ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის "ბურთებით ომი" კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა ჩრდილოეთში კიმ ჩენ ინის რეჟიმის მიმართ კრიტიკული ბროშურები გაგზავნეს.
ჩრდილოეთ კორეელ დევნილთა ჯგუფმა, რომლებიც ახლა სამხრეთ კორეაში ცხოვრობენ, ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მათ საზღვარზე 10 დიდი ბურთი გაგზავნეს, რომლებიც სავსე იყო კიმ ჩენ ინის რეჟიმისადმი კრიტიკული ბროშურებით, აშშ დოლარის კუპიურებითა და K-pop-ის მედია მასალით.
საზღვარზე დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირას ჩრდილოეთმა, პროტესტის ნიშნად, სეულში ნაგვითა და ფეკალიებით სავსე 1000-მდე ბურთი გაგზავნა. მათ გაფრთხილებაც არ დააყოვნეს და განაცხადეს, რომ მზად იყვნენ ასჯერ მეტი ტუალეტის ქაღალდი და ნაგავი გაეგზავნათ შემდეგ ჯერზე.
ჩრდილოეთ კორეამ კვირას (2 ივნისს) გამოქვეყნებულ განცხადებაში პირობა დადო, რომ სამხრეთ კორეის საზღვარზე ნაგვით სავსე ბურთების გაგზავნას შეწყვეტს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო ბროშურებს აღარ გაგზავნის.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა