მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება" - ევაკუაცია "დარიალიდან": შსს-ს განცხადება
"დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება" - ევაკუაცია "დარიალიდან": შსს-ს განცხადება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში, დევ­დო­რაკ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­ზო­მი დე­ტექ­ტო­რი­დან, რო­მე­ლიც კა­ლა­პოტ­ში დი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი აწე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ცვლი­ლე­ბას აფიქ­სი­რებს, 08:36 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და სა­სიგ­ნა­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი "და­რი­ა­ლი­დან" უსაფრ­თხო ად­გილ­ზე მოხ­და ევა­კუ­ა­ცია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის და ყვე­ლა იმ კერ­ძო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლის, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან გამ­შვებ პუნ­ქტზე.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, უკვე აფ­რინ­და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბი­ან გა­რე­მოს დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გე­ო­ლო­გე­ბი.

"ამავდრო­უ­ლად პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მოხ­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის და­კეტ­ვა სო­ფელ გვე­ლეთ­თან. მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა სა­ხის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის, „ყაზ­ბე­გის“ მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მგზავ­რე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან და­ცულ/უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მათი თქმით, მი­ზე­ზი მდი­ნა­რე დევ­დო­რა­კის დო­ნის მა­ტე­ბაა.

  • უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რის დო­ნის და­წე­ვის­თა­ნა­ვე სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

„ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გაც­ნო­ბებთ, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამო (მდი­ნა­რე დევ­დო­რაკ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­ზო­მი დე­ტექ­ტო­რი­დან შე­მო­სუ­ლი სა­სიგ­ნა­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც კა­ლა­პოტ­ში დი­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი აწე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ცვლი­ლე­ბას აფიქ­სი­რებს) სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „ყაზ­ბე­გის“ მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო სა­ზღვარ­ზე სა­ქონ­ლის შე­მო­ტა­ნა-გა­ტა­ნა, აგ­რეთ­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გა­დამ­კვეთ ფი­ზი­კურ პირ­თა მი­მართ სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტ „ყაზ­ბეგ­ში“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მგზავ­რე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან და­ცულ/უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

საფრ­თხის მოხ­სნის შემ­დეგ (ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რის დო­ნის და­წე­ვის­თა­ნა­ვე), სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „ყაზ­ბე­გი“ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რე­ბი­სა და ტვირ­თე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება" - ევაკუაცია "დარიალიდან": შსს-ს განცხადება

"დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება" - ევაკუაცია "დარიალიდან": შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება, პარალელურად პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან" უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

მათივე განმარტებით, ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები.

"ამავდროულად პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია, თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე. მათი თქმით, მიზეზი მდინარე დევდორაკის დონის მატებაა.

  • უწყების განცხადებით, ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე საბაჟო გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო (მდინარე დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

საფრთხის მოხსნის შემდეგ (ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე), საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.