Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა მოსლი: ცნობილი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტი საბერძნეთი მოგზაურობისას გაუჩინარდა - რას ამბობს გამოძიება
სად გაქრა მოსლი: ცნობილი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტი საბერძნეთი მოგზაურობისას გაუჩინარდა - რას ამბობს გამოძიება

BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტი მა­იკლ მოს­ლი სა­ბერ­ძნე­თის ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მოს­ლი ბო­ლოს წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ნა­პი­რო­ზე შე­ნიშ­ნეს. პო­ლი­ცია ამ­ბობს რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ, კლდი­დან გა­და­ვარ­და. მა­სი­ურ სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში ჩა­ერ­თო ვერ­ტმფრე­ნი. სა­მაშ­ვე­ლო პერ­სო­ნა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად დრო­ნებს იყე­ნებს. ძებ­ნას მყვინ­თა­ვე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

"ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ცი­აა გან­ლა­გე­ბუ­ლი. მის კვალს მივ­ყვე­ბით. რო­დოს­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გუნ­დი დღეს­ვე ჩავა პა­ტა­რა კუნ­ძულ­ზე, რათა მი­ი­ღოს მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი და გა­ა­ფარ­თო­ოს გა­მო­ძი­ე­ბა" - გა­ნა­ცხა­და უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცერ­მა, რო­მე­ლიც სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებს ეგე­ო­სის ზღვის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

სი­მის მერ­მა, ელეფ­თე­რი­ოს პა­პა­კა­ლო­დუ­კას­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ახლა "ზღვის­კენ უნდა გა­და­ვი­დეს" - "ეს პა­ტა­რა ად­გი­ლია. ადა­მი­ა­ნი ასე უბ­რა­ლოდ ვერ გაქ­რე­ბო­და".

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის მტკი­ცე­ბით, მოს­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა "ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია", რად­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსგავ­სი შემ­თხვე­ვა თით­ქმის არას­დროს ხდე­ბა. პო­ლი­ცია, მე­ხან­ძრე­ე­ბი, სა­ნა­პი­რო დაც­ვა და მო­ხა­ლი­სე­ე­ბი დღეს ეძებ­დნენ მოს­ლის ხმე­ლეთ­სა და ზღვა­ზე ვერ­ტმფრე­ნის, დრო­ნე­ბი­სა და მაშ­ვე­ლი ძაღ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ მოს­ლიმ გო­ნე­ბა და­კარ­გა და სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ გუ­ლის შე­ტე­ვა­საც.

"ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ არ გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, იყო ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა... თუ სხვა რამ“ - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

  • მოს­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ქრო­ნო­ლო­გია:

ოთხშა­ბა­თი, 5 ივ­ნი­სი

1:30 სა­ა­თი - მოს­ლი გა­და­წყვეტს ფე­ხით მარ­ტო გა­სე­ირ­ნე­ბას და სა­ნა­პი­როს­კენ მი­დის.

1:50 სა­ა­თი - ამ­ბო­ბენ, რომ სა­ნა­პი­რო­დან სახ­ლამ­დე მის­ვლას და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთი სჭირ­დე­ბა.

14:20 სა­ა­თი - მოწ­მე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ და­ი­ნა­ხეს მოს­ლი, რო­მე­ლიც ესა­უბ­რე­ბო­და ხან­დაზ­მულ კაცს.

19:30 სა­ა­თი - მოს­ლის ცოლი, კლერ ბე­ი­ლი, პო­ლი­ცი­ა­ში რე­კავს და ქმრის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ატყო­ბი­ნებს.

ხუთ­შა­ბა­თი, 6 ივ­ნი­სი

10:30 სა­ა­თი - პო­ლი­ცია გა­მო­ძი­ე­ბას იწყებს.

პა­რას­კე­ვი, 7 ივ­ნი­სი

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ერ­თვე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ეს­კად­რო­ნი, სა­ნა­პი­რო დაც­ვა, სპე­ცი­ა­ლუ­რად გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლე­ბი და სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბი.

მა­იკლ მოს­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მე­დი­კო­სი და ჟურ­ნა­ლის­ტია. მის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „მე­ო­რე დღის დი­ე­ტა“ სა­ხელ­წო­დე­ბით 5/2, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი ნორ­მა­ლუ­რად იკ­ვე­ბე­ბა კვი­რა­ში 5 დღე და იღებს მხო­ლოდ 500 კა­ლო­რი­ას დარ­ჩე­ნილ 2 დღე­ში. BBC-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 1985 წელს და­ი­წო და მალე პო­პუ­ლა­რუ­ლი წამ­ყვა­ნი გახ­და. იგი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია კლერ ბე­ილ­ზე და ჰყავს ოთხი შვი­ლი.

წყა­რო

ავტორი:

სად გაქრა მოსლი: ცნობილი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტი საბერძნეთი მოგზაურობისას გაუჩინარდა - რას ამბობს გამოძიება

სად გაქრა მოსლი: ცნობილი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტი საბერძნეთი მოგზაურობისას გაუჩინარდა - რას ამბობს გამოძიება

BBC-ის ჟურნალისტი მაიკლ მოსლი საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე მოგზაურობისას გაუჩინარდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მოსლი ბოლოს წმინდა ნიკოლოზის სანაპიროზე შენიშნეს. პოლიცია ამბობს რომ ის სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდა. მასიურ სამძებრო ოპერაციებში ჩაერთო ვერტმფრენი. სამაშველო პერსონალი ჟურნალისტის ადგილმდებარეობის დასადგენად დრონებს იყენებს. ძებნას მყვინთავებიც შეუერთდნენ.

"ტერიტორიაზე პოლიციაა განლაგებული. მის კვალს მივყვებით. როდოსზე დაფუძნებული გამომძიებლების გუნდი დღესვე ჩავა პატარა კუნძულზე, რათა მიიღოს მოწმეების ჩვენებები და გააფართოოს გამოძიება" - განაცხადა უსაფრთხოების ოფიცერმა, რომელიც საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში ხელმძღვანელობს.

სიმის მერმა, ელეფთერიოს პაპაკალოდუკასმა განაცხადა, რომ გამომძიებლების ყურადღება ახლა "ზღვისკენ უნდა გადავიდეს" - "ეს პატარა ადგილია. ადამიანი ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა".

ერთ-ერთი ადგილობრივის მტკიცებით, მოსლის გაუჩინარება "ძალიან უცნაურია", რადგან ამ ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევა თითქმის არასდროს ხდება. პოლიცია, მეხანძრეები, სანაპირო დაცვა და მოხალისეები დღეს ეძებდნენ მოსლის ხმელეთსა და ზღვაზე ვერტმფრენის, დრონებისა და მაშველი ძაღლის გამოყენებით. გამოძიება ვარაუდობს, რომ მოსლიმ გონება დაკარგა და სიმაღლიდან გადავარდა. არ გამორიცხავენ გულის შეტევასაც.

"ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, იყო ეს უბედური შემთხვევა... თუ სხვა რამ“ - განაცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა.

  • მოსლის გაუჩინარების ქრონოლოგია:

ოთხშაბათი, 5 ივნისი

1:30 საათი - მოსლი გადაწყვეტს ფეხით მარტო გასეირნებას და სანაპიროსკენ მიდის.

1:50 საათი - ამბობენ, რომ სანაპიროდან სახლამდე მისვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

14:20 საათი - მოწმეები ამტკიცებენ, რომ დაინახეს მოსლი, რომელიც ესაუბრებოდა ხანდაზმულ კაცს.

19:30 საათი - მოსლის ცოლი, კლერ ბეილი, პოლიციაში რეკავს და ქმრის გაუჩინარების შესახებ ატყობინებს.

ხუთშაბათი, 6 ივნისი

10:30 საათი - პოლიცია გამოძიებას იწყებს.

პარასკევი, 7 ივნისი

გამოძიების პროცესში ერთვება დამატებითი ესკადრონი, სანაპირო დაცვა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და სამხედრო ვერტმფრენები.

მაიკლ მოსლი ბრიტანელი მედიკოსი და ჟურნალისტია. მის სახელთანაა დაკავშირებული „მეორე დღის დიეტა“ სახელწოდებით 5/2, რომლის დროსაც ადამიანი ნორმალურად იკვებება კვირაში 5 დღე და იღებს მხოლოდ 500 კალორიას დარჩენილ 2 დღეში. BBC-სთან თანამშრომლობა 1985 წელს დაიწო და მალე პოპულარული წამყვანი გახდა. იგი დაქორწინებულია კლერ ბეილზე და ჰყავს ოთხი შვილი.

წყარო