პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 ცოლი, საკუთარი თვითმფრინავი, 120 მანქანა და 200 მილიონი დოლარის ქონება - როგორ ცხოვრობს პატარა აფრიკული ქვეყნის მონარქი
15 ცოლი, საკუთარი თვითმფრინავი, 120 მანქანა და 200 მილიონი დოლარის ქონება - როგორ ცხოვრობს პატარა აფრიკული ქვეყნის მონარქი

მაჰო­სე­ტი­ვის ტახ­ტის ახალ­გაზ­რდა მემ­კვიდ­რეს პა­ტი­ვი ხვდა წი­ლად, რომ მა­მის 210 შვი­ლი­დან ის გამ­ხდა­რი­ყო სვა­ზი­ლენ­დის მეფე. ტახ­ტზე ასულ­მა მსვა­ტი მე­სა­მემ მა­მის­გან მი­ი­ღო შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. მას 61 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­უყ­ვეს სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის. მეფე ყი­დუ­ლობს ათე­უ­ლო­ბით მან­ქა­ნას, ბრი­ლი­ან­ტის სა­ა­თებს და ფუ­ფუ­ნე­ბის უამ­რავ ნივთს. გარ­და ამი­სა, მას აქვს უფ­ლე­ბა ჰყავ­დეს იმ­დე­ნი ცოლი, რამ­დე­ნიც უნდა. ამ დრომ­დე მას 15 ცოლი ჰყავ­და, რო­მელ­თა რი­ცხვიც ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა ლერ­წმის ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ქალ­წუ­ლი ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი ცეკ­ვავს მის წი­ნა­შე.

რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა სვა­ზი­ლენ­დი

ეს­ვა­ნი­ტის ახალ შტატს 1760 წლი­დან მარ­თავ­და დლა­მი­ნის სა­მე­ფო ხაზი, რო­მელ­მაც შემ­დეგ ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი და სა­ხე­ლი სვა­ზი­ლენ­დი მი­ი­ღო. 1968 წელს კი სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა.

სვა­ზი­ლენ­დი 17 364 კვ.კმ. სა­ხელ­მწი­ფოა, მი­ლი­ონ­ზე ცოტა მეტი მო­სახ­ლე­ო­ბით. ქვე­ყა­ნას სა­თა­ვე­ში მეფე სო­ბუ­ზა მე­ო­რე ედგა, რო­მე­ლიც 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მმარ­თვე­ლი. კაცი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს ეწე­ო­და, ფეხ­შიშ­ვე­ლი და­დი­ო­და და ყო­ველ­თვის უს­მენ­და მრჩევ­ლებს. ერ­თა­დერ­თი ფუ­ფუ­ნე­ბა მისი ცო­ლე­ბი იყო - 70 ქალი, რომ­ლებ­თა­ნაც 210 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გამო სო­ბუ­ზა II-ს მეტ­სა­ხე­ლად "სვა­ზის ხარი" შე­არ­ქვეს.

სვა­ზი­ლენ­დის ახა­ლი მო­ნარ­ქი

მა­ხო­სე­თივ დლა­მი­ნი 1982 წელს სო­ბუ­ზა II-ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აირ­ჩი­ეს მემ­კვიდ­რედ, მაგ­რამ იმ დროს ბიჭი 14 წლის იყო. სა­ნამ მო­მა­ვა­ლი მეფე შერ­ბორ­ნის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, ქვე­ყა­ნას რე­გენ­ტე­ბი მარ­თავ­დნენ.

კო­რო­ნა­ცი­ის შემ­დეგ მას მეფე მსვა­ტი III უწო­დეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რი მო­ნარ­ქი გახ­და. მან მი­ი­ღო უფ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად აერ­ჩია მი­ნის­ტრე­ბი და ვეტო და­ე­დო ნე­ბის­მი­ერ კა­ნო­ნის­თვის, რო­მე­ლიც არ მო­ე­წო­ნე­ბო­და. მე­ფემ აკ­რძა­ლა გან­ქორ­წი­ნე­ბა და მოკ­ლე ქვე­და ბო­ლოს ტა­რე­ბა.

მეფე მსვა­ტი III-ის კო­რო­ნა­ცია

ერის "ინ­ტე­რე­სე­ბი­დან" გა­მომ­დი­ნა­რე მეფე აკონ­ტრო­ლებს შაქ­რის ლერ­წმის ბიზ­ნესს, კო­მერ­ცი­ულ უძ­რავ ქო­ნე­ბას და გა­ზეთს. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ხან­და­ხან აწყობს მცი­რე აჯან­ყე­ბას, მაგ­რამ მოვ­ლე­ნებ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ვერ ახ­დენს.

მეფე მსვა­ტი III-ის მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა

მსვა­ტი III-ის მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით მე­დია ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბი დღე­ში 1,25 დო­ლა­რად ცხოვ­რო­ბენ, მეფე თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი და­ხარ­ჯოს. მას პი­რა­დი და­ნა­ზო­გიც აქვს - 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, მაგ­რამ არ ხარ­ჯავს. თან­ხას ხა­ზი­ნი­დან იღებს ოჯა­ხი­სა და მათი ახი­რე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. 2014 წლი­დან ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლი წლი­უ­რი თან­ხა 61 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გა­ზარ­და, ასე­ვე 12,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ყო სა­კუ­თა­რი სა­სახ­ლე­ე­ბის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის. პარ­ლა­მენ­ტა­რებს პრო­ტეს­ტის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა არ აქვთ, რად­გან ეს მო­ნარ­ქი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბად ით­ვლე­ბა.

სვა­ზი­ლენდში არ­სე­ბობს ფონ­დი, სა­დაც ყვე­ლამ უნდა გა­და­ი­ხა­დოს გა­და­სა­ხა­დი. მას მარ­თავს მეფე, ხარ­ჯე­ბი­სა და ქვით­რე­ბის აღ­წე­რის გა­რე­შე.

მე­ფის მამა თა­ვი­სი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის გა­და­საყ­ვა­ნად ავ­ტო­ბუსს იყე­ნებ­და, ხოლო მისი ვაჟი მსვა­ტი III ამის­თვის Maybach 62-ს იყე­ნებს, რო­მელ­შიც 4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. მე­ფემ ასე­ვე შე­ი­ძი­ნა 9 ავ­ტო­მო­ბი­ლი BMW 7 ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. მე­ფემ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­პარ­კის­თვის და­მა­ტე­ბით 20 ჯავ­შან­მან­ქა­ნა იყი­და, 2019 წელს კი ერ­თდრო­უ­ლად 120 BMW და 19 Rolls-Royce.

მსვა­ტი მე­სა­მეს აქვს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბის კო­ლექ­ცია. სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე 1,6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი რო­ლექ­სის სა­ა­თი ეკე­თა. მე­ფემ მო­ი­თხო­ვა 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ცო­ლე­ბის ხარ­ჯე­ბის­თვის და ახა­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის ასა­გე­ბად. მისი 15 ცოლი სა­ყიდ­ლებ­ზე თვითმფრი­ნა­ვით დაფ­რი­ნა­ვენ საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში, ტა­ი­ვან­ში, ამე­რი­კა­ში, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად 6 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე და­ხარ­ჯვა შე­უძ­ლი­ათ.

2010 წელს მსვა­ტი III-მ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვი McDonnell Douglas DC-9-87 იყი­და სინ­გა­პუ­რე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან 11,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად, შემ­დეგ კი 3,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა ინ­ტე­რი­ე­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ასე­ვე იყი­და 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ხა­ტე­ბი.

მო­ნარ­ქის ცო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ირ­ჩე­ვენ ლერ­წმის ყო­ველ­წლი­ურ ფეს­ტი­ვალ­ზე

ქვეყ­ნის ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, მე­ფეს შე­უძ­ლია ჰყავ­დეს უსას­რუ­ლო რა­ო­დე­ნო­ბის ცო­ლე­ბი. მსვა­ტი III ცო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ვერ და­ე­წია მა­მას, მაგ­რამ მას უკვე ჰყავ­და 15 ცოლი, თუმ­ცა ახლა 13 ჰყავს, რად­გან ერთი და­სა­ჯა ღა­ლა­ტის­თვის და ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა, მე­ო­რემ თავი მო­იკ­ლა. მე­ცხრე ცოლ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც მე­ფემ მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა და სამი წელი მი­სით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. რო­დე­საც ქალ­მა ნა­თე­სა­ვის დაკ­რძალ­ვა­ზე სახ­ლში წას­ვლა ითხო­ვა, არ გა­უშ­ვეს. რის შემ­დე­გაც ვერ გა­უძ­ლო მო­რა­ლურ და ფი­ზი­კურ დამ­ცი­რე­ბას და თავი მო­იკ­ლა.

ტო­მის ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ორ ცოლს ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი კლა­ნე­ბი­დან ირ­ჩე­ვენ. თუმ­ცა გო­გო­ნა ცოლი მხო­ლოდ პირ­ვე­ლი შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ხდე­ბა, რი­თიც ამ­ტკი­ცებს რომ შვი­ლოს­ნო­ბის უნა­რი აქვს, იქამ­დე კი ხარ­ჭად რჩე­ბა.

სვა­ზი­ლენდში უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია იმარ­თე­ბა "ლერ­წმის ცეკ­ვის" ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც მე­ფეს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს შემ­დე­გი ცოლი. დღე­სას­წა­უ­ლი სამ დღეს გრძელ­დე­ბა და ქალ­წუ­ლებს მთე­ლი ქვეყ­ნი­დან იზი­დავს. ფეს­ტი­ვალ­ზე 2012 წელს 6-დან 25 წლამ­დე 70 ათა­სი გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ მხო­ლოდ მე­ფის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით სამ­კლა­ვუ­რე­ბი აც­ვი­ათ, მკერ­დი კი მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი აქვთ. ცეკ­ვის დროს მე­ფეს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მოს­წონს და შემ­დეგ მისი ცო­ლო­ბის პრე­ტენ­დენ­ტი გახ­დე­ბა. ბევ­რი გო­გო­ნა მი­დის "ლერ­წმის ფეს­ტი­ვალ­ზე" იმ იმე­დით, რომ კონ­კი­ა­დან პრინ­ცე­სად გა­და­იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ხში­რად უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზებს უწყობთ.

მსვა­ტი III-ს უკვე ჰყავს 35 შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში ცხოვ­რო­ბენ და სწავ­ლო­ბენ. მათ მეთ­ვალ­ყუ­რე­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის­თვი­საც სახ­ლი 5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყი­დეს. ისი­ნი თავ­ხე­დუ­რად იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც ჩანს, მა­მას ბა­ძა­ვენ. ხარ­ჯა­ვენ უამ­რავ ფულს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­თო­ბის კად­რებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

მო­ნარ­ქის შვი­ლე­ბი

მსვა­ტი III-ის მიერ შექ­მნი­ლი კა­ნო­ნე­ბი და წე­სე­ბი

გარ­თო­ბის გარ­და, მე­ფეს მა­ინც უწევს ისე­თი იმი­ჯის შექ­მნა, თით­ქოს ზრუ­ნავ­დეს სა­კუ­თარ ქვე­შევდრო­მებ­ზე. ამი­ტომ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში შიდსის პან­დე­მი­ამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მას­შტა­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა, გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 21 წლამ­დე გო­გო­ნებს სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი აეკ­რძა­ლათ. წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, დამ­რღვევს უნდა გა­და­ი­ხა­და ჯა­რი­მა - 1 ძრო­ხა ან მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 160 დო­ლა­რი.

კა­ნო­ნის გა­მოს­ვლი­დან ორ კვი­რა­ში მე­ფეს თა­ვად მო­ე­წო­ნა 17 წლის გო­გო­ნა და ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კი ხა­ზი­ნი­დან ჯა­რი­მა გა­და­ი­ხა­და. სვა­ზი­ლენდში უბი­წო­ე­ბის კა­ნო­ნი თით­ქმის 5 წელი გაგ­რძელ­და, შემ­დეგ კი მე­ფემ გა­ა­უქ­მა.

ავტორი:

15 ცოლი, საკუთარი თვითმფრინავი, 120 მანქანა და 200 მილიონი დოლარის ქონება - როგორ ცხოვრობს პატარა აფრიკული ქვეყნის მონარქი

15 ცოლი, საკუთარი თვითმფრინავი, 120 მანქანა და 200 მილიონი დოლარის ქონება - როგორ ცხოვრობს პატარა აფრიკული ქვეყნის მონარქი

მაჰოსეტივის ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეს პატივი ხვდა წილად, რომ მამის 210 შვილიდან ის გამხდარიყო სვაზილენდის მეფე. ტახტზე ასულმა მსვატი მესამემ მამისგან მიიღო შეუზღუდავი ძალაუფლება. მას 61 მილიონი დოლარი გამოუყვეს სახელმწიფო ხაზინიდან ოჯახის საჭიროებისთვის. მეფე ყიდულობს ათეულობით მანქანას, ბრილიანტის საათებს და ფუფუნების უამრავ ნივთს. გარდა ამისა, მას აქვს უფლება ჰყავდეს იმდენი ცოლი, რამდენიც უნდა. ამ დრომდე მას 15 ცოლი ჰყავდა, რომელთა რიცხვიც ყოველ წელს იზრდება ლერწმის ფესტივალზე, სადაც რამდენიმე ათასი ქალწული ნახევრად შიშველი ცეკვავს მის წინაშე.

როგორ ჩამოყალიბდა პატარა ქვეყანა სვაზილენდი

ესვანიტის ახალ შტატს 1760 წლიდან მართავდა დლამინის სამეფო ხაზი, რომელმაც შემდეგ ქვეყნის სტატუსი და სახელი სვაზილენდი მიიღო. 1968 წელს კი სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სვაზილენდი 17 364 კვ.კმ. სახელმწიფოა, მილიონზე ცოტა მეტი მოსახლეობით. ქვეყანას სათავეში მეფე სობუზა მეორე ედგა, რომელიც 60 წლის განმავლობაში იყო სრულუფლებიანი მმართველი. კაცი მოკრძალებული ცხოვრების წესს ეწეოდა, ფეხშიშველი დადიოდა და ყოველთვის უსმენდა მრჩევლებს. ერთადერთი ფუფუნება მისი ცოლები იყო - 70 ქალი, რომლებთანაც 210 შვილი შეეძინა. ნაყოფიერების გამო სობუზა II-ს მეტსახელად "სვაზის ხარი" შეარქვეს.

სვაზილენდის ახალი მონარქი

მახოსეთივ დლამინი 1982 წელს სობუზა II-ის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს მემკვიდრედ, მაგრამ იმ დროს ბიჭი 14 წლის იყო. სანამ მომავალი მეფე შერბორნის სკოლაში სწავლობდა, ქვეყანას რეგენტები მართავდნენ.

კორონაციის შემდეგ მას მეფე მსვატი III უწოდეს და აბსოლუტური მონარქი გახდა. მან მიიღო უფლება დამოუკიდებლად აერჩია მინისტრები და ვეტო დაედო ნებისმიერ კანონისთვის, რომელიც არ მოეწონებოდა. მეფემ აკრძალა განქორწინება და მოკლე ქვედა ბოლოს ტარება.

მეფე მსვატი III-ის კორონაცია

ერის "ინტერესებიდან" გამომდინარე მეფე აკონტროლებს შაქრის ლერწმის ბიზნესს, კომერციულ უძრავ ქონებას და გაზეთს. ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია, რომელიც ხანდახან აწყობს მცირე აჯანყებას, მაგრამ მოვლენებზე დიდ გავლენას ვერ ახდენს.

მეფე მსვატი III-ის მდიდრული ცხოვრება

მსვატი III-ის მდიდრული ცხოვრების წესით მედია ხშირად ინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეშევრდომები დღეში 1,25 დოლარად ცხოვრობენ, მეფე თავს უფლებას აძლევს სახელმწიფო ხაზინიდან მილიონობით დოლარი დახარჯოს. მას პირადი დანაზოგიც აქვს - 200 მილიონი დოლარი, მაგრამ არ ხარჯავს. თანხას ხაზინიდან იღებს ოჯახისა და მათი ახირებების დასაკმაყოფილებლად. 2014 წლიდან ოჯახის საჭიროებებისთვის გადახდილი წლიური თანხა 61 მილიონ დოლარამდე გაზარდა, ასევე 12,5 მილიონი დოლარი გამოყო საკუთარი სასახლეების სამშენებლო სამუშაოებისთვის. პარლამენტარებს პროტესტის გამოთქმის უფლება არ აქვთ, რადგან ეს მონარქისადმი უპატივცემულობად ითვლება.

სვაზილენდში არსებობს ფონდი, სადაც ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. მას მართავს მეფე, ხარჯებისა და ქვითრების აღწერის გარეშე.

მეფის მამა თავისი მრავალშვილიანი ოჯახის გადასაყვანად ავტობუსს იყენებდა, ხოლო მისი ვაჟი მსვატი III ამისთვის Maybach 62-ს იყენებს, რომელშიც 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. მეფემ ასევე შეიძინა 9 ავტომობილი BMW 7 ოჯახის წევრებისთვის. მეფემ საკუთარი ავტოპარკისთვის დამატებით 20 ჯავშანმანქანა იყიდა, 2019 წელს კი ერთდროულად 120 BMW და 19 Rolls-Royce.

მსვატი მესამეს აქვს ძვირადღირებული საათების კოლექცია. საკუთარ დაბადების დღეზე 1,6 მილიონი დოლარად ღირებული როლექსის საათი ეკეთა. მეფემ მოითხოვა 15 მილიონი დოლარი ცოლების ხარჯებისთვის და ახალი სასახლეების ასაგებად. მისი 15 ცოლი საყიდლებზე თვითმფრინავით დაფრინავენ საფრანგეთში, იტალიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ტაივანში, ამერიკაში, სადაც ერთდროულად 6 მილიონ დოლარამდე დახარჯვა შეუძლიათ.

2010 წელს მსვატი III-მ თავისი პირველი თვითმფრინავი McDonnell Douglas DC-9-87 იყიდა სინგაპურელი ბიზნესმენისგან 11,5 მილიონ დოლარად, შემდეგ კი 3,5 მილიონი დოლარი დახარჯა ინტერიერის გაუმჯობესებაზე. ასევე იყიდა 15 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები.

მონარქის ცოლები, რომლებსაც ირჩევენ ლერწმის ყოველწლიურ ფესტივალზე

ქვეყნის ტრადიციის მიხედვით, მეფეს შეუძლია ჰყავდეს უსასრულო რაოდენობის ცოლები. მსვატი III ცოლების რაოდენობით ვერ დაეწია მამას, მაგრამ მას უკვე ჰყავდა 15 ცოლი, თუმცა ახლა 13 ჰყავს, რადგან ერთი დასაჯა ღალატისთვის და ქვეყნიდან გააძევა, მეორემ თავი მოიკლა. მეცხრე ცოლმა თვითმკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეფემ მის მიმართ ინტერესი დაკარგა და სამი წელი მისით არ დაინტერესებულა. როდესაც ქალმა ნათესავის დაკრძალვაზე სახლში წასვლა ითხოვა, არ გაუშვეს. რის შემდეგაც ვერ გაუძლო მორალურ და ფიზიკურ დამცირებას და თავი მოიკლა.

ტომის ტრადიციის მიხედვით, პირველ ორ ცოლს ქვეყნის ყველაზე დიდი კლანებიდან ირჩევენ. თუმცა გოგონა ცოლი მხოლოდ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ხდება, რითიც ამტკიცებს რომ შვილოსნობის უნარი აქვს, იქამდე კი ხარჭად რჩება.

სვაზილენდში უკვე მრავალი წელია იმართება "ლერწმის ცეკვის" ფესტივალი, სადაც მეფეს შეუძლია აირჩიოს შემდეგი ცოლი. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება და ქალწულებს მთელი ქვეყნიდან იზიდავს. ფესტივალზე 2012 წელს 6-დან 25 წლამდე 70 ათასი გოგონა მონაწილეობდა. მათ მხოლოდ მეფის გამოსახულებით სამკლავურები აცვიათ, მკერდი კი მოშიშვლებული აქვთ. ცეკვის დროს მეფეს შეუძლია აირჩიოს გოგონა, რომელიც მოსწონს და შემდეგ მისი ცოლობის პრეტენდენტი გახდება. ბევრი გოგონა მიდის "ლერწმის ფესტივალზე" იმ იმედით, რომ კონკიადან პრინცესად გადაიქცევიან, მაგრამ ცხოვრება ხშირად უსიამოვნო სიურპრიზებს უწყობთ.

მსვატი III-ს უკვე ჰყავს 35 შვილი, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ და სწავლობენ. მათ მეთვალყურეობს სპეციალური ადამიანი, რომლისთვისაც სახლი 5 მილიონ დოლარად იყიდეს. ისინი თავხედურად იქცევიან, როგორც ჩანს, მამას ბაძავენ. ხარჯავენ უამრავ ფულს და სოციალურ ქსელში გართობის კადრებს აქვეყნებენ.

მონარქის შვილები

მსვატი III-ის მიერ შექმნილი კანონები და წესები

გართობის გარდა, მეფეს მაინც უწევს ისეთი იმიჯის შექმნა, თითქოს ზრუნავდეს საკუთარ ქვეშევდრომებზე. ამიტომ, როდესაც ქვეყანაში შიდსის პანდემიამ წარმოუდგენელი მასშტაბები შეიძინა, გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც 21 წლამდე გოგონებს სქესობრივი კავშირი აეკრძალათ. წესების მიხედვით, დამრღვევს უნდა გადაიხადა ჯარიმა - 1 ძროხა ან მისი ღირებულება 160 დოლარი.

კანონის გამოსვლიდან ორ კვირაში მეფეს თავად მოეწონა 17 წლის გოგონა და ცოლად მოიყვანა. ხალხის აღშფოთების თავიდან ასაცილებლად კი ხაზინიდან ჯარიმა გადაიხადა. სვაზილენდში უბიწოების კანონი თითქმის 5 წელი გაგრძელდა, შემდეგ კი მეფემ გააუქმა.