საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვალაგებ საქართველოს" - დალაგებების სერიის მეოთხე ეტაპი
"მე ვალაგებ საქართველოს" - დალაგებების სერიის მეოთხე ეტაპი

10-15 მა­ისს გა­ი­მარ­თა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „სა­და­გი“ ერ­თობ­ლი­ვი და­ლა­გე­ბე­ბის სე­რი­ის მე­ო­თხე ეტა­პი. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წა­რი­მარ­თა ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცის და GIZ-ის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რი­თა და USAID სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით და მათ პარტნი­ო­რი სკო­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

ამ ეტაპ­ში 48 სკო­ლამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გუ­რი­ა­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, სვა­ნეთ­ში და რაჭა-ლე­ჩხუმ­ში. სულ ერ­თდრო­უ­ლი და­ლა­გე­ბე­ბის მე­ო­თხე ეტაპ­ში 965-მა მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მთლი­ა­ნად, გან­ვლილ ოთხი­ვე ეტაპ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის რი­ცხვმა კი 5670-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღეთ ჩო­ხა­ტა­უ­რი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან და მათ შე­სა­ნიშ­ნავ მას­წავ­ლე­ბელ თა­მუ­ნა მეგ­რე­ლი­ძეს­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და­ლა­გე­ბით. 10 მა­ი­სის უქმე დღედ გა­მო­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ოთხი მას­წავ­ლე­ბე­ლი და 60-ზე მეტი მოს­წავ­ლე გა­მო­ვი­და სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის და­სა­ლა­გებ­ლად.

ჩო­ხა­ტა­უ­რის ქუ­ჩე­ბის და­ლა­გე­ბი­სას მოს­წავ­ლე­ებს მხარ­ში ამო­უდ­გნენ ჰო­ლან­დი­ე­ლი სტუ­მა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი კე­ნია სტრენ­გი და რამ­სეი სტრენ­გი. და­ლა­გე­ბის შემ­დეგ ბავ­შვებ­მა პიკ­ნიკ­ზე და­პა­ტი­ჟეს უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი, ადრე დამ­წი­ფე­ბუ­ლი თუ­თის ხის ნა­ყო­ფიც მი­ირ­თვეს, ბევ­რი ისა­უბ­რეს და იმ­ხი­ა­რუ­ლეს ერ­თად.

ეს ჩო­ხა­ტა­უ­რე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ გა­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი და­ლა­გე­ბა არ იყო. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ თა­მუ­ნა მეგ­რე­ლი­ძის და მას­წავ­ლე­ბელ­თა მთე­ლი გუნ­დის ხელ­შე­წყო­ბით მათ ქმე­დი­თი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რე­გუ­ლა­რუ­ლად არი­ან ჩაბ­მულ­ნი „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ნა­ში“ და ად­რეც და­უ­ლა­გე­ბი­ათ სა­კუ­თა­რი გა­რე­მო. და­ლა­გე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს მხარ­ში ამო­უდ­გა მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა და­ლა­გე­ბის სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ტო­მა­რა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნის უტი­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა.

15 და 16 მა­ისს გუ­რი­ა­ში კი­დევ ორ სკო­ლას ვე­ტუმ­რეთ, მარ­თა­ლია 15 მა­ისს უა­მინ­დო­ბამ და უხვმა ნა­ლექ­მა ხელი შეგ­ვი­შა­ლა და და­გეგ­მი­ლი და­ლა­გე­ბა ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, თუმ­ცა ოზურ­გე­თის სო­ფელ ცხემ­ლის­ხი­დის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ბავ­შვებ­თან შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თეთ და ვი­სა­უბ­რეთ გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კი­თხებ­ზე. ბავ­შვებ­მა თა­ვი­სი აზ­რე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეს და ეზო­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით დარ­გუ­ლი ხე­ე­ბიც გვაჩ­ვე­ნეს.

16 მა­ისს ოზურ­გე­თის სო­ფელ ლა­ი­თუ­რის სკო­ლას ვეწ­ვი­ეთ, სა­დაც სა­და­გის გუნ­დმა და მას­წავ­ლებ­ლე­მა ცაცა ქვი­ლო­რი­ამ გვი­მას­პინ­ძლა. და­გე­გი­მი­ლი 30 ბავ­შვის ნაც­ვლად, ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს, მთე­ლი სკო­ლა დაგ­ვხდა ჩარ­თუ­ლი და­ლეგ­ბის პრო­ცეს­ში და სო­ფელ­ში დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­და­გის სტი­კე­რებ­მა და სკო­ლის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბამ.

ლა­ი­თუ­რის შემ­დეგ სა­მეგ­რე­ლო­ში წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ქა­ლაქ ჯვა­რის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ ნანა გო­გო­ხი­ას­თან და მის მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­ვე­შუ­რეთ, სა­დაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ვი­ცა­ნით. სკო­ლას რამ­დე­ნი­მე კლუ­ბი აქვს, სა­დაც ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის გარ­შე­მო ერ­თი­ან­დე­ბი­ან. სკო­ლა­ში არის იდე­თე­კაც, რაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ წიგ­ნებს და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას მო­ი­ცავს. სკო­ლის ყვე­ლა კუ­თხე­ში ბავ­შვე­ბის ნა­მუშ­ვე­რე­ბის, ფო­ტო­ე­ბის, სხვა­დას­ხვა სა­გან­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი სი­გე­ლე­ბის, დიპ­ლო­მე­ბის თუ სპორ­ტულ წარ­მა­ტე­ბებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი თასე­ბის გა­მო­ფე­ნით, იგ­რძნო­ბო­და სკო­ლას და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი.

ჯვა­რის სა­ჯა­რო სკო­ლას გა­მორ­ჩე­უ­ლი ეკო კლუ­ბი აქვს, რო­მელ­საც ახლა საბა ფა­ცა­ცია ლი­დე­რობს. სკო­ლის წინ დიდი სა­ნაგ­ვე ურნა ბავ­შვებს მარ­ვე­ლის გმი­რე­ბით მო­უ­ხატვთ. სა­დაგ­შიც გვჯე­რა რომ ყვე­ლა ვინც სხვის დაგ­დე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნის აღე­ბას და სა­ნაგ­ვე ურ­ნა­ში მო­თავ­სე­ბას არ თა­კი­ლობს - სუ­პერ­გმი­რია.

სა­ბას­თან და მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა სა­და­გის გუნდს მო­მავ­ლის იმედს გვი­სა­ხავს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნის მო­მა­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უფრო სუფ­თა და ჯან­სა­ღი იქ­ნე­ბა.

ჩვე­ნი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სად­მი, “სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ით” გვინ­და და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც მე­სა­მე ეტაპ­ზე გერ­მა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია GIZ-ის მიერ სა­და­გის­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი გრან­ტის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, დიდი მად­ლო­ბა USAID სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის - “მე ვა­ლა­გებ სა­ქარ­თვე­ლოს” ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რია. ასე­ვე, მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ეს პრო­ექ­ტი და­ი­წყო “მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს” გუნ­დის, ლი­დერ­თა ათე­უ­ლე­ბის წევ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სა­და­გის ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვით.

დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით “მე ვა­ლა­გებ სა­ქარ­თვე­ლოს” სპონ­სო­რებს.

პლა­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან პროკ­რე­დიტ ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო და დიპ­ლო­მატ-ჯორ­ჯია;

ვერ­ცხლის - ნი­კო­რა, ფი­ნან­სუ­რი ბი­უ­რო და ელიტ ელექტრო­ნიქს.

მე­დია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი არი­ან პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი და ჯორ­ჯია თუ­დეი.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მე ვალაგებ საქართველოს" - დალაგებების სერიის მეოთხე ეტაპი

"მე ვალაგებ საქართველოს" - დალაგებების სერიის მეოთხე ეტაპი

10-15 მაისს გაიმართა სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სადაგი“ ერთობლივი დალაგებების სერიის მეოთხე ეტაპი. ეს ღონისძიებები წარიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერითა და USAID საქართველოს სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით და მათ პარტნიორი სკოლების ჩართულობით.

ამ ეტაპში 48 სკოლამ მიიღო მონაწილეობა გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმში. სულ ერთდროული დალაგებების მეოთხე ეტაპში 965-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მთლიანად, განვლილ ოთხივე ეტაპში მონაწილე მოსწავლეების და მასწავლებლების რიცხვმა კი 5670-ს გადააჭარბა.

დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღეთ ჩოხატაური პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მათ შესანიშნავ მასწავლებელ თამუნა მეგრელიძესთან ერთად ჩატარებული დალაგებით. 10 მაისის უქმე დღედ გამოცხადების მიუხედავად, ოთხი მასწავლებელი და 60-ზე მეტი მოსწავლე გამოვიდა საკუთარი ქალაქის დასალაგებლად.

ჩოხატაურის ქუჩების დალაგებისას მოსწავლეებს მხარში ამოუდგნენ ჰოლანდიელი სტუმარი მოსწავლეები კენია სტრენგი და რამსეი სტრენგი. დალაგების შემდეგ ბავშვებმა პიკნიკზე დაპატიჟეს უცხოელი სტუმრები, ადრე დამწიფებული თუთის ხის ნაყოფიც მიირთვეს, ბევრი ისაუბრეს და იმხიარულეს ერთად.

ეს ჩოხატაურელი მოსწავლეების მიერ გამართული პირველი დალაგება არ იყო. სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თამუნა მეგრელიძის და მასწავლებელთა მთელი გუნდის ხელშეწყობით მათ ქმედითი თვითმმართველობა აქვთ ჩამოყალიბებული, რეგულარულად არიან ჩაბმულნი „მოქალაქეობანაში“ და ადრეც დაულაგებიათ საკუთარი გარემო. დალაგების შემდეგ მოსწავლეებს მხარში ამოუდგა მუნიციპალურმა დალაგების სამსახური, რომელმაც რამდენიმე ათეული ტომარა შეგროვებული ნარჩენის უტილიზაცია მოახდინა.

15 და 16 მაისს გურიაში კიდევ ორ სკოლას ვეტუმრეთ, მართალია 15 მაისს უამინდობამ და უხვმა ნალექმა ხელი შეგვიშალა და დაგეგმილი დალაგება ვერ განვახორციელეთ, თუმცა ოზურგეთის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში, ბავშვებთან შეხვედრა გავმართეთ და ვისაუბრეთ გარემოსდაცვით საკითხებზე. ბავშვებმა თავისი აზრები გაგვიზიარეს და ეზოში საკუთარი ხელით დარგული ხეებიც გვაჩვენეს.

16 მაისს ოზურგეთის სოფელ ლაითურის სკოლას ვეწვიეთ, სადაც სადაგის გუნდმა და მასწავლებლემა ცაცა ქვილორიამ გვიმასპინძლა. დაგეგიმილი 30 ბავშვის ნაცვლად, ადგილზე მისულებს, მთელი სკოლა დაგვხდა ჩართული დალეგბის პროცესში და სოფელში დიდი მხიარულება გამოიწვია სადაგის სტიკერებმა და სკოლის გარშემო ტერიტორიის დასუფთავებამ.

ლაითურის შემდეგ სამეგრელოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელ ნანა გოგოხიასთან და მის მოსწავლეებთან გავეშურეთ, სადაც არაჩვეულებრივი მოსწავლეები გავიცანით. სკოლას რამდენიმე კლუბი აქვს, სადაც ბავშვები სხვადასხვა თემატიკის გარშემო ერთიანდებიან. სკოლაში არის იდეთეკაც, რაც არაჩვეულებრივ წიგნებს და თანამედროვე ლიტერატურას მოიცავს. სკოლის ყველა კუთხეში ბავშვების ნამუშვერების, ფოტოების, სხვადასხვა საგანში მოპოვებული სიგელების, დიპლომების თუ სპორტულ წარმატებებში მოპოვებული თასების გამოფენით, იგრძნობოდა სკოლას და მოსწავლეებს შორის ურთიერთსიყვარული.

ჯვარის საჯარო სკოლას გამორჩეული ეკო კლუბი აქვს, რომელსაც ახლა საბა ფაცაცია ლიდერობს. სკოლის წინ დიდი სანაგვე ურნა ბავშვებს მარველის გმირებით მოუხატვთ. სადაგშიც გვჯერა რომ ყველა ვინც სხვის დაგდებული ნარჩენის აღებას და სანაგვე ურნაში მოთავსებას არ თაკილობს - სუპერგმირია.

საბასთან და მის არაჩვეულებრივ მეგობრებთან შეხვედრა სადაგის გუნდს მომავლის იმედს გვისახავს, რომ ჩვენი ქვეყანის მომავალი აუცილებლად უფრო სუფთა და ჯანსაღი იქნება.

ჩვენი მადლიერების გამოხატვა მხარდამჭერებისადმი, “საქართველოს იურისტთა ასოციაციით” გვინდა დავიწყოთ, რომელიც მესამე ეტაპზე გერმანული ორგანიზაცია GIZ-ის მიერ სადაგისთვის გადმოცემული გრანტის ადმინისტრატორია. ბუნებრივია, დიდი მადლობა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომელიც პროექტის - “მე ვალაგებ საქართველოს” ძირითადი პარტნიორია. ასევე, მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს პროექტი დაიწყო “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” გუნდის, ლიდერთა ათეულების წევრი მასწავლებლების და სადაგის ერთობლივი ინიციატივით.

დიდ მადლობას ვუხდით “მე ვალაგებ საქართველოს” სპონსორებს.

პლატინის მხარდამჭერები არიან პროკრედიტ ბანკი საქართველო და დიპლომატ-ჯორჯია;

ვერცხლის - ნიკორა, ფინანსური ბიურო და ელიტ ელექტრონიქს.

მედია მხარდამჭერები კი არიან პალიტრა მედია ჰოლდინგი და ჯორჯია თუდეი.

R