მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება სააკაშვილი "ნაცმოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს?
როგორ ეხმაურება სააკაშვილი "ნაცმოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს?

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ე­სალ­მე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე თინა ბო­კუ­ჩა­ვას არ­ჩე­ვას. მისი თქმით, ასე­ვე მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ხე­დოს.

"მი­ვე­სალ­მე­ბი ლე­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ მი­ხე­დოს სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, რო­მე­ლიც მას შე­ერ­ყა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შე­დე­გად და ენმ-ის თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ი­დან გა­და­ი­ნაც­ვლოს პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე.

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ლე­ვან­მა სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გავ­ლა და მი­სე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში. მხარს ვუ­ჭერ თინა ბო­კუ­ჩა­ვას ახალ თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვას და პარ­ტი­ის გა­ნახ­ლე­ბი­სა­კენ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს.

ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად. ამო­ვი­დეთ იქი­დან, რომ დღეს ასე­თია ხალ­ხის და გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბის დაკ­ვე­თა.

ენმ გა­და­ე­წყო­ბა მთლი­ა­ნად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი სა­ხე­ე­ბით, ახა­ლი იდე­ე­ბით, რაც და­ე­ფუძ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ას და მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცესს. დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის და სიმ­ტკი­ცის ნი­მუ­ში" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტის და­ტო­ვე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვა და­ი­კა­ვებს.

რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ხა­ბე­იშ­ვი­ლის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ მის­თვის „სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი უპირ­ვე­ლე­სია“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

როგორ ეხმაურება სააკაშვილი "ნაცმოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს?

როგორ ეხმაურება სააკაშვილი "ნაცმოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს?

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას არჩევას. მისი თქმით, ასევე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს.

"მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში. მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა.

ენმ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში" - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. ამასთან, მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობიდან გადადგომის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მისთვის „საქართველოს ნათელი მომავალი უპირველესია“.

წაიკითხეთ ასევე: