პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯვრისწერა "ფაქტობრივად ნემსის წვერზე", ზღვის დონიდან 1500 მეტრზე: გაიცანით წყვილი, რომელთა ფოტოები ინტერნეტს იპყრობს - "ცხრაჯვარზე ნისლი დაგვხვდა, ჯაჭვებით ავედით"
ჯვრისწერა "ფაქტობრივად ნემსის წვერზე", ზღვის დონიდან 1500 მეტრზე: გაიცანით წყვილი, რომელთა ფოტოები ინტერნეტს იპყრობს - "ცხრაჯვარზე ნისლი დაგვხვდა, ჯაჭვებით ავედით"

ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი მო­იც­ვა ცხრაჯვრის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ლო­ცავ­ზე გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტო­ებ­მა, სა­დაც ჩანს, რომ ზღვის დო­ნი­დან 1500 მეტრზე წყვი­ლი ჯვარს იწერს.

  • ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი თიკო ყო­ჩი­აშ­ვი­ლი და თორ­ნი­კე ლომ­თა­ძე არი­ან. ერ­თმა­ნე­თი 2010 წელს გა­იც­ნეს და 9 წლის შემ­დეგ. იმე­რეთ­ში, ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხილ­თან, ტყი­ბუ­ლის თავ­ზე აზი­დულ მთა­ზე ჯვა­რი და­ი­წე­რეს. თი­კომ Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ დღის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი გა­იხ­სე­ნა.

არ იცის, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მათი სუ­რა­თე­ბი თა­ვი­დან ვინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. რო­გორც გვიყ­ვე­ბა, წლე­ბის წი­ნაც, მათ ჯვრის­წე­რას მე­დი­ის მხრი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა...

- თიკო, ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვე­ნი ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი ისევ თა­ვი­დან გა­ზი­არ­და და ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, ვინ არის წყვი­ლი, რო­მელ­მაც არც ისე მარ­ტი­ვი გზა გა­ი­ა­რა, რომ ჯვა­რი და­ე­წე­რა.

- მი­ხა­რია, რომ ამ სა­ო­ცა­რი დღის ამ­სახ­ველ­მა კად­რებ­მა კი­დევ ერთხელ გა­მო­იწ­ვია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი. ქორ­წი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გვქონ­და, ივ­ლი­სის თვე­ში. მა­შინ, რო­დე­საც წე­სით ძა­ლი­ან კარ­გი ამინ­დი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი გა­დაშ­ლი­ლი­ყო ცხრაჯვრი­დან. თუმ­ცა, ფო­ტო­ებ­ზეც ხე­დავთ, რო­გო­რი ნის­ლი დაგ­ვხვდა. ჩვენ ქორ­წი­ლის დღეს, ჯვრის და­სა­წე­რად თბი­ლი­სი­დან ჩა­ვე­დით.

თა­ვი­დან ამინდმა ცოტა იმოქ­მე­და გან­წყო­ბა­ზე. ჩავ­თვა­ლე, რომ ფოტო/ვი­დეო მა­სა­ლა არ მექ­ნე­ბო­და, ისე­თი ნის­ლი იყო, დრო­ნიც ვერ ავაფ­რი­ნეთ. თუმ­ცა, რო­გორც ხე­დავთ, ულა­მა­ზე­სი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი შე­მომ­რჩა. ამ კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ უფრო მე­ტად მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი ბუ­ნე­ბის, ასე­თი მის­ტი­უ­რი და სა­უ­ცხოო გა­რე­მო რომ შე­იქ­მნა. ამის­თვის კი უდი­დე­სი მად­ლო­ბა - Gika Studio-ს, ვინც გვახ­ლდა. ჩემი მე­უღ­ლე თორ­ნი­კე ლომ­თა­ძეა. წარ­მო­შო­ბით და­სავ­ლე­თი­დან არის. ისიც, რო­გორც მე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ცხრაჯ­ვარ­ზე. ამი­ტომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, ერ­თად მი­ვი­ღეთ.

- იქამ­დე თუ იყა­ვით ნამ­ყო­ფე­ბი, მეჯ­ვა­რე­ე­ბი რო­გორ და­ი­თან­ხმეთ

- ქორ­წი­ლამ­დე 1 წლით ადრე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, პირ­ვე­ლად ავე­დით ცხრაჯვრის მო­სა­ლო­ცად. ზუს­ტად მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს ად­გი­ლი იქ­ნე­ბო­და შემ­დგომ­ში ჩემი ჯვრის­წე­რის ად­გი­ლი, რა თქმა უნდა, თუ ამის კურ­თხე­ვას მი­ვი­ღებ­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­გან. არ ვი­ცო­დი, რამ­დე­ნად იყო ჯვრის­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ლო­კა­ცი­ა­ზე, რად­გან ად­გილ­ზე მხო­ლოდ სა­ლო­ცა­ვი იდგა.

1 წლის თავ­ზე ავის­რუ­ლეთ ოც­ნე­ბა და ჯვა­რი ჩვენ­თვის სა­სურ­ველ ად­გილ­ზე და­ვი­წე­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა მეჯ­ვა­რე­ე­ბის და­თან­ხმე­ბას, სა­ერ­თოდ არც კი გა­ნუ­ხი­ლავთ სხვა ვა­რი­ან­ტი, რა თქმა უნდა, ისი­ნიც ჩვენ აზ­რზე იყ­ვნენ და ეს დღე ყვე­ლამ ერ­თად დავ­გეგ­მეთ.

ცხრაჯ­ვარ­ზე, ქორ­წი­ლამ­დე ერთი წლით ადრე და ქორ­წი­ლის დღეს

სა­ბო­ლო­ოდ, უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვი­ყა­ვით ყვე­ლა. სხვა­თა შო­რის, არც ფოტო/ვი­დე­ოგ­რა­ფის და­თან­ხმე­ბა გაგ­ვი­ჭირ­და. მა­მაო ტყი­ბუ­ლი­დან წა­ვიყ­ვა­ნეთ, ზე­პი­რად იცო­და გზა და ჩვენ­ზე წინ მი­დი­ო­და, მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, სა­ერ­თოდ არ გას­ჭირ­ვე­ბია ამ გზის გა­და­ლახ­ვა.

- რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, ახლა ტაძ­რამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­კე­თე­ბუ­ლია, რა საფრ­თხე­ე­ბი იყო თქვე­ნი ქორ­წი­ლი პე­რი­ოდ­ში?

- კი, ახლა უკვე პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლოც აშენ­და, ჯე­ბი­რე­ბიც გა­კეთ­და და კი­ბეც. ქორ­წი­ლის დროს მსგავ­სი არა­ფე­რი იყო, გარ­და ჯაჭ­ვე­ბი­სა. არც სა­მან­ქა­ნო გზა იყო და­გე­ბუ­ლი. რო­გორც გი­თხა­რით, ნის­ლი­ა­ნი ამინ­დი იყო, ამი­ტომ შე­და­რე­ბით გა­ჭირ­და ას­ვლა, თუმ­ცა ყვე­ლა ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით ვი­ყა­ვით და სა­ბო­ლოო ჯამ­ში თით­ქოს უფა­ლი დაგ­ვეხ­მა­რა, რომ ყვე­ლა­ფერს იდე­ა­ლუ­რად ჩა­ევ­ლო. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე, ხა­ლი­სი­ა­ნად და შე­მარ­თე­ბით ავე­დით ჯაჭ­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით.

- რა­საც ჰყვე­ბით, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო იქ მის­ვლა.

- დიახ, და ყვე­ლა მკაც­რად გვყავ­და გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ნის­ლი დაგ­ვხვდა, გზა უფრო გარ­თულ­და, თუმ­ცა, ისე­თი მი­უ­ვა­ლი ად­გი­ლიც არ არის, რომ ჩაგ­ვშლო­და ეს დღე. ჯაჭ­ვე­ბით გვი­ად­ვილ­დე­ბო­და გა­და­ად­გი­ლე­ბა. სა­ლო­ცა­ვი სივ­რცეც პა­ტა­რაა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნემ­სის წვერ­ზე და­ვე­ტი­ეთ. უფ­ლის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა.

- რა გრძნო­ბაა, რო­დე­საც იმ დღეს იხ­სე­ნებთ?

- სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა მიჩ­ნდე­ბა. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ფოტო/ვი­დე­ოს გამო ავე­დით, ბევ­რი თვლის, რომ გა­რის­კვაა. მე ასე არ ვთვლი. ეს იყო ჩვე­ნი დიდი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ. რა თქმა უნდა, ფოტო და ვი­დე­ოც სა­ჭი­როა, რომ ეს ბედ­ნი­ე­რი დღე მხო­ლოდ მეხ­სი­ე­რე­ბას არ შე­მორ­ჩეს. რა­ტო­მაც არა, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა მიყ­ვარს და მგო­ნი გა­მო­ვი­და კი­დეც. უფ­ლის დიდი მად­ლი­ე­რი ვარ, რომ მშვი­დო­ბით ჩა­ი­ა­რა ყვე­ლა­ფერ­მა და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის ასე­თი ლა­მა­ზად ჩა­ტა­რე­ბის შან­სი მო­მე­ცა.

- რო­გორ მოხ­ვდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ თქვე­ნი ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი?

- და­ვი­წყებ იმით, რომ წლე­ბის წი­ნაც ჩვენ­მა ფო­ტო­ებ­მა აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. უამ­რავ გვერდს ჰქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. მწერ­დნენ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ რე­კო­მენ­და­ცია მი­მე­ცა რო­გორ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ორი­გი­ნა­ლუ­რად ქორ­წი­ლის დღე. ბევ­რს ცხრაჯ­ვარ­ზე ჯვრის­წე­რის სურ­ვი­ლიც გა­უჩ­ნდა. მი­ხა­რო­და და ყვე­ლას ვეხ­მა­რე­ბო­დი, რო­გორც შე­მეძ­ლო. ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას. წლე­ბის შემ­დეგ, თუ ისევ გა­იხ­სე­ნებ­და ხალ­ხი ამ კად­რებს, არ ვე­ლო­დი. მაგ­რამ, ფაქ­ტია, ვი­ღა­ცას გა­ვახ­სენ­დი და ისევ მო­ე­დო სო­ცი­ა­ლურ ქსელს. თუმ­ცა გა­საკ­ვი­რი არ­ცაა, ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა ყო­ველ­თვის ხიბ­ლავს ხალ­ხს.

პა­ტარ­ძა­ლი ქორ­წი­ლის დღეს

- ახლა რო­გორ ცხოვ­რობთ, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ალ­ბათ ამ ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩვენ წყვილს წარ­მო­იდ­გენს სა­დღაც მთა­ში, ბუ­ნე­ბა­ში, რომ ასე ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას. თუმ­ცა, მთა და ბუ­ნე­ბა ჩვე­ნი გა­დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მის გამო, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ნატ­რე­ბუ­ლიც კი გვაქვს.

თბი­ლის­ში ვცხოვ­რობთ, მე­უღ­ლეს თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი აქვს, მე ფი­ნან­სურ ანა­ლი­ტი­კო­სად ვმუ­შა­ობ შპს "თე­გე­ტა მო­ტორსში" და ასე ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას. რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა, ისევ გავ­რბი­ვართ ქა­ლა­ქი­დან და ბუ­ნე­ბა­ში ვა­ტა­რებთ დროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ჯვრისწერა "ფაქტობრივად ნემსის წვერზე", ზღვის დონიდან 1500 მეტრზე: გაიცანით წყვილი, რომელთა ფოტოები ინტერნეტს იპყრობს - "ცხრაჯვარზე ნისლი დაგვხვდა, ჯაჭვებით ავედით"

ჯვრისწერა "ფაქტობრივად ნემსის წვერზე", ზღვის დონიდან 1500 მეტრზე: გაიცანით წყვილი, რომელთა ფოტოები ინტერნეტს იპყრობს - "ცხრაჯვარზე ნისლი დაგვხვდა, ჯაჭვებით ავედით"

ორი დღეა სოციალურ ქსელი მოიცვა ცხრაჯვრის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავზე გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც ჩანს, რომ ზღვის დონიდან 1500 მეტრზე წყვილი ჯვარს იწერს.

  • ნეფე-პატარძალი თიკო ყოჩიაშვილი და თორნიკე ლომთაძე არიან. ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს და 9 წლის შემდეგ. იმერეთში, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე ჯვარი დაიწერეს. თიკომ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში იმ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა.

არ იცის, რამდენიმე წლის შემდეგ მათი სურათები თავიდან ვინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. როგორც გვიყვება, წლების წინაც, მათ ჯვრისწერას მედიის მხრიდან დაინტერესება მოჰყვა...

- თიკო, ორი დღეა სოციალურ ქსელში თქვენი ქორწილის ფოტოები ისევ თავიდან გაზიარდა და ყველას აინტერესებს, ვინ არის წყვილი, რომელმაც არც ისე მარტივი გზა გაიარა, რომ ჯვარი დაეწერა.

- მიხარია, რომ ამ საოცარი დღის ამსახველმა კადრებმა კიდევ ერთხელ გამოიწვია სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი. ქორწილი რამდენიმე წლის წინ გვქონდა, ივლისის თვეში. მაშინ, როდესაც წესით ძალიან კარგი ამინდი უნდა ყოფილიყო და ულამაზესი ხედები გადაშლილიყო ცხრაჯვრიდან. თუმცა, ფოტოებზეც ხედავთ, როგორი ნისლი დაგვხვდა. ჩვენ ქორწილის დღეს, ჯვრის დასაწერად თბილისიდან ჩავედით.

თავიდან ამინდმა ცოტა იმოქმედა განწყობაზე. ჩავთვალე, რომ ფოტო/ვიდეო მასალა არ მექნებოდა, ისეთი ნისლი იყო, დრონიც ვერ ავაფრინეთ. თუმცა, როგორც ხედავთ, ულამაზესი ფოტოები და ვიდეოები შემომრჩა. ამ კადრების ნახვის შემდეგ უფრო მეტად მადლიერი ვიყავი ბუნების, ასეთი მისტიური და საუცხოო გარემო რომ შეიქმნა. ამისთვის კი უდიდესი მადლობა - Gika Studio-ს, ვინც გვახლდა. ჩემი მეუღლე თორნიკე ლომთაძეა. წარმოშობით დასავლეთიდან არის. ისიც, როგორც მე, შეყვარებულია ცხრაჯვარზე. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ერთად მივიღეთ.

- იქამდე თუ იყავით ნამყოფები, მეჯვარეები როგორ დაითანხმეთ

- ქორწილამდე 1 წლით ადრე, შეყვარებულობის პერიოდში, პირველად ავედით ცხრაჯვრის მოსალოცად. ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ეს ადგილი იქნებოდა შემდგომში ჩემი ჯვრისწერის ადგილი, რა თქმა უნდა, თუ ამის კურთხევას მივიღებდი სასულიერო პირისგან. არ ვიცოდი, რამდენად იყო ჯვრისწერა შესაძლებელი ამ ლოკაციაზე, რადგან ადგილზე მხოლოდ სალოცავი იდგა.

1 წლის თავზე ავისრულეთ ოცნება და ჯვარი ჩვენთვის სასურველ ადგილზე დავიწერეთ. რაც შეეხება მეჯვარეების დათანხმებას, საერთოდ არც კი განუხილავთ სხვა ვარიანტი, რა თქმა უნდა, ისინიც ჩვენ აზრზე იყვნენ და ეს დღე ყველამ ერთად დავგეგმეთ.

ცხრაჯვარზე, ქორწილამდე ერთი წლით ადრე და ქორწილის დღეს

საბოლოოდ, უზომოდ კმაყოფილები ვიყავით ყველა. სხვათა შორის, არც ფოტო/ვიდეოგრაფის დათანხმება გაგვიჭირდა. მამაო ტყიბულიდან წავიყვანეთ, ზეპირად იცოდა გზა და ჩვენზე წინ მიდიოდა, მიუხედავად ასაკისა, საერთოდ არ გასჭირვებია ამ გზის გადალახვა.

- როგორც სოციალურ ქსელში წერდნენ, ახლა ტაძრამდე მისასვლელი გზა გაკეთებულია, რა საფრთხეები იყო თქვენი ქორწილი პერიოდში?

- კი, ახლა უკვე პატარა სამლოცველოც აშენდა, ჯებირებიც გაკეთდა და კიბეც. ქორწილის დროს მსგავსი არაფერი იყო, გარდა ჯაჭვებისა. არც სამანქანო გზა იყო დაგებული. როგორც გითხარით, ნისლიანი ამინდი იყო, ამიტომ შედარებით გაჭირდა ასვლა, თუმცა ყველა ძალიან შემართებით ვიყავით და საბოლოო ჯამში თითქოს უფალი დაგვეხმარა, რომ ყველაფერს იდეალურად ჩაევლო. დანიშნულების ადგილზე, ხალისიანად და შემართებით ავედით ჯაჭვების დახმარებით.

- რასაც ჰყვებით, ძალიან სახიფათო იყო იქ მისვლა.

- დიახ, და ყველა მკაცრად გვყავდა გაფრთხილებული, რომ ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილიყვნენ. მითუმეტეს, როდესაც ნისლი დაგვხვდა, გზა უფრო გართულდა, თუმცა, ისეთი მიუვალი ადგილიც არ არის, რომ ჩაგვშლოდა ეს დღე. ჯაჭვებით გვიადვილდებოდა გადაადგილება. სალოცავი სივრცეც პატარაა, ფაქტობრივად, ნემსის წვერზე დავეტიეთ. უფლის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- რა გრძნობაა, როდესაც იმ დღეს იხსენებთ?

- სიამაყის გრძნობა მიჩნდება. ბევრს ჰგონია, რომ ფოტო/ვიდეოს გამო ავედით, ბევრი თვლის, რომ გარისკვაა. მე ასე არ ვთვლი. ეს იყო ჩვენი დიდი სურვილი, რომელიც რეალობად ვაქციეთ. რა თქმა უნდა, ფოტო და ვიდეოც საჭიროა, რომ ეს ბედნიერი დღე მხოლოდ მეხსიერებას არ შემორჩეს. რატომაც არა, ორიგინალურობა მიყვარს და მგონი გამოვიდა კიდეც. უფლის დიდი მადლიერი ვარ, რომ მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა და ამ მნიშვნელოვანი დღის ასეთი ლამაზად ჩატარების შანსი მომეცა.

- როგორ მოხვდა სოციალურ ქსელში რამდენიმე წლის შემდეგ თქვენი ქორწილის ფოტოები?

- დავიწყებ იმით, რომ წლების წინაც ჩვენმა ფოტოებმა აჟიოტაჟი გამოიწვია. უამრავ გვერდს ჰქონდა გაზიარებული. მწერდნენ უცხო ადამიანები, რომ რეკომენდაცია მიმეცა როგორ ჩაეტარებინათ ორიგინალურად ქორწილის დღე. ბევრს ცხრაჯვარზე ჯვრისწერის სურვილიც გაუჩნდა. მიხაროდა და ყველას ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას. წლების შემდეგ, თუ ისევ გაიხსენებდა ხალხი ამ კადრებს, არ ველოდი. მაგრამ, ფაქტია, ვიღაცას გავახსენდი და ისევ მოედო სოციალურ ქსელს. თუმცა გასაკვირი არცაა, ორიგინალურობა ყოველთვის ხიბლავს ხალხს.

პატარძალი ქორწილის დღეს

- ახლა როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

- ალბათ ამ ქორწილის ფოტოების ნახვის შემდეგ, უამრავი ადამიანი ჩვენ წყვილს წარმოიდგენს სადღაც მთაში, ბუნებაში, რომ ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას. თუმცა, მთა და ბუნება ჩვენი გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის გამო, ფაქტობრივად, მონატრებულიც კი გვაქვს.

თბილისში ვცხოვრობთ, მეუღლეს თავისი ბიზნესი აქვს, მე ფინანსურ ანალიტიკოსად ვმუშაობ შპს "თეგეტა მოტორსში" და ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ისევ გავრბივართ ქალაქიდან და ბუნებაში ვატარებთ დროს.