ავტორი:

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ყირიმში რუსული გემი გაანადგურეს

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ყირიმში რუსული გემი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მე-9 დეპარტამენტის სპეციალურმა განყოფილებამ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე რუსულ ბუქსირს, "სატურნს“ დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პანსკოეს ტბის წყლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი გემი განადგურდა“, - აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ დღეს დილით დროებით ოკუპირებულ ყირიმის შავი ზღვის რაიონში რუსული გემი გაანადგურა.