მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიო ჯოჯოხეთური კლიმატის გზაზეა, რადგან პლანეტა ბოლო 12 თვეა უპრეცედენტო სიცხეს უძლებს" - გაერო-ს ხელმძღვანელი
"მსოფლიო ჯოჯოხეთური კლიმატის გზაზეა, რადგან პლანეტა ბოლო 12 თვეა უპრეცედენტო სიცხეს უძლებს" - გაერო-ს ხელმძღვანელი

ევ­რო­კავ­ში­რის კლი­მა­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის Copernicus-ის ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, პლა­ნე­ტა "შო­კის­მომ­გვრელ" ახალ ეტაპ­ზეა, რად­გან ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­ცხე და­ფიქ­სირ­და.

Climate Central-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, 2022 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2023 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე, გლო­ბა­ლურ­მა სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რამ ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ამ­დე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, 1,3°C-ზე მე­ტად მო­ი­მა­ტა. მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქვა­ნახ­ში­რის, ნავ­თო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წვა, ასე­ვე ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდას ხელს უწყობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს წყნა­რი ოკე­ა­ნის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბაც და­ფიქ­სირ­და.

კლი­მა­ტო­ლო­გე­ბი, ადა­მი­ან­თა მიერ წარ­მოქ­მნილ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბამ­დე, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას უკავ­ში­რე­ბენ რიგ მოკ­ლე­ვა­დი­ან კლი­მა­ტურ მოვ­ლე­ნებს. კერ­ძოდ, ელ ნი­ნოს (ელ-ნი­ნიო წყნა­რი ოკე­ა­ნის ეკ­ვა­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლის ზე­და­პი­რუ­ლი ფე­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის რყე­ვაა, რო­მე­ლიც შე­სამ­ჩნევ გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მატ­ზე). მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა რე­კორ­დულ დო­ნე­ზე დაბ­ლა და­ე­ცე­მა მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვე­ში, რად­გან ელ ნინო - ბუ­ნებ­რი­ვი კლი­მა­ტის ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რას ზრდის - სუს­ტდე­ბა.

ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა ინ­დო­ეთ­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა 50 გრა­დუს ცელ­სი­უ­სამ­დე (122 ფა­რე­ნ­ჰა­ი­ტი) გა­ი­ზარ­და; სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში სას­ტიკ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ გა­მო­იწ­ვია სიკ­ვდი­ლი, სკო­ლე­ბის და­ხურ­ვა და მო­სავ­ლის შემ­ცი­რე­ბა. უფრო ცხე­ლი ჰა­ე­რი იწ­ვევს ძლი­ერ ნა­ლე­ქებს და დესტრუქ­ცი­ულ შტორ­მებს, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, კე­ნი­ა­სა და არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში და­ფიქ­სირ­და.

"კლი­მა­ტის ქა­ო­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ანად­გუ­რებს სი­ცო­ცხლეს, არ­ღვევს ეკო­ნო­მი­კას და ჯან­მრთე­ლო­ბას. ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, საფრ­თხე თა­ვად ვართ", - თქვა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­ტო­ნიო გუ­ტე­რეშ­მა და კლი­მა­ტის კრი­ზის­ში მტკი­ცედ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც "რე­კორ­დულ მო­გე­ბას იღე­ბენ და სარ­გებ­ლო­ბენ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სუბ­სი­დი­ე­ბით".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მსოფლიო ჯოჯოხეთური კლიმატის გზაზეა, რადგან პლანეტა ბოლო 12 თვეა უპრეცედენტო სიცხეს უძლებს" - გაერო-ს ხელმძღვანელი

"მსოფლიო ჯოჯოხეთური კლიმატის გზაზეა, რადგან პლანეტა ბოლო 12 თვეა უპრეცედენტო სიცხეს უძლებს" - გაერო-ს ხელმძღვანელი

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის Copernicus-ის ახალი მონაცემების თანახმად, პლანეტა "შოკისმომგვრელ" ახალ ეტაპზეა, რადგან ბოლო 12 თვის განმავლობაში უპრეცედენტო სიცხე დაფიქსირდა.

Climate Central-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდთან შედარებით, 1,3°C-ზე მეტად მოიმატა. მეცნიერების განცხადებით, ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვა, ასევე ზოგადად, ადამიანის საქმიანობა, მსოფლიოში ტემპერატურის ზრდას ხელს უწყობს. აღსანიშნავია, რომ წელს წყნარი ოკეანის ზოგიერთ ნაწილში წყლის ტემპერატურის მომატებაც დაფიქსირდა.

კლიმატოლოგები, ადამიანთა მიერ წარმოქმნილ გლობალურ დათბობამდე, ტემპერატურის მატებას უკავშირებენ რიგ მოკლევადიან კლიმატურ მოვლენებს. კერძოდ, ელ ნინოს (ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე). მოსალოდნელია, რომ გლობალური ტემპერატურა რეკორდულ დონეზე დაბლა დაეცემა მომდევნო რამდენიმე თვეში, რადგან ელ ნინო - ბუნებრივი კლიმატის ფენომენი, რომელიც პლანეტის საშუალო ტემპერატურას ზრდის - სუსტდება.

ათობით ადამიანი დაიღუპა ინდოეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსამდე (122 ფარენჰაიტი) გაიზარდა; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სასტიკმა ტემპერატურამ გამოიწვია სიკვდილი, სკოლების დახურვა და მოსავლის შემცირება. უფრო ცხელი ჰაერი იწვევს ძლიერ ნალექებს და დესტრუქციულ შტორმებს, მსგავსი შემთხვევა შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, კენიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფიქსირდა.

"კლიმატის ქაოსით გამოწვეული ექსტრემალური მოვლენები ანადგურებს სიცოცხლეს, არღვევს ეკონომიკას და ჯანმრთელობას. ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ შემთხვევაში, საფრთხე თავად ვართ", - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და კლიმატის კრიზისში მტკიცედ დაადანაშაულა წიაღისეული საწვავის კომპანიები, რომლებიც "რეკორდულ მოგებას იღებენ და სარგებლობენ გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული სუბსიდიებით".

წყარო