მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით - ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ" - მიხეილ დაუშვილი
"მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით - ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ" - მიხეილ დაუშვილი

დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს და უდი­დეს რის­კებს უქ­მნის, ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მე­გობ­რის­გან არი­ან და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წევ­რმა, მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

და­უშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სან­ქცი­ე­ბი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი და პერ­სო­ნა­ლუ­რია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თა­ვი­სი გა­და­ცე­მის ეფექ­ტი აქვს, რი­თაც ყვე­ლა ზი­ან­დე­ბა.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე” და მის მეს­ვე­უ­რებ­ზეა, რომ გონს მო­ე­გონ და მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ ქვე­ყა­ნა აღარ და­ა­ზი­ა­ნონ.

“ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პერ­სო­ნა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. რე­ა­ლო­ბაც ეს არის, დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს და უდი­დეს რის­კებს უქ­მნის, ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მე­გობ­რის­გან არი­ან და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს სან­ქცი­ე­ბი მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წერ­ტი­ლო­ვა­ნი და პერ­სო­ნა­ლუ­რია, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თა­ვი­სი გა­და­ცე­მის ეფექ­ტი აქვს, რი­თაც ჩვენ ყვე­ლა ვზი­ან­დე­ბით. რე­ა­ლო­ბა არის ის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც დღეს “ოც­ნე­ბის” მეს­ვე­უ­რე­ბი არი­ან, ამო­ფა­რე­ბუ­ლი არი­ან სა­ხელ­მწი­ფოს და ფაქ­ტობ­რი­ვად თა­ვი­ანთ ქო­ნე­ბას, თავს და კო­რუფ­ცი­ით თუ სხვა გზით მო­პო­ვე­ბულ ქო­ნე­ბას ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე იცა­ვენ, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მათ­თვის ამის უფ­ლე­ბა არა­ვის მი­უ­ცია, ამი­ტომ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს დრო და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გონს მო­ე­გონ და თავი და­ა­ნე­ბონ ამ ქვეყ­ნის და­ზი­ა­ნე­ბას. ეს ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. უნდა გვეს­მო­დეს, რომ სხვაგ­ვა­რად, სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ცე­სი ვერ გა­ჩერ­დე­ბა. დღეს მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა “ოც­ნე­ბა­ზე” და “ოც­ნე­ბის” მეს­ვე­უ­რებ­ზეა, რომ გონს მო­ე­გონ და მი­ი­ღონ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ ეს ქვე­ყა­ნა აღარ და­ა­ზი­ა­ნონ”, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აშშ-მა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში გა­მო­ა­ცხა­და - შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წეს­დე­ბათ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და კერ­ძო პი­რებს.

რო­გორც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა მე­თიუ მი­ლერ­მა გან­მარ­ტა, სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში 24-დან 34 პირს მო­ი­ცავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით - ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ" - მიხეილ დაუშვილი

"მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით - ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ" - მიხეილ დაუშვილი

დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დაუშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები, წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ყველა ზიანდება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზე” და მის მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანა აღარ დააზიანონ.

“ყოველთვის ვამბობდით, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნებოდა. რეალობაც ეს არის, დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ჩვენ ყველა ვზიანდებით. რეალობა არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც დღეს “ოცნების” მესვეურები არიან, ამოფარებული არიან სახელმწიფოს და ფაქტობრივად თავიანთ ქონებას, თავს და კორუფციით თუ სხვა გზით მოპოვებულ ქონებას ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე იცავენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათთვის ამის უფლება არავის მიუცია, ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს დრო და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ სხვაგვარად, სამწუხაროდ, ეს პროცესი ვერ გაჩერდება. დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ოცნებაზე” და “ოცნების” მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ეს ქვეყანა აღარ დააზიანონ”, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა - შეზღუდვები დაუწესდებათ “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განმარტა, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.