მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ-მა საქართველოს ათობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო აკრძალვები დაუწესა - ვინ მოხვდნენ აკრძალვების პირველ ტრანშში?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ-მა საქართველოს ათობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო აკრძალვები დაუწესა - ვინ მოხვდნენ აკრძალვების პირველ ტრანშში?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კე­რი მე­თიუ მი­ლე­რი აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ათო­ბით მო­ქა­ლა­ქეს სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვე­ბი და­უ­წე­სა.

კერ­ძოდ, სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში მო­ი­ცავს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის წევ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და კერ­ძო პი­რებს.

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპი­კერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის პირ­ვე­ლი ტრან­ში 24-დან 34 პირს მო­ი­ცავს.

“შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი რჩე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის ანტი-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, ისე­ვე რო­გორც მისი ბოლო დრო­ის გან­ცხა­დე­ბე­ბი­თა და რი­ტო­რი­კით. ეს ქმე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გზი­დან გა­დახ­ვე­ვის რისკს აჩენს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და მისი ხალ­ხის ნე­ბას.

სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ბლინ­კენ­მა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ყვე­ლა სა­ხის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სრუ­ლი გა­და­ხედ­ვა გა­მო­ა­ცხა­და. ამ გა­და­ხედ­ვის ნა­წი­ლად, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ახა­ლი სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვე­ბის პო­ლი­ტი­კა მი­ი­ღო…

დღეს, ამ პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლად, ჩვენ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ, რათა სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვე­ბი და­ვუ­წე­სოთ ათო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს. ეს მო­ი­ცავს პი­რებს (ასე­ვე მათი უახ­ლო­ე­სი ოჯა­ხის წევ­რებს), რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში ისე­თი ქმე­დე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა, მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებ­ზე თავ­დას­ხმა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ში­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გან­ზრახ გავ­რცე­ლე­ბა. სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბის ეს პირ­ვე­ლი ტრან­ში მო­ი­ცავს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის წევ­რებს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და კერ­ძო პი­რებს”, - აცხა­დებს მი­ლე­რი.

მი­ლე­რის თქმით, აშშ იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი ქმე­დე­ბებს გა­და­ხე­და­ვენ.

"იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი გა­და­ხე­და­ვენ თა­ვი­ანთ ქმე­დე­ბებს და გა­დად­გა­მენ ნა­ბი­ჯებს, რათა წინ წა­ვიდ­ნენ თა­ვი­სი ქვეყ­ნის დიდი ხნის სა­სურ­ველ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ გზა­ზე. თუმ­ცა, თუ ისი­ნი არ იზა­მენ ამას, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზად არის და­მა­ტე­ბი­თი ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს", - აცხა­დებს ის.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ-მა საქართველოს ათობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო აკრძალვები დაუწესა - ვინ მოხვდნენ აკრძალვების პირველ ტრანშში?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ-მა საქართველოს ათობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო აკრძალვები დაუწესა - ვინ მოხვდნენ აკრძალვების პირველ ტრანშში?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა.

კერძოდ, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

“შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” პარტიის ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი ხალხის ნებას.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და საქართველოს შორის ყველა სახის ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა გამოაცხადა. ამ გადახედვის ნაწილად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო აკრძალვების პოლიტიკა მიიღო…

დღეს, ამ პოლიტიკის ნაწილად, ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა სავიზო აკრძალვები დავუწესოთ ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს (ასევე მათი უახლოესი ოჯახის წევრებს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს”, - აცხადებს მილერი.

მილერის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ლიდერები ქმედებებს გადახედავენ.

"იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წავიდნენ თავისი ქვეყნის დიდი ხნის სასურველ ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე. თუმცა, თუ ისინი არ იზამენ ამას, შეერთებული შტატები მზად არის დამატებითი ქმედებები განახორციელოს", - აცხადებს ის.

იხილეთ ასევე: