პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონია გეგმავს, რომ დედამიწა და მარსი ერთმანეთს კოსმოსური ლიფტით დააკავშიროს - როგორია გეგმა: "პლანეტიდან პლანეტაზე მგზავრობა რეკორდულ დროში მოხდება"
იაპონია გეგმავს, რომ დედამიწა და მარსი ერთმანეთს კოსმოსური ლიფტით დააკავშიროს - როგორია გეგმა: "პლანეტიდან პლანეტაზე მგზავრობა რეკორდულ დროში მოხდება"

ჯერ კი­დევ 2012 წელს, ია­პო­ნურ­მა კორ­პო­რა­ცი­ამ Obayashi კოს­მო­სუ­რი ლიფ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ და­ა­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც თქვენ­თვის სა­სურ­ველ ნივთს ან თა­ვად თქვენ, სხვა პლა­ნე­ტებ­ზე მო­გახ­ვედ­რებ­დათ. მა­გა­ლი­თად მარსზე, თა­ნაც გა­ცი­ლე­ბით მალე და გა­ცი­ლე­ბით ია­ფად. ეს იქ­ნე­ბო­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც რე­კორ­დუ­ლად მოკ­ლე დრო­ში სხვა სამ­ყა­რო­ებ­ში გა­მოგ­ზა­უ­რებ­დათ.

მეც­ნი­ე­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ნაც­ვლად 6-8 თვი­სა, რა დროც არის სა­ჭი­რო მარ­სამ­დე მი­სას­ვლე­ლად, კოს­მო­სუ­რი ლიფ­ტი ამ ყვე­ლა­ფერს 3-4 თვე­ში ან სუ­ლაც 40 დღე­ში შეძ­ლებს. მსგავ­სი იდეა აქამ­დეც გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა მისი სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა ია­პო­ნელ­მა მწარ­მო­ებ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს. კომ­პა­ნია Obayashi კი სწო­რედ იმით გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მან მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ცა­თამბჯე­ნი, Tokyo Skytree აა­შე­ნა. რო­გორც ჩანს, ის სა­კუ­თა­რი რე­კორ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გეგ­მავს. მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 100 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დაჯ­დე­ბა, 2025 წელს და­ი­წყე­ბა, ხოლო მისი დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღად 2050 წელი მო­ი­აზ­რე­ბა. იოძი ისი­კა­ვას, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის თქმით, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს, ამ­ჟა­მად ის პრო­ექ­ტის შავ მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ობს და შე­საძ­ლოა, მისი სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა 2025 წელ­ზე გვი­ა­ნაც და­ი­წყოს.

Skytree Tower ია­პო­ნი­ა­ში

იაფი გზა კოს­მო­სამ­დე

ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ობი­ექ­ტე­ბის კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნა საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. მა­გა­ლი­თად, "ნა­სამ" და­ით­ვა­ლა, რომ ოთხი მი­სია არ­ტე­მი­დას მთვა­რე­ზე 4.1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჯდე­ბა. მი­ზე­ზი დიდი რა­ო­დე­ნო­ბის საწ­ვა­ვია, რაც რა­კე­ტას სჭირ­დე­ბა კოს­მოს­ში მო­სახ­ვედ­რად. კოს­მო­სუ­რი ლიფ­ტის შემ­თხვე­ვა­ში კი, არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო რა­კე­ტა ან საწ­ვა­ვი. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ისი­ნი ტვირთს ორ­ბი­ტა­ზე ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ტა­ნენ, რომ­ლებ­საც "ალ­პი­ნის­ტე­ბი" უწო­დეს და რომ­ლე­ბიც მზის ენერ­გი­ით და მიკ­რო­ტალ­ღე­ბით და­ი­მუხ­ტე­ბი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, საწ­ვა­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც აღარ დგე­ბა. ისი­კი­ა­ვას მტკი­ცე­ბით, შე­დე­გად ნივ­თე­ბის გაგ­ზავ­ნა კოს­მოს­ში 1 ფუტ­ზე (450 გრა­მი) 57 დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, კოს­მო­სუ­რი ლიფ­ტის ფასი ფუნტზე 227 დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. შე­დე­გად კი გა­მო­დის, რომ SpaceX-ის Falcon 9, რომ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბაც ფუნტზე 1227 დო­ლა­რია, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ჯერ ძვი­რი გა­მო­დის კოს­მო­სურ ლიფტ­თან შე­და­რე­ბით.

სირ­თუ­ლე­ე­ბი

ამ დრო­ის­თვის პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლეა ის თუ რის­გან უნდა დამ­ზად­დეს ე.წ. მილი, რო­მელ­შიც კოს­მო­სუ­რი ლიფ­ტი გან­თავ­სდე­ბა, რად­გან მან უდი­დეს ძაბ­ვას უნდა გა­უძ­ლოს. მაგ­რამ მეც­ნი­ე­რებ­მა და­ით­ვა­ლეს და თუნ­დაც იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი მას ფო­ლა­დის­გან გა­ა­კე­თე­ბენ, პრო­ექტს ის დას­ჭირ­დე­ბა იმა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, ვიდ­რე დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ასე­ვე ნახ­შირ­ბა­დის ნა­ნო­მი­ლე­ბის ვერ­სი­აც. ცნო­ბის­თვის, ნა­ნო­მი­ლი არის გრა­ფი­ტის შებ­რუ­ნე­ბუ­ლი ფენა, რო­მე­ლიც ფან­ქრებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა არის ის, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ზო­მის ობი­ექ­ტი, რაც ნა­ნო­მი­ლე­ბის­გან გა­კე­თე­ბუ­ლა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მეტრს შე­ად­გენს. ისი­კა­ვას თქმით კი, იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფერ­მა სწო­რედ იმუ­შა­ოს, სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ 35 200 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ტრო­სი. ამი­ტომ არის ვერ­სია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტის­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი მა­სა­ლა შე­იქ­მნე­ბა.

პრობ­ლე­მე­ბი

კოს­მო­სუ­რი ლიფ­ტის სა­მაგ­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ძაბ­ვის ქვეშ იქ­ნე­ბა, რის გა­მოც ის მიდ­რე­კი­ლი იქ­ნე­ბა გა­ტეხ­ვის­კენ. ჭექა-ქუ­ხილ­მა შე­საძ­ლოა, ის სა­ერ­თოდ გა­აქ­როს. აღა­რა­ფე­რია ნათ­ქვა­მის ისეთ ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ტორ­ნა­დო, მუ­სო­ნი და ქა­რიშ­ხა­ლი.ამას­თან, სა­უ­ბა­რია საკ­მა­ოდ დიდ მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სზე, რად­გან მშე­ნებ­ლო­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი დაჯ­დე­ბა. ისი­კა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბა სხვა ინ­დუსტრი­ებ­მაც უნდა გა­მო­ხა­ტონ, რად­გან 2050 წლის­თვის მათ სამ­ყა­როს გა­ო­ცე­ბა ერ­თად შეძ­ლონ.

წყა­რო: Business insider

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

იაპონია გეგმავს, რომ დედამიწა და მარსი ერთმანეთს კოსმოსური ლიფტით დააკავშიროს - როგორია გეგმა: "პლანეტიდან პლანეტაზე მგზავრობა რეკორდულ დროში მოხდება"

იაპონია გეგმავს, რომ დედამიწა და მარსი ერთმანეთს კოსმოსური ლიფტით დააკავშიროს - როგორია გეგმა: "პლანეტიდან პლანეტაზე მგზავრობა რეკორდულ დროში მოხდება"

ჯერ კიდევ 2012 წელს, იაპონურმა კორპორაციამ Obayashi კოსმოსური ლიფტის მშენებლობის შესახებ დააანონსა, რომელიც თქვენთვის სასურველ ნივთს ან თავად თქვენ, სხვა პლანეტებზე მოგახვედრებდათ. მაგალითად მარსზე, თანაც გაცილებით მალე და გაცილებით იაფად. ეს იქნებოდა საშუალება, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში სხვა სამყაროებში გამოგზაურებდათ.

მეცნიერების შეფასებით, ნაცვლად 6-8 თვისა, რა დროც არის საჭირო მარსამდე მისასვლელად, კოსმოსური ლიფტი ამ ყველაფერს 3-4 თვეში ან სულაც 40 დღეში შეძლებს. მსგავსი იდეა აქამდეც გაჟღერებულა, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა იაპონელმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს. კომპანია Obayashi კი სწორედ იმით გახდა ცნობილი, რომ მან მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, Tokyo Skytree ააშენა. როგორც ჩანს, ის საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. მშენებლობა, რომელიც 100 მილიარდი დოლარი დაჯდება, 2025 წელს დაიწყება, ხოლო მისი დასრულების თარიღად 2050 წელი მოიაზრება. იოძი ისიკავას, პროექტის ავტორის თქმით, რომელიც კომპანიის მომავლის ტექნოლოგიების განყოფილებაში მუშაობს, ამჟამად ის პროექტის შავ მასალაზე მუშაობს და შესაძლოა, მისი სისრულეში მოყვანა 2025 წელზე გვიანაც დაიწყოს.

Skytree Tower იაპონიაში

იაფი გზა კოსმოსამდე

ადამიანებისა და ობიექტების კოსმოსში გაგზავნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, "ნასამ" დაითვალა, რომ ოთხი მისია არტემიდას მთვარეზე 4.1 მილიარდი დოლარი ჯდება. მიზეზი დიდი რაოდენობის საწვავია, რაც რაკეტას სჭირდება კოსმოსში მოსახვედრად. კოსმოსური ლიფტის შემთხვევაში კი, არ იქნება საჭირო რაკეტა ან საწვავი. პროექტის თანახმად, ისინი ტვირთს ორბიტაზე ელექტრომაგნიტური სატრანსპორტო საშუალებით მიიტანენ, რომლებსაც "ალპინისტები" უწოდეს და რომლებიც მზის ენერგიით და მიკროტალღებით დაიმუხტებიან და შესაბამისად, საწვავის აუცილებლობაც აღარ დგება. ისიკიავას მტკიცებით, შედეგად ნივთების გაგზავნა კოსმოსში 1 ფუტზე (450 გრამი) 57 დოლარამდე შემცირდება. საერთო ჯამში კი, კოსმოსური ლიფტის ფასი ფუნტზე 227 დოლარი იქნება. შედეგად კი გამოდის, რომ SpaceX-ის Falcon 9, რომლის მომსახურებაც ფუნტზე 1227 დოლარია, დაახლოებით ხუთჯერ ძვირი გამოდის კოსმოსურ ლიფტთან შედარებით.

სირთულეები

ამ დროისთვის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულეა ის თუ რისგან უნდა დამზადდეს ე.წ. მილი, რომელშიც კოსმოსური ლიფტი განთავსდება, რადგან მან უდიდეს ძაბვას უნდა გაუძლოს. მაგრამ მეცნიერებმა დაითვალეს და თუნდაც იმ შემთხვევაში თუკი მას ფოლადისგან გააკეთებენ, პროექტს ის დასჭირდება იმაზე დიდი რაოდენობით, ვიდრე დედამიწაზე არსებობს. არსებობს ასევე ნახშირბადის ნანომილების ვერსიაც. ცნობისთვის, ნანომილი არის გრაფიტის შებრუნებული ფენა, რომელიც ფანქრებში გამოიყენება. თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ ყველაზე დიდი ზომის ობიექტი, რაც ნანომილებისგან გაკეთებულა, მხოლოდ რამდენიმე მეტრს შეადგენს. ისიკავას თქმით კი, იმისთვის, რომ ყველაფერმა სწორედ იმუშაოს, საჭიროა მინიმუმ 35 200 კილომეტრიანი ტროსი. ამიტომ არის ვერსია, რომ სპეციალურად პროექტისთვის სრულიად ახალი მასალა შეიქმნება.

პრობლემები

კოსმოსური ლიფტის სამაგრი წარმოუდგენელი ძაბვის ქვეშ იქნება, რის გამოც ის მიდრეკილი იქნება გატეხვისკენ. ჭექა-ქუხილმა შესაძლოა, ის საერთოდ გააქროს. აღარაფერია ნათქვამის ისეთ ბუნებრივ მოვლენებზე, როგორიცაა ტორნადო, მუსონი და ქარიშხალი.ამასთან, საუბარია საკმაოდ დიდ მატერიალურ რესურსზე, რადგან მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდება. ისიკავა მიიჩნევს, რომ პროექტით დაინტერესება სხვა ინდუსტრიებმაც უნდა გამოხატონ, რადგან 2050 წლისთვის მათ სამყაროს გაოცება ერთად შეძლონ.

წყარო: Business insider

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი