პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისარიონ აპლიამ ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის პატრიარქ კირილს, მაგრამ კირილისგან პასუხი არ არის" - რას წერს მედია ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის წინამძღვარზე
"ვისარიონ აპლიამ ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის პატრიარქ კირილს, მაგრამ კირილისგან პასუხი არ არის" - რას წერს მედია ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის წინამძღვარზე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის (AOC) ეპარ­ქი­ის წი­ნამ­ძღვარ­მა, მამა ვი­სა­რი­ონ აპ­ლი­ამ რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლეს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა: ის აფხა­ზე­თის ეკ­ლე­სი­ის რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ მოხ­ვედ­რას, კა­ნო­ნი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­სა და აფხა­ზუ­რი დი­ას­პო­რის­თვის მოს­კოვ­ში ტაძ­რის გა­მო­ყო­ფას ითხოვს - ინ­ფორ­მა­ცი­ას "Независимая газета" ავ­რცე­ლებს. მამა ვი­სა­რი­ო­ნის თქმით, მან პატ­რი­არ­ქს უკვე გა­უგ­ზავ­ნა თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბი, თუმ­ცა პა­სუ­ხი ჯერ არ მი­უ­ღია.

აფხა­ზეთ­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­ხით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ორი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია – აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია მამა ვი­სა­რი­ონ აპ­ლი­ას მე­თა­უ­რო­ბით და აფხა­ზე­თის წმინ­და მიტ­რო­პო­ლია არ­ქი­მან­დრიტ დორო­ფეი დბა­რის მე­თა­უ­რო­ბით.

  • "ჩვენ არ ვართ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი, ჩვენ ვართ რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი, რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ტი­ხონ­მა გა­და­წყვი­ტა კრე­ბა­ზე. კა­ნო­ნი­კუ­რად, სწორ მხა­რეს ვართ. მაგ­რამ მოს­კოვ­ში ბევ­რი გავ­ლე­ნი­ა­ნი ქარ­თვე­ლი გვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა", - ამ­ბობს აპ­ლია.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მა­ნამ­დე აპ­ლია პატ­რი­არქ კი­რილს მოს­კოვ­ში შეხ­ვდა და თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბი გა­აც­ნო. პატ­რი­არ­ქმა კი აფხაზ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ში ერ­თი­ა­ნო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­უს­ვა ხაზი:

"პატ­რი­არ­ქმა შეხ­ვედ­რა­ზე მი­თხრა: ჯერ თქვენ შო­რის გა­და­წყვი­ტეთ. თო­რემ, ზოგს კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში წას­ვლა უნდა, ზოგს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამ­ბობს ვი­სა­რი­ო­ნი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა მამა ვი­სა­რი­ო­ნი მოს­კოვ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ას­თან და ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ლაშა აშუ­ბას­თან ერ­თად აპი­რებ­და გამ­გზავ­რე­ბას კი­რილ­თან შე­სახ­ვედ­რად, აუ­დი­ენ­ცია რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ბრძა­ნე­ბით გა­უქ­მდა. შეხ­ვედ­რის ჩაშ­ლის შემ­დეგ, ვი­სა­რი­ონ­მა პატ­რი­არ­ქს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა. რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის­გან ოფი­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხამ­დე აპ­ლია უარს ამ­ბობს მე­დი­ას­თან და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე.

  • აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­მა სერ­გეი შამ­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის პი­რა­დად ყვე­ლა­ფერ­ში მხარს უჭერს აპ­ლი­ას, მაგ­რამ სა­ეკ­ლე­სიო სა­კი­თხებ­ში ნე­იტ­რა­ლი­ტეტს ამ­ჯო­ბი­ნებს. შამ­ბას თქმით, აფხა­ზე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შო­რის არი­ან რო­გორც აპ­ლი­ას, ასე­ვე არ­ქი­მან­დრიტ დო­რო­თე­ო­სის (დბა­რის) მომ­ხრე­ე­ბი. დო­რო­თე­ო­სი აპ­ლი­ას ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლეა და დიდი ხა­ნია ცდი­ლობს მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის­გან აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბას.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ვისარიონ აპლიამ ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის პატრიარქ კირილს, მაგრამ კირილისგან პასუხი არ არის" - რას წერს მედია ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის წინამძღვარზე

"ვისარიონ აპლიამ ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის პატრიარქ კირილს, მაგრამ კირილისგან პასუხი არ არის" - რას წერს მედია ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის წინამძღვარზე

ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის (AOC) ეპარქიის წინამძღვარმა, მამა ვისარიონ აპლიამ რუსეთის პატრიარქ კირილეს ულტიმატუმი წაუყენა: ის აფხაზეთის ეკლესიის რუსეთის ეკლესიის მფარველობის ქვეშ მოხვედრას, კანონიკური სტრუქტურის საკითხის მოგვარებასა და აფხაზური დიასპორისთვის მოსკოვში ტაძრის გამოყოფას ითხოვს - ინფორმაციას "Независимая газета" ავრცელებს. მამა ვისარიონის თქმით, მან პატრიარქს უკვე გაუგზავნა თავისი მოთხოვნები, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

აფხაზეთში მართლმადიდებლური სტრუქტურების სახით ფუნქციონირებს ორი არაღიარებული ეკლესია – აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია მამა ვისარიონ აპლიას მეთაურობით და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია არქიმანდრიტ დოროფეი დბარის მეთაურობით.

  • "ჩვენ არ ვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ ვართ რუსეთის ეკლესიის ნაწილი, როგორც პატრიარქმა ტიხონმა გადაწყვიტა კრებაზე. კანონიკურად, სწორ მხარეს ვართ. მაგრამ მოსკოვში ბევრი გავლენიანი ქართველი გვეწინააღმდეგება", - ამბობს აპლია.

როგორც გამოცემა წერს, მანამდე აპლია პატრიარქ კირილს მოსკოვში შეხვდა და თავისი მოთხოვნები გააცნო. პატრიარქმა კი აფხაზ სასულიერო პირებში ერთიანობის ნაკლებობას გაუსვა ხაზი:

"პატრიარქმა შეხვედრაზე მითხრა: ჯერ თქვენ შორის გადაწყვიტეთ. თორემ, ზოგს კონსტანტინოპოლში წასვლა უნდა, ზოგს საქართველოში", - ამბობს ვისარიონი.

მოგვიანებით, როცა მამა ვისარიონი მოსკოვში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბასთან ერთად აპირებდა გამგზავრებას კირილთან შესახვედრად, აუდიენცია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბრძანებით გაუქმდა. შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ვისარიონმა პატრიარქს წერილობით მიმართა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან ოფიციალურ პასუხამდე აპლია უარს ამბობს მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.

  • აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ის პირადად ყველაფერში მხარს უჭერს აპლიას, მაგრამ საეკლესიო საკითხებში ნეიტრალიტეტს ამჯობინებს. შამბას თქმით, აფხაზეთის ოფიციალურ პირებს შორის არიან როგორც აპლიას, ასევე არქიმანდრიტ დოროთეოსის (დბარის) მომხრეები. დოროთეოსი აპლიას ყოფილი მოსწავლეა და დიდი ხანია ცდილობს მსოფლიო პატრიარქისგან აღიარების მიღებას.

წყარო