ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ ბათუმში, თამარ მეფის გამზირ №1-სა და თამარ მეფის გამზირ №5გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა.
„ბლოკების სართულიანობა მიწის ზევით არის 54 სართული, მათ შორის (A და B) ბლოკების პირველი და მეორე სართულები წარმოდგენილია განსხვავებული გეგმარებით, სადაც განთავსდება რესტორნის; კაზინოს; საოფისე და სპა დანიშნულების მქონე სათავსები, ხოლო (C) ბლოკის პირველი და მეორე სართულებზე განთავსდება საოფისე და კომერციული დანიშნულების მქონე სათავსები.
საპროექტო ტერიტორიაზე მიწისქვედა სართულზე მოეწყობა ავტო პარკინგი 450 მანქანაზე. მიწისქვეშა სართულზე მოხვედრა ხდება დამოუკიდებელი პანდუსების საშუალებით, რომლებიც გათვალისწინებულია ორმხრივი მოძრაობისათვის....წაიკითხეთ სრულად