე­ქა­უ­რია.

  • რო­ლებ­ში არი­ან: გი­ვი­კო ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ნინა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ნინო კას­რა­ძე, კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძე, ეკა დე­მეტ­რა­ძე, გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე, მურ­მან ჯი­ნო­რია, მაკა ჩი­ჩუა, ანუ­კი ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა და სხვე­ბი.

ამ­ბა­ვი კი ასე­თია - თბი­ლის­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა გა­და­წყვეტს ორი ახალ­გაზ­რდა, დე­ბი­უ­ტან­ტი მწერ­ლის წიგ­ნი გა­მოს­ცეს. დედ­ლა­ი­ნის დღეს, მწე­რა­ლი და რე­პე­რი ნი­კო­ლოზ მეში (გი­ვი­კო ბა­რა­თაშ­ვი­ლი) გა­მომ­ცემ­ლო­ბას და­უს­რუ­ლე­ბელ წიგნს უგ­ზავ­ნის.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი, ნანა (ნინო კას­რა­ძე) წიგ­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის წა­კი­თხვი­სას აღ­მო­ა­ჩენს, რომ ბლო­გერ სო­ფია გილ­გას (ნინა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე) ამ­ბა­ვი მე­შის წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟის ამ­ბის იდენ­ტუ­რია - გო­გო­ნას რეტ­როგ­რა­დუ­ლი ამ­ნე­ზია და­ე­მარ­თა და გა­უ­ჩი­ნარ­და. რო­გორ მოხ­და, რომ ერთი მწერ­ლის გა­მო­ნა­გო­ნი მე­ო­რე მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ლუ­რად მოხ­და?! - აი, ეს არის კი­თხვა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ სე­რი­ალ­ში მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის დიდი დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­და, რად­გან ეკ­რა­ნებ­ზე დიდი ხა­ნია არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ნინო კას­რა­ძე - ძლი­ე­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლის როლს თა­მა­შობს, რო­მელ­საც თა­ვი­სი პრე­ის­ტო­რია აქვს, ძა­ლი­ან დიდი კრი­ზი­სის მარ­თვა უწევს. რო­გო­რია ასე­თი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა, რო­გო­რია პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბა, სა­ერ­თოდ, როლ­ზე მუ­შა­ო­ბა, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად პა­სუ­ხობს:

- ახა­ლი როლი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ჩემი რო­ლით ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დრა­მა­ზე სა­უ­ბა­რი და სა­ერ­თოდ, რაც ადა­მი­ან­ზეა მო­ყო­ლი­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას როლი, სხვა რო­ლე­ბის­გან არ ვიცი, რით იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩემს როლს ჰქონ­და ერ­თგვა­რი კა­თარ­ზი­სი. იყო ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ტრანსფორ­მა­ცია მომ­ხდა­რი­ყო, კერ­ძოდ კი, მისი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის და ეს უინ­ტე­რე­სო არ ყო­ფი­ლა.

- მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში რო­გო­რია თქვე­ნი მო­თხოვ­ნა პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ და ამ­ჯე­რად რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ მათ­თან მუ­შა­ო­ბით?

- რო­გორ მო­თხოვ­ნა უნდა მქონ­დეს? სა­ჭი­როა მი­ნი­მა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. უნდა გი­თხრათ, რომ ამ­ჯე­რად ძა­ლი­ან კარ­გი პარტნი­ო­რე­ბი მყავ­და. მით უმე­ტეს, თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძე. ის ჩემი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რია... თე­მი­კოს დიდი ხა­ნია თე­ატრსა თუ კი­ნო­ში სა­მუ­შა­ოდ არ შევ­ხვედ­რი­ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე თე­ატ­რშიც და კი­ნო­შიც მუდ­მი­ვად პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყა­ვით. უნდა გი­თხრათ, რომ თე­მი­კოს­გან ბევ­რი რა­მეც ვის­წავ­ლე, რად­გან მისი პრო­ფე­სი­უ­ლი დონე ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

- ზო­გა­დად, რა არის და რას ნიშ­ნავს ყო­ვე­ლი ახა­ლი რო­ლის შექ­მნა თე­ატ­რში, კი­ნო­სა თუ სე­რი­ალ­ში?

- ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოვ­ყვე ცხოვ­რე­ბა­ზე, დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე, სა­შუ­ა­ლე­ბაა, გა­მო­ხა­ტო შენი პო­ზი­ცია. რა­საც არ უნდა ვა­კე­თებ­დეთ, თუნ­დაც ან­ტი­კურ ხა­ნა­ზე რომ ვდგამ­დეთ სპექ­ტაკლს, ან ვი­ღებ­დეთ ფილ­მს, ის მა­ინც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზეა, მა­ინც დღე­ვან­დე­ლო­ბაა და დღე­ვან­დელ დღე­ზეა. ამი­ტომ ყო­ვე­ლი როლი იმის­თვი­საა, რომ მოყ­ვე დღე­ვან­დელ დღე­ზე და შენი სატ­კი­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უ­ზი­ა­რო.

- არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თუ გიშ­ლით ხელს?

- ამ კი­თხვას ორ­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ვუ­პა­სუ­ხო - რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მიშ­ლის ხელს, ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც გარ­შე­მო ხდე­ბა, არის და­მან­გრე­ვე­ლი... ამი­ტომ რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა მო­იკ­რი­ბო ძალა, გა­ი­ჩი­ნო სტი­მუ­ლი შემ­დე­გი მუ­შა­ო­ბის­თვის, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, ეს პრო­ცე­სე­ბი, რო­მელ­საც ხე­დავ, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ, არის იმე­დის მომ­ცე­მი. თუ კი­დევ ცოტა შო­რი­დან შე­ხე­დავ ამ ყვე­ლა­ფერს, ხვდე­ბი, რომ დიდი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოძ­რა­ო­ბის, ცვლი­ლე­ბის ნა­წი­ლი ხარ. ეს ასე­ვე ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ძა­ლის­მომ­ცე­მია.

კად­რი ფილ­მი­დან

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ, სე­რი­ალს რამ­დე­ნად აი­ტა­ცებს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- ძა­ლი­ან მე­ში­ნია ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ დიდი იმე­დი მაქვს, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩვენს სათ­ქმელს შე­იგ­რძნობს. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ სე­რი­ალს აღიქ­ვამს, მო­ე­წო­ნე­ბა თუ არა, ეს პრო­დუქ­ტი მისი გახ­დე­ბა, თუ არა - ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ასე­ვე სა­ში­ში თე­მაა და წი­ნას­წარ ამა­ზე სა­უ­ბა­რი მი­ჭირს.

კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი სე­რი­ალ­ში ფსი­ქო­ლო­გის როლს ას­რუ­ლებს. რა სპე­ცი­ფი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და ეს როლი, რა­ტომ არის თა­ვი­სე­ბუ­რად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ფსი­ქო­ლო­გის ამ­პლუ­ის გა­თა­ვი­სე­ბა, თან რო­დე­საც მისი პერ­სო­ნა­ჟი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას ძი­ე­ბა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს მსა­ხი­ო­ბი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- როლი სა­ინ­ტე­რე­სო იყო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი ფსი­ქო­ლო­გია. ჩემი პრო­ფე­სი­აც ხომ კვლე­ვას­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. სი­ტყვა­ზე, თუ ვიკ­ვლევ ხოლ­მე ჩემს გმირს, ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მე­თა­მა­შა ისე­თი გმი­რი, რო­მე­ლიც სხვის ცხოვ­რე­ბას, სხვის შეგ­რძნე­ბებს იკ­ვლევს და რა­ღაც წერ­ტი­ლებს აერ­თებს. ჩემ­თვის მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მთა­ვა­რია ყო­ველ­თვის სურ­ვი­ლი, მზა­ო­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, ისეთ მსა­ხი­ო­ბებ­თან და ადა­მი­ა­ნებ­თან ვმუ­შა­ობ­დი, ვინც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იაზ­რებს სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას და შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თა­ვის თავ­ზე, პრო­ფე­სი­ა­ზე, გმირ­ზე და ა.შ.

- ზო­გა­დად, რას ნიშ­ნავს ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­ხის შექ­მნა კი­ნო­ში, თე­ატრსა და სე­რი­ალ­ში?

- ემო­ცი­უ­რად დაშ­ლას და აწყო­ბას, მერე ისევ დაშ­ლას და აწყო­ბას და მერე ისევ აწყო­ბას, ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია... ამი­ტო­მაც არის, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რს არ ლა­პა­რა­კო­ბენ თა­ვის გმირ­ზე, რად­გან ემო­ცი­უ­რად იმ­ხე­ლა პრო­ცესს გა­დი­ხარ, რთუ­ლია მერე ეს ვერ­ბა­ლუ­რად გად­მოს­ცე.

- სე­რი­ა­ლი რამ­დე­ნად მო­ე­წო­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს?

- არ ვიცი, ალ­ბათ ყვე­ლა საქ­მე დგას ძლი­ერ სურ­ვილ­ზე და ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბის დროს არ­სე­ბობ­და დიდი სურ­ვი­ლი, შექ­მნი­ლი­ყო სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი. ამი­ტომ არ მგო­ნია, ამას თა­ვის ინერ­ცია არ ჰქონ­დეს, თუმ­ცა ვნა­ხოთ. მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინც თა­ვი­სას გა­და­წყვეტს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ამბავი არის ასეთი: გოგონას ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა..." - კახა კინწურაშვილის დაბრუნება ეკრანზე და ნინო კასრაძის განსხვავებული როლი: რას ჰყვებიან მსახიობები "უხილავ თამაშზე"

"ამბავი არის ასეთი: გოგონას ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა..." - კახა კინწურაშვილის დაბრუნება ეკრანზე და ნინო კასრაძის განსხვავებული როლი: რას ჰყვებიან მსახიობები "უხილავ თამაშზე"

"უხილავი თამაში" ახალი ქართული სერიალია, რომელიც დეტექტივი გახლავთ, ფსიქოლოგიური ტრილერი. რეჟისორებმა: სოსო ბლიაძემ და გიორგი ქადაგიძემ ის მარი ბექაურის წიგნის მიხედვით გადაიღეს. სცენარისტი თავად მარი ბექაურია.

  • როლებში არიან: გივიკო ბარათაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ეკა დემეტრაძე, გიორგი მახარაძე, მურმან ჯინორია, მაკა ჩიჩუა, ანუკი ბუბუტეიშვილი, გიორგი ლიფონავა და სხვები.

ამბავი კი ასეთია - თბილისში ლიტერატურული გამომცემლობა გადაწყვეტს ორი ახალგაზრდა, დებიუტანტი მწერლის წიგნი გამოსცეს. დედლაინის დღეს, მწერალი და რეპერი ნიკოლოზ მეში (გივიკო ბარათაშვილი) გამომცემლობას დაუსრულებელ წიგნს უგზავნის.

გამომცემლობის დირექტორი, ნანა (ნინო კასრაძე) წიგნის პირველი ნაწილის წაკითხვისას აღმოაჩენს, რომ ბლოგერ სოფია გილგას (ნინა ლორთქიფანიძე) ამბავი მეშის წიგნის პერსონაჟის ამბის იდენტურია - გოგონას რეტროგრადული ამნეზია დაემართა და გაუჩინარდა. როგორ მოხდა, რომ ერთი მწერლის გამონაგონი მეორე მწერლის ცხოვრებაში რეალურად მოხდა?! - აი, ეს არის კითხვა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სერიალში მსახიობ კახა კინწურაშვილის დიდი დაბრუნება მოხდა, რადგან ეკრანებზე დიდი ხანია არ გამოჩენილა. ნინო კასრაძე - ძლიერი დამოუკიდებელი ქალის როლს თამაშობს, რომელსაც თავისი პრეისტორია აქვს, ძალიან დიდი კრიზისის მართვა უწევს. როგორია ასეთი როლის შესრულება, როგორია პარტნიორებთან მუშაობა, საერთოდ, როლზე მუშაობა, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად პასუხობს:

- ახალი როლი საკმაოდ საინტერესოა, რადგან ჩემი როლით ხდება ადამიანის ცხოვრებისეულ დრამაზე საუბარი და საერთოდ, რაც ადამიანზეა მოყოლილი, საბოლოო ჯამში ყველაფერი საინტერესოა. ქალბატონი ნანას როლი, სხვა როლებისგან არ ვიცი, რით იყო განსხვავებული, მაგრამ ჩემს როლს ჰქონდა ერთგვარი კათარზისი. იყო ამის საშუალება, რომ ტრანსფორმაცია მომხდარიყო, კერძოდ კი, მისი სულიერი მდგომარეობის და ეს უინტერესო არ ყოფილა.

- მუშაობის პროცესში როგორია თქვენი მოთხოვნა პარტნიორების მიმართ და ამჯერად რამდენად კმაყოფილი ხართ მათთან მუშაობით?

- როგორ მოთხოვნა უნდა მქონდეს? საჭიროა მინიმალური პროფესიონალიზმი. უნდა გითხრათ, რომ ამჯერად ძალიან კარგი პარტნიორები მყავდა. მით უმეტეს, თემიკო ჭიჭინაძე. ის ჩემი უშუალო პარტნიორია... თემიკოს დიდი ხანია თეატრსა თუ კინოში სამუშაოდ არ შევხვედრივარ, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე თეატრშიც და კინოშიც მუდმივად პარტნიორები ვიყავით. უნდა გითხრათ, რომ თემიკოსგან ბევრი რამეც ვისწავლე, რადგან მისი პროფესიული დონე ნამდვილად ძალიან მაღალია.

- ზოგადად, რა არის და რას ნიშნავს ყოველი ახალი როლის შექმნა თეატრში, კინოსა თუ სერიალში?

- ეს არის შესაძლებლობა, მოვყვე ცხოვრებაზე, დღევანდელობაზე, საშუალებაა, გამოხატო შენი პოზიცია. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თუნდაც ანტიკურ ხანაზე რომ ვდგამდეთ სპექტაკლს, ან ვიღებდეთ ფილმს, ის მაინც თანამედროვეობაზეა, მაინც დღევანდელობაა და დღევანდელ დღეზეა. ამიტომ ყოველი როლი იმისთვისაა, რომ მოყვე დღევანდელ დღეზე და შენი სატკივარი საზოგადოებას გაუზიარო.

- არსებული პოლიტიკური სიტუაცია საქმიანობაში თუ გიშლით ხელს?

- ამ კითხვას ორნაირად შეიძლება ვუპასუხო - რა თქმა უნდა, ძალიან მიშლის ხელს, ის ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, არის დამანგრეველი... ამიტომ რაღაცნაირად უნდა მოიკრიბო ძალა, გაიჩინო სტიმული შემდეგი მუშაობისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს პროცესები, რომელსაც ხედავ, რომელშიც მონაწილეობ, არის იმედის მომცემი. თუ კიდევ ცოტა შორიდან შეხედავ ამ ყველაფერს, ხვდები, რომ დიდი, მნიშვნელოვანი მოძრაობის, ცვლილების ნაწილი ხარ. ეს ასევე ძალიან ამაღელვებელი და ძალისმომცემია.

კადრი ფილმიდან

- რა მოლოდინი გაქვთ, სერიალს რამდენად აიტაცებს მაყურებელი?

- ძალიან მეშინია ამაზე საუბარი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელი ჩვენს სათქმელს შეიგრძნობს. სინამდვილეში კი მაყურებელი ამ სერიალს აღიქვამს, მოეწონება თუ არა, ეს პროდუქტი მისი გახდება, თუ არა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე საშიში თემაა და წინასწარ ამაზე საუბარი მიჭირს.

კახა კინწურაშვილი სერიალში ფსიქოლოგის როლს ასრულებს. რა სპეციფიკასთან ასოცირდებოდა ეს როლი, რატომ არის თავისებურად საპასუხისმგებლო ფსიქოლოგის ამპლუის გათავისება, თან როდესაც მისი პერსონაჟი გაუჩინარებული გოგონას ძიებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, ამაზე AMBEBI.GE-ს მსახიობი კახა კინწურაშვილი პასუხობს:

- როლი საინტერესო იყო იქიდან გამომდინარე, რომ ეს პერსონაჟი ფსიქოლოგია. ჩემი პროფესიაც ხომ კვლევასთან ძალიან ახლოსაა. სიტყვაზე, თუ ვიკვლევ ხოლმე ჩემს გმირს, ამ შემთხვევაში მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა ისეთი გმირი, რომელიც სხვის ცხოვრებას, სხვის შეგრძნებებს იკვლევს და რაღაც წერტილებს აერთებს. ჩემთვის მუშაობის პროცესში მთავარია ყოველთვის სურვილი, მზაობა, მაქსიმალური ჩართულობა. ამ შემთხვევაში, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, ისეთ მსახიობებთან და ადამიანებთან ვმუშაობდი, ვინც თავიდან ბოლომდე იაზრებს საკუთარ პროფესიას და შესაბამისად პასუხისმგებელია თავის თავზე, პროფესიაზე, გმირზე და ა.შ.

- ზოგადად, რას ნიშნავს ყოველი ახალი სახის შექმნა კინოში, თეატრსა და სერიალში?

- ემოციურად დაშლას და აწყობას, მერე ისევ დაშლას და აწყობას და მერე ისევ აწყობას, ძალიან რთული პროცესია... ამიტომაც არის, რომ მსახიობები, ზოგ შემთხვევაში, ბევრს არ ლაპარაკობენ თავის გმირზე, რადგან ემოციურად იმხელა პროცესს გადიხარ, რთულია მერე ეს ვერბალურად გადმოსცე.

- სერიალი რამდენად მოეწონება მაყურებელს?

- არ ვიცი, ალბათ ყველა საქმე დგას ძლიერ სურვილზე და ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სერიალის გადაღების დროს არსებობდა დიდი სურვილი, შექმნილიყო საინტერესო ამბავი. ამიტომ არ მგონია, ამას თავის ინერცია არ ჰქონდეს, თუმცა ვნახოთ. მაყურებელი მაინც თავისას გადაწყვეტს.