პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია" - როგორ ეხმაურება აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციას
"დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია" - როგორ ეხმაურება აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციას

ეს დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად წა­რედ­გი­ნე­ბა გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ას სა­ქარ­თვე­ლოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, არის ღიად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, ყვე­ლა მხა­რის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე შედ­გე­ნი­ლი და არ ასა­ხავს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის მიერ მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას “აფხა­ზე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/სამ­ხრეთ ოსე­თი, სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ“.

„ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა ის, რომ ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა აფხა­ზუ­რი მხა­რის აზ­რი­სა და პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე. სამ­წუ­ხა­როდ, აფხა­ზუ­რი მხა­რის მო­თხოვ­ნა, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბი იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, სრუ­ლი­ად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია. ე.წ. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა თა­ვი­სი ცალ­მხრი­ვი ქმე­დე­ბე­ბით აჩ­ვე­ნებს იმას, რომ სა­ერ­თოდ არ აქვს სურ­ვი­ლი, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის პო­ზი­ცია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს“, - აცხა­დე­ბენ ე.წ. უწყე­ბა­ში.

მათი მტკი­ცე­ბით, ე.წ. „აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებს“ აქვთ სრუ­ლი უფ­ლე­ბა, მი­ა­წო­დონ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, რაც „შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­ე­რო-ს წეს­დე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბას და ძი­რი­თად დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს“.

"სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ ამ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რად­გან ქვეყ­ნე­ბის ბევ­რმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ცოტა რამ იცის აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ა­ლურ პრო­ცე­სებ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ირაკ­ლი თუჟ­ბამ.

შე­გახ­სე­ნებთ, 4 ივ­ნისს, ნიუ-იორკში, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, 78-ე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის 63 ქვეყ­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია - „აფხა­ზე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/სამ­ხრეთ ოსე­თი, სა­ქარ­თვე­ლო იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ“. რე­ზო­ლუ­ცი­ას 103-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი, მის წი­ნა­აღ­მდეგ კი ხმა 9 ქვე­ყა­ნამ მის­ცა: რუ­სეთ­მა, სი­რი­ამ, ნი­კა­რა­გუ­ამ, ზიმ­ბაბ­ვემ, ბუ­რუნ­დიმ, ბე­ლა­რუს­მა, კუ­ბამ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ და მა­ლიმ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფმ...
3

მანდ სინამდვილეში ერთია მოწინააღმდეგე- ის მეთაურია, დანარჩენი აზრის გამოთქმის უფლების გარეშე აზრის გამომთქმელები არიან.

მიხო
1

ბურუნდიმ და ნიკარაგუამაც თუ წინააღმდეგ მიცა ხმა, ეშველათ აფსუებს და ეგაა, ვანუატუმ თავი შეიკავა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია" - როგორ ეხმაურება აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციას

"დოკუმენტი ღიად მიკერძოებულია" - როგორ ეხმაურება აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება გაერო-ს რეზოლუციას

ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე შედგენილი და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

„ყველაზე სერიოზული იმედგაცრუებაა ის, რომ ამ რეზოლუციის მიღება ყოველწლიურად ხდება აფხაზური მხარის აზრისა და პოზიციის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ, აფხაზური მხარის მოთხოვნა, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი, სრულიად იგნორირებულია. ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობა თავისი ცალმხრივი ქმედებებით აჩვენებს იმას, რომ საერთოდ არ აქვს სურვილი, საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიცია გაითვალისწინოს“, - აცხადებენ ე.წ. უწყებაში.

მათი მტკიცებით, ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს“ აქვთ სრული უფლება, მიაწოდონ თავიანთი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც „შეესაბამება გაერო-ს წესდების სულისკვეთებას და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს“.

"სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას, რადგან ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა ცოტა რამ იცის აფხაზეთში მიმდინარე რეალურ პროცესებზე“, - აღნიშნა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი თუჟბამ.

შეგახსენებთ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 9 ქვეყანამ მისცა: რუსეთმა, სირიამ, ნიკარაგუამ, ზიმბაბვემ, ბურუნდიმ, ბელარუსმა, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ და მალიმ.

წაიკითხეთ ასევე: