Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
'სავიზო შეზღუდვას მოჰყვება ფინანსური, ევროპის კონტინენტზე ამ პროცესის გადმონაცვლება - საბოლოოდ, მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი" - ექსპერტი
'სავიზო შეზღუდვას მოჰყვება ფინანსური, ევროპის კონტინენტზე ამ პროცესის გადმონაცვლება - საბოლოოდ, მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი" - ექსპერტი

და­სან­ქცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ზუს­ტად ახ­ლაც არ ვი­ცით, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი რა­ო­დე­ნო­ბა არ არის. მთა­ვა­რი ის არის, რომ პრო­ცე­სი და­ი­წყო და თა­ნაც, მმარ­თვე­ლი ელი­ტის­თვის ძა­ლი­ან მძი­მედ, - ამის შე­სა­ხებ ანა­ლი­ტი­კოს­მა ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ აღ­ნიშ­ნა, პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რად ცუ­დად იმოქ­მე­დებს, რად­გან სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შემ­ცირ­დე­ბა და ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას აპი­რებ­დნენ, აღარ შე­მოვ­ლენ.

მი­სი­ვე თქმით, "მი­ვი­ღებთ და­სან­ქცი­რე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა კეთ­რო­ვა­ნი და რო­მელ­თა­ნაც ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა და საქ­მის და­ჭე­რა სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა“.

"და­სან­ქცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ზუს­ტად ახ­ლაც არ ვი­ცით, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი რა­ო­დე­ნო­ბა არ არის. მთა­ვა­რი ის არის, რომ პრო­ცე­სი და­ი­წყო და თა­ნაც, მმარ­თვე­ლი ელი­ტის­თვის ძა­ლი­ან მძი­მედ. რა­ო­დე­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამე­რი­კე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია, რომ ჯერ კი­დევ არის დრო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა და­სავ­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და­აბ­რუ­ნოს. რა თქმა უნდა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ამას არა­ვინ აპი­რებს, მაგ­რამ ეს პა­ტა­რა ფან­ჯა­რა მა­ინც და­ტო­ვე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ იქ­ნებ, გონს მო­ე­გონ. სხვა­თა შო­რის, ამე­რი­კე­ლე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც ყო­ველ­თვის ასე იქ­ცე­ვი­ან, სპე­კუ­ლა­ცი­ის­თვის ად­გილს არ ტო­ვე­ბენ. მე ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხიც და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი არ იყოს, რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ინც უნდა მი­ი­ღოს. ამე­რი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა შე­უძ­ლია. თუ აქამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ იძახ­და, რომ არა­ვი­თა­რი სან­ქცია მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ იყო და ეს მხო­ლოდ სპე­კუ­ლა­ცია იყო, აჩ­ვე­ნეს, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი სან­ქცი­ე­ბი მოქ­მე­დებს.

“ხა­რე­ბა” იქ­ნე­ბა თუ მისი ხელ­ქვე­ი­თი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რია, სფე­რო­ე­ბი ჩა­მოთ­ვლი­ლი იყო - მმარ­თვე­ლი პარ­ტია, სხვა პარ­ტი­ე­ბი, ალ­ბათ, იგუ­ლის­ხმე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­ნა­ყო­ფე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი... ნაჩ­ვე­ნე­ბია ის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს სია გა­ფარ­თოვ­დეს. ეს რე­ა­ლუ­რად გაფრ­თხი­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­სი­ათს, გარ­და იმი­სა, რომ ეს სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვაა, ამა­ზე ცოტა მეტს ნიშ­ნავს. ამას მოჰ­ყვე­ბა ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ამ პრო­ცე­სის გად­მო­ნაც­ვლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვი­ღებთ და­სან­ქცი­რე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა კეთ­რო­ვა­ნი და რო­მელ­თა­ნაც ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა და საქ­მის და­ჭე­რა სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა. ამან შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რა­დი სან­ქცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. მა­გა­ლი­თად, ირა­ნი და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ვინც ირან­თან საქ­მეს იჭერს, ისი­ნიც ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. "ოც­ნე­ბამ“ რაც გა­ა­კე­თა, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ქვეყ­ნის იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვაა.

პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი პირ­და­პირ ქვე­ყა­ნა­ზეც მოქ­მე­დებს, რად­გან სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შემ­ცირ­დე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი აღარ შე­მო­ვა, რომ­ლე­ბიც შე­მოს­ვლას აპი­რებ­დნენ. არის ძა­ლი­ან ბევ­რი სფე­რო, რო­მე­ლიც ირი­ბად და­სან­ქცირ­და მმარ­თვე­ლი გუნ­დის და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბის გამო. ვინ და­ი­ჭერს შენ­თან სე­რო­ზულ საქ­მეს, რო­დე­საც შენ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ხარ და დღეს ამე­რი­კა­ში არ გიშ­ვე­ბენ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა, ევ­რო­პა­ში არ შე­გიშ­ვან. რა მო­უ­ვა ქარ­თულ ლარს? კაც­მა არ იცის, რა მო­უ­ვა ლა­რის კურსს და მო­ლო­დი­ნი, ჯერ­ჯე­რო­ბით, პე­სი­მის­ტუ­რია“, - გა­ნა­ცხა­და ანა­ლი­ტი­კოს­მა ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

'სავიზო შეზღუდვას მოჰყვება ფინანსური, ევროპის კონტინენტზე ამ პროცესის გადმონაცვლება - საბოლოოდ, მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი" - ექსპერტი

'სავიზო შეზღუდვას მოჰყვება ფინანსური, ევროპის კონტინენტზე ამ პროცესის გადმონაცვლება - საბოლოოდ, მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი" - ექსპერტი

დასანქცირებულთა რაოდენობა ზუსტად ახლაც არ ვიცით, მაგრამ აქ მთავარი რაოდენობა არ არის. მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიწყო და თანაც, მმართველი ელიტისთვის ძალიან მძიმედ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ აღნიშნა, პერსონალური სანქციები ქვეყანაზე ეკონომიკურად ცუდად იმოქმედებს, რადგან სამუშაო ადგილები შემცირდება და ინვესტორები, რომლებიც საქართველოში შემოსვლას აპირებდნენ, აღარ შემოვლენ.

მისივე თქმით, "მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი და რომელთანაც ხელის ჩამორთმევა და საქმის დაჭერა სირცხვილი იქნება“.

"დასანქცირებულთა რაოდენობა ზუსტად ახლაც არ ვიცით, მაგრამ აქ მთავარი რაოდენობა არ არის. მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიწყო და თანაც, მმართველი ელიტისთვის ძალიან მძიმედ. რაოდენობას რაც შეეხება, ამერიკელების განცხადებაში წერია, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების გზა დასავლურ მიმართულებაზე დააბრუნოს. რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებაში“ ამას არავინ აპირებს, მაგრამ ეს პატარა ფანჯარა მაინც დატოვებულია იმისთვის, რომ იქნებ, გონს მოეგონ. სხვათა შორის, ამერიკელები სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ყოველთვის ასე იქცევიან, სპეკულაციისთვის ადგილს არ ტოვებენ. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახიც დასანქცირებული არ იყოს, რადგან გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღოს. ამერიკამ აჩვენა, რომ სანქციების დაწესება შეუძლია. თუ აქამდე "ქართული ოცნება“ იძახდა, რომ არავითარი სანქცია მოსალოდნელი არ იყო და ეს მხოლოდ სპეკულაცია იყო, აჩვენეს, რომ არავითარ შემთხვევაში, ასეთი სანქციები მოქმედებს.

“ხარება” იქნება თუ მისი ხელქვეითი, ამ შემთხვევაში სახელებსა და გვარებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სფეროები ჩამოთვლილი იყო - მმართველი პარტია, სხვა პარტიები, ალბათ, იგულისხმებოდა "ქართული ოცნების“ დანაყოფები, სამართალდამცველები... ნაჩვენებია ის, როგორ შეიძლება ეს სია გაფართოვდეს. ეს რეალურად გაფრთხილებაა.

რაც შეეხება ხასიათს, გარდა იმისა, რომ ეს სავიზო შეზღუდვაა, ამაზე ცოტა მეტს ნიშნავს. ამას მოჰყვება ფინანსური შეზღუდვები, ევროპის კონტინენტზე ამ პროცესის გადმონაცვლება. საბოლოოდ, მივიღებთ დასანქცირებულ ხელისუფლებას, რომელიც იქნება კეთროვანი და რომელთანაც ხელის ჩამორთმევა და საქმის დაჭერა სირცხვილი იქნება. ამან შეიძლება მეორადი სანქციები გამოიწვიოს. მაგალითად, ირანი დასანქცირებული ქვეყანაა და ვინც ირანთან საქმეს იჭერს, ისინიც ამერიკული სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან. "ოცნებამ“ რაც გააკეთა, საკუთარი თავისა და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაა.

პერსონალური სანქციები პირდაპირ ქვეყანაზეც მოქმედებს, რადგან სამუშაო ადგილები შემცირდება, ინვესტიციები აღარ შემოვა, რომლებიც შემოსვლას აპირებდნენ. არის ძალიან ბევრი სფერო, რომელიც ირიბად დასანქცირდა მმართველი გუნდის და სხვა ადამიანების დასანქცირების გამო. ვინ დაიჭერს შენთან სეროზულ საქმეს, როდესაც შენ დასანქცირებული ხარ და დღეს ამერიკაში არ გიშვებენ, ხვალ შეიძლება, ევროპაში არ შეგიშვან. რა მოუვა ქართულ ლარს? კაცმა არ იცის, რა მოუვა ლარის კურსს და მოლოდინი, ჯერჯერობით, პესიმისტურია“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა.