სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკო აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს მისი დასჯა... ვერ შეგვაშინებთ" - სტუდენტი ნიკოლოზ კალანდაძე
"ნიკო აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს მისი დასჯა... ვერ შეგვაშინებთ" - სტუდენტი ნიკოლოზ კალანდაძე

ფო­ტო­ზე: ნიკო მა­ნა­გა­ძე თავ­დას­ხმის შემ­დეგ

ნიკო მა­ნა­გა­ძე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში და კო­ბა­ხი­ძის "ზონ­დერებ­მა" ამ გზით სცა­დეს ნი­კოს დას­ჯა და სხვა სტუ­დენ­ტე­ბის და­ში­ნე­ბა. ჩვე­ნი პა­სუ­ხია - ვერ შეგ­ვა­ში­ნებთ, - ამის შე­სა­ხებ სტუ­დენ­ტმა, ნი­კო­ლოზ კა­ლან­და­ძემ სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა "თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ ლი­დერ­ზე, ნიკო მა­ნა­გა­ძე­ზე თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

სტუ­დენ­ტე­ბი ხვალ, 09:00 სა­ათ­ზე, თსუ-ს მე­ო­რე კორ­პუს­თან აპი­რე­ბენ დახ­ვდნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ყო­ველ შა­ბათს ლექ­ცი­ას კი­თხუ­ლობს.

ნი­კო­ლოზ კა­ლან­და­ძე

"ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ლექ­ცი­ის დროს და­გეგ­მი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის წინა დღეს, თსუ-ს პირ­ველ კორ­პუს­თან, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ნიკო მა­ნა­გა­ძეს. ნიკო აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში და კო­ბა­ხი­ძის "ზონ­დერებ­მა" ამ გზით სცა­დეს ნი­კოს დას­ჯა და სხვა სტუ­დენ­ტე­ბის და­ში­ნე­ბა. ჩვე­ნი პა­სუ­ხია - ვერ შეგ­ვა­ში­ნებთ, კი­დევ უფრო მეტ­ნი მო­ვალთ ხვალ. მივ­მარ­თავთ ლექ­ტო­რებს - და­დე­ქით თქვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის გვერ­დით, და­დე­ქით იმ სტუ­დენ­ტე­ბის გვერ­დით, რომ­ლებ­საც რე­ჟი­მი პრო­და­სავ­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის გამო ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბა. მივ­მარ­თავთ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კანს, თა­მარ ზა­რან­დი­ას, გა­მო­დით დი­ლით 9 სა­ათ­ზე და და­დე­ქით იქ, სა­დაც თქვე­ნი პრო­ფე­სო­რის ღა­ლა­ტის გამო თქვე­ნი­ვე სტუ­დენ­ტებს ასის­ხლი­ა­ნე­ბენ. დუ­მი­ლი ახა­ლი­სებს ძა­ლა­დო­ბას. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, მო­ქა­ლა­ქე­ებს - და­დე­ქით ჩვენს გვერ­დით. ხვალ, დი­ლის 9 სა­ათ­ზე, ვიკ­რი­ბე­ბით თსუ-ს მე­ო­რე კორ­პუს­თან. ერ­თად დავ­ხვდეთ კო­ბა­ხი­ძეს”, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ კა­ლან­და­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა “თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ ლი­დერს, 21 წლის ნიკო მა­ნა­გა­ძეს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 1-ელი კორ­პუ­სის წინ რამ­დე­ნი­მე პირი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ნიკო აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს მისი დასჯა... ვერ შეგვაშინებთ" - სტუდენტი ნიკოლოზ კალანდაძე

"ნიკო აქტიურადაა ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს მისი დასჯა... ვერ შეგვაშინებთ" - სტუდენტი ნიკოლოზ კალანდაძე

ფოტოზე: ნიკო მანაგაძე თავდასხმის შემდეგ

ნიკო მანაგაძე აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ, - ამის შესახებ სტუდენტმა, ნიკოლოზ კალანდაძემ სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის“ ლიდერზე, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სტუდენტები ხვალ, 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთან აპირებენ დახვდნენ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოველ შაბათს ლექციას კითხულობს.

ნიკოლოზ კალანდაძე

"ირაკლი კობახიძის ლექციის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინა დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელს, ნიკო მანაგაძეს. ნიკო აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის "ზონდერებმა" ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტნი მოვალთ ხვალ. მივმართავთ ლექტორებს - დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, დადექით იმ სტუდენტების გვერდით, რომლებსაც რეჟიმი პროდასავლური არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილით 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას. მოვუწოდებთ ყველას, მოქალაქეებს - დადექით ჩვენს გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან. ერთად დავხვდეთ კობახიძეს”, - განაცხადა ნიკოლოზ კალანდაძემ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე საათის წინ, სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის“ ლიდერს, 21 წლის ნიკო მანაგაძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.