მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მდიდარი მსოფლიო ლიდერების სიის სათავეში დიქტატორი პუტინია, მას კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი მოჰყვებიან  - ვინ რა ქონებას ფლობს?
ყველაზე მდიდარი მსოფლიო ლიდერების სიის სათავეში დიქტატორი პუტინია, მას კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი მოჰყვებიან  - ვინ რა ქონებას ფლობს?

გარ­და იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ლი­დე­რი დღეს უზარ­მა­ზარ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობს, ისი­ნი მდიდ­რე­ბიც არი­ან. პა­რა­დოქ­სი ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ის არის, რომ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის უმ­დიდ­რე­სი ლი­დე­რის მო­სახ­ლე­ო­ბა უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს და ეკო­ნო­მი­კა ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით.

წარ­მო­გიდ­გენთ უმ­დიდ­რე­სი ლი­დე­რე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ქო­ნე­ბას:

  • რუ­სე­თი: ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი - სა­ვა­რა­უ­დო ქო­ნე­ბა 200 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ფი­ნან­სე­ბი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი. Hermitage Capital Management-ის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ბილ ბრა­უ­დე­რის შე­ფა­სე­ბით, რო­მე­ლიც 2017 წელს აშშ-ს სე­ნა­ტის სა­სა­მარ­თლო კო­მი­ტე­ტის წი­ნა­შე წარ­სდგა,კე-გე-ბეს ყო­ფი­ლი ოფიც­რის ქო­ნე­ბა 200 მი­ლი­არდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ეს მას მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნად აქ­ცევს.

თუმ­ცა, 2018 წელს, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ 2011-დან 2016 წლამ­დე პუ­ტინ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 673,000 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

  • ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა: კიმ ჩენ ინი – სა­ვა­რა­უ­დო ქო­ნე­ბა 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა კიმ ჩენ ინმა 2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვა. და­ახ­ლო­ე­ბით იმ პე­რი­ოდ­ში აშშ-სა და სამ­ხრეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს აქ­ტი­ვე­ბი და სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლებ­საც აკონ­ტრო­ლებ­დნენ უმაღ­ლე­სი ლი­დე­რი და მისი ოჯა­ხი.

მათ და­ად­გი­ნეს, რომ მისი სიმ­დიდ­რის დიდი ნა­წი­ლი და­მა­ლუ­ლი იყო ჩი­ნეთ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის ავ­სტრი­ა­ში, ლუქ­სემ­ბურ­გში, რუ­სეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში 200-ზე მეტ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე.

  • ჩი­ნე­თი: სი ძინ­პი­ნი – სა­ვა­რა­უ­დო ქო­ნე­ბა 1,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი

სი ძინ­პინს აქვს ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი, წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 22,000 დო­ლა­რი. თუმ­ცა, 2012 წელს გა­ირ­კვა, რომ ძინ­პი­ნი და მის ოჯა­ხი მა­ლავ­დნენ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს მრა­ვალ ჰოლ­დინ­გში, მათ შო­რის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მა Shenzhen Yuanwei-ში-244 მი­ლი­ო­ნი­ან წილს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა და გა­ი­გეთ სხვა მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ყველაზე მდიდარი მსოფლიო ლიდერების სიის სათავეში დიქტატორი პუტინია, მას კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი მოჰყვებიან  - ვინ რა ქონებას ფლობს?

ყველაზე მდიდარი მსოფლიო ლიდერების სიის სათავეში დიქტატორი პუტინია, მას კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი მოჰყვებიან  - ვინ რა ქონებას ფლობს?

გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ლიდერი დღეს უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, ისინი მდიდრებიც არიან. პარადოქსი ამ შემთხვევაში კი ის არის, რომ ზოგიერთი ქვეყნის უმდიდრესი ლიდერის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ეკონომიკა ნამდვილად არ გამოირჩევა საუკეთესო მაჩვენებლებით.

წარმოგიდგენთ უმდიდრესი ლიდერების სავარაუდო ქონებას:

  • რუსეთი: ვლადიმერ პუტინი - სავარაუდო ქონება 200 მილიარდი დოლარი

ოფიციალურად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფინანსები საიდუმლოებით არის მოცული. Hermitage Capital Management-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ბილ ბრაუდერის შეფასებით, რომელიც 2017 წელს აშშ-ს სენატის სასამართლო კომიტეტის წინაშე წარსდგა,კე-გე-ბეს ყოფილი ოფიცრის ქონება 200 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს მას მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

თუმცა, 2018 წელს, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 2011-დან 2016 წლამდე პუტინმა ოფიციალურად მხოლოდ 673,000 დოლარი გამოიმუშავა.

  • ჩრდილოეთ კორეა: კიმ ჩენ ინი – სავარაუდო ქონება 5 მილიარდი დოლარი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2013 წლიდან მოყოლებული 5 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. დაახლოებით იმ პერიოდში აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა აღმოაჩინეს აქტივები და საბანკო ანგარიშები, რომლებსაც აკონტროლებდნენ უმაღლესი ლიდერი და მისი ოჯახი.

მათ დაადგინეს, რომ მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი დამალული იყო ჩინეთში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, ლუქსემბურგში, რუსეთსა და შვეიცარიაში 200-ზე მეტ საბანკო ანგარიშზე.

  • ჩინეთი: სი ძინპინი – სავარაუდო ქონება 1,5 მილიარდი დოლარი

სი ძინპინს აქვს ძალიან მოკრძალებული ხელფასი, წელიწადში მხოლოდ 22,000 დოლარი. თუმცა, 2012 წელს გაირკვა, რომ ძინპინი და მის ოჯახი მალავდნენ ინვესტიციებს მრავალ ჰოლდინგში, მათ შორის უძრავი ქონების საინვესტიციო ფირმა Shenzhen Yuanwei-ში-244 მილიონიან წილს. გააგრძელეთ კითხვა და გაიგეთ სხვა მსოფლიო ლიდერები რა ქონებას ფლობენ