პარტნიორები:
    ავტორი:

    "კმარა ომი, ჩვენი შვილები მაშინ დახოცეს, როცა ეძინათ" - ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელმა გაერო-ს სკოლის შენობას დაარტყა: დაღუპულია ათობით ადამიანი (ფოტოები)

    "კმარა ომი, ჩვენი შვილები მაშინ დახოცეს, როცა ეძინათ" - ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელმა გაერო-ს სკოლის შენობას დაარტყა: დაღუპულია ათობით ადამიანი (ფოტოები)

    "ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 პალესტინელი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა", - ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზის სექტორის სამედიცინო სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

    • გავრცელებული ინფორმაციით, დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას საავადმყოფოში მინიმუმ 30 ცხედარი მიასვენეს.

    "კმარა ომი, ჩვენი შვილები მაშინ დახოცეს, როცა ეძინათ", - ყვიროდა ქალი აფეთქების შემდეგ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც მედიით გავრცელდა.

    ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

    ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლა დაარტყეს და აცხადებენ, რომ მას თავს აფარებდნენ „ჰამასის“ ტერორისტები, რომლებიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ და რომლებიც უახლოეს მომავალში თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.