ავტორი:

"შედეგების განხილვა დავიწყეთ: ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას" - პაველ ჰერჩინსკი

"შედეგების განხილვა დავიწყეთ: ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას" - პაველ ჰერჩინსკი

ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების კონტექსტში შედეგებზე.

ევროკავშირის ელჩის აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერება არ უნდა მოხდეს, თუმცა ელჩი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება 27 წევრ დამოკიდებული.

“როგორც ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი თუ მიღებული იქნება - სამწუხაროდ, ამას შედეგები ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის.

ჩვენდა სამწუხაროდ, კანონი საბოლოოდ ამოქმედებულ იქნა. ჩვენ 27 წევრ სახელმწიფოს შორის შიდა განხილვა დავიწყეთ შედეგებზე. წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვეს, სხვადასხვა ზომების “მენიუ” მოამზადონ, რომლებიც როგორც შედეგები შეიძლება იქნას წარდგენილი.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტისგან ურსულა ფონ დერ ლაიენისგან გაიგეთ, ყველა ვარიანტი განიხილება. ყველა ვარიანტი ზუსტადაც ყველა ვარიანტს ნიშნავს. წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ. იმედი მაქვს, რომ 24 ივნისს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გამართავენ შეხვედრას ლუქსემბურგში, ისინი გადაწყვეტილების მიღების პოზიციაში იქნებიან თუ რა ვარიანტები მიიღონ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ასევე გამოაცხადა, რომ ევროპული საბჭო რამდენიმე დღის მერე, ივნისის ბოლოს, ასევე განიხილავს საქართველოს საკითხს. ასე რომ, მოველი, რომ ლიდერების კი განიხილავენ ვარიანტებს და ამის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ.

ჩვენს მხრივ, თუ რისი მიღწევა გვსურს, ნამდვილად არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დავსაჯოთ. ასე რომ, ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ისეთ პოზიციაში არ ვარ, რომ გითხრათ ეს მოხდება თუ არა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

იხილეთ ასევე: