პარტნიორები:
    ავტორი:

    "კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვაძლევთ..." - ჯო ბაიდენი უკრაინაზე

    "კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვაძლევთ..." - ჯო ბაიდენი უკრაინაზე

    პუტინს 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ, ის წესიერი ადამიანი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

    “უფლებას ვაძლევთ [ამერიკული იარაღი] გამოყენებულ იქნას საზღვართან ახლოს...მოსკოვზე, კრემლზე დარტყმების უფლებას არ ვაძლევთ”, - განაცხადა ბაიდენმა.

    ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, აშფოთებს თუ არა მას პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე გამოყენებისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდება ომში პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს.

    “მას [პუტინს] 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ. 40 წელზე მეტია, რაც მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის. ის დიქტატორია.

    იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ იარაღი გადავცეთ [უკრაინას] მოსკოვზე დარტყმისთვის, კრემლზე დარტყმისთვის… მხოლოდ საზღვრის იქითა მხარეს, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისთვისა და უკრაინელების მკვლელობისთვის”, - განაცხადა ბაიდენმა.