მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა" - რას ამბობდნენ უკრაინელები და რას ჰყვებიან ქართველი მეგობრები უკრაინაში ახლახან დაღუპულ მებრძოლზე?
"კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა" - რას ამბობდნენ უკრაინელები და რას ჰყვებიან ქართველი მეგობრები უკრაინაში ახლახან დაღუპულ მებრძოლზე?

"კაცი, რო­მელ­მაც ქარ­თველ რა­ინ­დებ­ზე წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვიქ­მნა" - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მულ ქარ­თველ მებ­რძოლ ხვი­ჩა გვირ­ჯიშ­ვილს. ის დო­ნეც­კის ოლ­ქში, ლი­მა­ნის ტყე­ში რუსი ოკუ­პან­ტე­ბის და­ბომბვას ემსხვერ­პლა. ხვი­ჩა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის, მე-2 ბა­ტა­ლი­ო­ნის მებ­რძო­ლი იყო და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის დღი­დან იბ­რძო­და. უფრო მეტს მის შე­სა­ხებ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, ავთო ქა­ჯა­ია და ნა­დიმ ხმა­ლა­ძე გვი­ამ­ბო­ბენ.

ავთო ქა­ჯა­ია:

- ხვი­ჩა დიდი ხა­ნია უკ­რა­ი­ნა­ში, კერ­ძოდ, დო­ნეცკ­ში ცხოვ­რობ­და ოჯა­ხით. მე­უღ­ლეც უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავ­და. ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვი­ცა­ნით. მას­ზე ხში­რად წერ­დნენ, რომ უში­შა­რი მებ­რძო­ლი იყო. და­ვუ­კავ­შირ­დით ერ­თმა­ნეთს, გა­ირ­კვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და რუ­სე­თის სი­ძულ­ვი­ლი გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. მერე შევ­ხვდით კი­დეც და დავძმა­კაც­დით, ერ­თობ­ლივ ოპე­რა­ცი­ებ­ში არ გვაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გო­რი შე­უ­პო­ვა­რი მებ­რძო­ლი იყო, თავს არ ზო­გავ­და მტერ­თან ბრძო­ლა­ში...

ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია ჩვენ­თვის, მებ­რძო­ლე­ბის­თვის. ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან ჩვენ­თან "შე­რე­კი­ლებ­ში“ აპი­რებ­და გად­მოს­ვლა.

5 დღის წინ ერ­თად ვი­ყა­ვით, ვი­სა­უბ­რეთ, მი­თხრა, რომ კი­დევ ერთხელ შე­ვი­დო­და ფრონ­ტის ხაზ­ზე მე-2 ბა­ტა­ლი­ონ­თან ერ­თად და მერე ჩვენ­თან "შე­რე­კი­ლებ­ში“ გად­მო­ვი­დო­და. 30 წლის უნა­ხა­ვი ძმა­კა­ცი - ხვი­ჩა ნა­დი­რა­ძე შე­ვახ­ვედ­რე, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო.

- რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა?

- ლი­მა­ნის ტყე­ში და ზო­გა­დად ყველ­გან, დი­ლის 5 სა­ა­თი­დან იწყე­ბენ რუ­სე­ბი და­ბომბვებს. ბლინ­და­ჟი, სა­დაც ხვი­ჩა იყო, ყუმ­ბა­რა ჩა­ვარ­და... ხვი­ჩა და­ი­ღუ­პა, რამ­დე­ნი­მე, მათ შო­რის კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი გოჩა ბე­რი­ძე და­იჭ­რა...

ნა­დიმ ხმა­ლა­ძე:

- ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი, ჯერ კი­დევ ვერ გა­ვი­თა­ვი­სე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო, სულ­ში და გულ­ში სა­ქარ­თვე­ლო "ჰყავ­და". რო­დე­საც ბი­ჭე­ბი შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ზოგ­ჯერ ისეთ თე­მებ­ზეც ვსა­უბ­რობ­დით, რაც ომ­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხვი­ჩა აუ­ცი­ლებ­ლად შეც­ვლი­და სა­უბ­რის თე­მას და სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­ი­წყებ­და ლა­პა­რაკს. გა­მოც­დი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლი იყო, ია­რა­ღის სა­უ­კე­თე­სო მცოდ­ნე. ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­და. ბრძო­ლის ველ­ზე ზოგ­ჯერ ბი­ჭებს კა­თხა ლუდი ან ერთი - ორი ჭიქა არა­ყი დაგ­ვი­ლე­ვია. ის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ლევ­და, ამ­ბობ­და, რომ ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.

- თუ შე­გიძ­ლი­ათ, ბოლო შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნოთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვა­პი­რებ­დი დაბ­რუ­ნე­ბას, გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შევ­ხვდით ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში, ხინ­კა­ლი მი­ვირ­თვით, მე კა­თხა ლუდი დავ­ლიე, მან ქარ­თუ­ლი ლი­მო­ნა­თი. ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი იყო, მი­თხრა, ნე­ტავ მეც შე­მეძ­ლოს ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა, ვინ იცის, იქ­ნებ ვე­ღა­რა­სო­დეს ვნა­ხოო. მას შემ­დეგ, რაც ხვი­ჩას ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, სულ ეს ბოლო შეხ­ვედ­რა მახ­სენ­დე­ბა, მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­შვი­დო­ბოს ვარ, ის კი.... თუმ­ცა, ვარ კი სამ­შვი­დო­ბოს?! უფრო ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ ერთი ომი­დან მე­ო­რე­ში ჩა­მო­ვე­დი. აქაც ომია, ია­რა­ღის გა­რე­შე.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- დამ­დე­ვენ, მით­ვალ­თვა­ლე­ბენ. ერთხელ, გამ­თე­ნი­ი­სას მი­ტინ­გი­დან შინ ვბრუნ­დე­ბო­დი და გზად მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ა­რე, მივ­ხვდი, რომ რამ­დე­ნი­მე კაცი მომ­დევ­და და მა­ღა­ზი­ა­შიც შე­მომ­ყვნენ. იქვე შე­ე­ცად­ნენ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ვე­გე, მე ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე, გა­რეთ გა­მო­ვე­დი, ტაქ­სი მყავ­და გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი და სწრა­ფად ჩავ­ჯე­ქი. შე­ე­ცად­ნენ, ტაქ­სის კა­რე­ბის და­ხურ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­ე­ცათ. მე კარი ფეხ­ში მი­ვარ­ტყი და მერე უცებ დავ­ხუ­რე, მგო­ნი გა­უ­ფუ­ჭე კი­დეც მან­ქა­ნის კარი, არ ვიცი. მძღოლ­მა სას­წრა­ფოდ დაძ­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი და იქა­უ­რო­ბას მოვ­შორ­დით. ერთი უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი კი მოხ­და, ტაქ­სი­დან გად­მო­ვე­დი თუ არა, სულ რა­ღაც ათ წუთ­ში ტე­ლე­ფონ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა მო­მი­ვი­და, იმის შე­სა­ხებ, რომ ტაქ­სის მძღოლ­მა მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რი, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ მქონ­და გა­დახ­დი­ლი, უკან და­მიბ­რუ­ნა.

აი, ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბას ფიქ­რობს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ტყუ­ი­ლად ცდი­ლო­ბენ ამ ხალ­ხის შე­ში­ნე­ბას, მე ტყუ­ი­ლად დამ­დე­ვენ, არა­ვი­სი და არაფ­რის მე­ში­ნია, ხვი­ჩას გვერ­დით ვიბ­რძო­დი, ესე­ნი რო­გორ შე­მა­ში­ნე­ბენ? ისე კი ხში­რად რაზე ვფიქ­რობ იცით? ქარ­თვე­ლის ხე­ლი­დან სიკ­ვდი­ლი არ მინ­და, მირ­ჩევ­ნია რუ­სის ტყვია მომ­ხვდეს... ალ­ბათ, ისევ დავ­ბრუნ­დე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში... ხომ ნა­ხეთ დათო ქა­ცა­რა­ვას რა უქ­ნეს, მე რომ მის ად­გილ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ნამ­დვი­ლად ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დი... ალ­ბათ წა­ვალ და ჩა­ვა­ნაც­ვლებ ბრძო­ლის ველ­ზე ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს და თა­ნა­მებ­რძოლს, ჩემს ხვი­ჩას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა" - რას ამბობდნენ უკრაინელები და რას ჰყვებიან ქართველი მეგობრები უკრაინაში ახლახან დაღუპულ მებრძოლზე?

"კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა" - რას ამბობდნენ უკრაინელები და რას ჰყვებიან ქართველი მეგობრები უკრაინაში ახლახან დაღუპულ მებრძოლზე?

"კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა" - ასე ახასიათებენ უკრაინელები ბრძოლის ველზე დაცემულ ქართველ მებრძოლ ხვიჩა გვირჯიშვილს. ის დონეცკის ოლქში, ლიმანის ტყეში რუსი ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა. ხვიჩა ინტერნაციონალური ლეგიონის, მე-2 ბატალიონის მებრძოლი იყო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან იბრძოდა. უფრო მეტს მის შესახებ თანამებრძოლები, ავთო ქაჯაია და ნადიმ ხმალაძე გვიამბობენ.

ავთო ქაჯაია:

- ხვიჩა დიდი ხანია უკრაინაში, კერძოდ, დონეცკში ცხოვრობდა ოჯახით. მეუღლეც უკრაინელი ჰყავდა. ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით. მასზე ხშირად წერდნენ, რომ უშიშარი მებრძოლი იყო. დავუკავშირდით ერთმანეთს, გაირკვა, რომ საქართველოს სიყვარული და რუსეთის სიძულვილი გვაერთიანებდა. მერე შევხვდით კიდეც და დავძმაკაცდით, ერთობლივ ოპერაციებში არ გვაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორი შეუპოვარი მებრძოლი იყო, თავს არ ზოგავდა მტერთან ბრძოლაში...

ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მებრძოლებისთვის. ინტერნაციონალური ბატალიონიდან ჩვენთან "შერეკილებში“ აპირებდა გადმოსვლა.

5 დღის წინ ერთად ვიყავით, ვისაუბრეთ, მითხრა, რომ კიდევ ერთხელ შევიდოდა ფრონტის ხაზზე მე-2 ბატალიონთან ერთად და მერე ჩვენთან "შერეკილებში“ გადმოვიდოდა. 30 წლის უნახავი ძმაკაცი - ხვიჩა ნადირაძე შევახვედრე, ძალიან გახარებული იყო.

- რა ვითარებაში დაიღუპა?

- ლიმანის ტყეში და ზოგადად ყველგან, დილის 5 საათიდან იწყებენ რუსები დაბომბვებს. ბლინდაჟი, სადაც ხვიჩა იყო, ყუმბარა ჩავარდა... ხვიჩა დაიღუპა, რამდენიმე, მათ შორის კიდევ ერთი ქართველი გოჩა ბერიძე დაიჭრა...

ნადიმ ხმალაძე:

- ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო. განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, მიჭირს მასზე წარსულში საუბარი, ჯერ კიდევ ვერ გავითავისე მისი გარდაცვალების ამბავი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ადამიანი იყო, სულში და გულში საქართველო "ჰყავდა". როდესაც ბიჭები შევიკრიბებოდით, ზოგჯერ ისეთ თემებზეც ვსაუბრობდით, რაც ომთან არ იყო დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ხვიჩა აუცილებლად შეცვლიდა საუბრის თემას და საქართველოზე დაიწყებდა ლაპარაკს. გამოცდილი, პროფესიონალი მებრძოლი იყო, იარაღის საუკეთესო მცოდნე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ბრძოლის ველზე ზოგჯერ ბიჭებს კათხა ლუდი ან ერთი - ორი ჭიქა არაყი დაგვილევია. ის არავითარ შემთხვევაში არ დალევდა, ამბობდა, რომ ყურადღების მოდუნების უფლება არ ჰქონდა.

- თუ შეგიძლიათ, ბოლო შეხვედრა გაიხსენოთ?

- საქართველოში რომ ვაპირებდი დაბრუნებას, გამოსამშვიდობებლად შევხვდით ქართულ რესტორანში, ხინკალი მივირთვით, მე კათხა ლუდი დავლიე, მან ქართული ლიმონათი. ძალიან სევდიანი იყო, მითხრა, ნეტავ მეც შემეძლოს ახლა საქართველოში წასვლა, ძალიან მენატრება იქაურობა, ვინ იცის, იქნებ ვეღარასოდეს ვნახოო. მას შემდეგ, რაც ხვიჩას ბრძოლის ველზე დაცემის ამბავი გავიგე, სულ ეს ბოლო შეხვედრა მახსენდება, მე საქართველოში, სამშვიდობოს ვარ, ის კი.... თუმცა, ვარ კი სამშვიდობოს?! უფრო ისეთი განცდა მაქვს, რომ ერთი ომიდან მეორეში ჩამოვედი. აქაც ომია, იარაღის გარეშე.

- რას გულისხმობთ?

- დამდევენ, მითვალთვალებენ. ერთხელ, გამთენიისას მიტინგიდან შინ ვბრუნდებოდი და გზად მაღაზიაში შევიარე, მივხვდი, რომ რამდენიმე კაცი მომდევდა და მაღაზიაშიც შემომყვნენ. იქვე შეეცადნენ პროვოკაციაზე წამოვეგე, მე ყურადღება არ მივაქციე, გარეთ გამოვედი, ტაქსი მყავდა გამოძახებული და სწრაფად ჩავჯექი. შეეცადნენ, ტაქსის კარების დახურვის საშუალება არ მოეცათ. მე კარი ფეხში მივარტყი და მერე უცებ დავხურე, მგონი გაუფუჭე კიდეც მანქანის კარი, არ ვიცი. მძღოლმა სასწრაფოდ დაძრა ავტომობილი და იქაურობას მოვშორდით. ერთი უცნაური ამბავი კი მოხდა, ტაქსიდან გადმოვედი თუ არა, სულ რაღაც ათ წუთში ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, იმის შესახებ, რომ ტაქსის მძღოლმა მგზავრობის საფასური, რომელიც ონლაინ მქონდა გადახდილი, უკან დამიბრუნა.

აი, ამ საზოგადოების დაშინებას ფიქრობს ეს ხელისუფლება. ტყუილად ცდილობენ ამ ხალხის შეშინებას, მე ტყუილად დამდევენ, არავისი და არაფრის მეშინია, ხვიჩას გვერდით ვიბრძოდი, ესენი როგორ შემაშინებენ? ისე კი ხშირად რაზე ვფიქრობ იცით? ქართველის ხელიდან სიკვდილი არ მინდა, მირჩევნია რუსის ტყვია მომხვდეს... ალბათ, ისევ დავბრუნდები უკრაინაში... ხომ ნახეთ დათო ქაცარავას რა უქნეს, მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი... ალბათ წავალ და ჩავანაცვლებ ბრძოლის ველზე ჩემს საუკეთესო მეგობარს და თანამებრძოლს, ჩემს ხვიჩას.