ავტორი:

"ასეთ სამარცხვინო და მუქარის შემცველ მესიჯებს მიგზავნიან ტელეფონზე სხვადასხვა ქვეყნებიდან!" - რას წერენ ელისო ბოლქვაძე და მაკა ბოჭორიშვილი?

"ასეთ სამარცხვინო და მუქარის შემცველ მესიჯებს მიგზავნიან ტელეფონზე სხვადასხვა ქვეყნებიდან!" - რას წერენ ელისო ბოლქვაძე და მაკა ბოჭორიშვილი?

უმრავლესობის დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი წერს, რომ მოქალაქეები მას შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიან. შეტყობინებების სქრინებს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ამ წუთამდე გაურკვეველი მანიპულაციები სანქციებით, აი, ასეთ მესიჯებს და ხალხს ასაზრდოებს" - წერს ბოჭორიშვილი.

ანალოგიური შინაარსის პოსტს აქვეყნებს დეპუტატი ელისო ბოლქვაძე. ამბობს, რომ ტელეფონზე სხვადასხვა ქვეყნიდან მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან.

"ასეთ სამარცხვინო და მუქარის შემცველ მესიჯებს მიგზავნიან ტელეფონზე სხვადასხვა ქვეყნებიდან!

ბულინგის კიდევ ერთი მხილება! ყველა გაშიფრული ხართ საერთაშორისო ორგანიზაციებში!... ეს არის მათი სახე - ნამდვილი ფაშისტები!" - წერს ბოლქვაძე.