მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენური თერაპიის გამაოგნებელი შედეგები: კვლევაში მონაწილე 5 ყრუ ბავშვს სმენა სრულად აღუდგა - “სიყრუის მკურნალობის ახალი ერა იწყება...“
გენური თერაპიის გამაოგნებელი შედეგები: კვლევაში მონაწილე 5 ყრუ ბავშვს სმენა სრულად აღუდგა - “სიყრუის მკურნალობის ახალი ერა იწყება...“

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში - გე­ნუ­რი თე­რა­პი­ის გა­მა­ოგ­ნე­ბელ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე 5 ბავ­შვს, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად ყრუ და­ი­ბა­და, სმე­ნა ორი­ვე ყურ­ში აღუდ­გა.

რო­გორც guardian-ი nature.com-ზე დაყ­რდნო­ბით წერს, უნი­კა­ლურ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პა­ცი­ენ­ტებს სმე­ნა გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცი­ე­ბის გამო არ ჰქონ­დათ. კერ­ძოდ, ორ­გა­ნიზ­მი ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და სპე­ცი­ა­ლურ პრო­ტე­ინს, რო­მე­ლიც ყუ­რი­დან ტვინ­ში აუ­დი­ტო­რუ­ლი სიგ­ნა­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ცე­მის­თვის არის სა­ჭი­რო.

1-დან 11 წლამ­დე ბავ­შვებს ექი­მე­ბი შან­ხა­ი­ში მდე­ბა­რე ფუ­და­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ. კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო გე­ნუ­რი თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ მიზ­ნით, რომ გე­ნე­ტი­კუ­რი ხარ­ვე­ზი გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნათ და შე­დე­გად, სმე­ნა აღ­მდგა­რი­ყო.

თე­რა­პი­ის მი­ღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, ბავ­შვებს უკვე შე­ეძ­ლოთ ბგე­რე­ბის აღ­ქმა და ხმა­უ­რი­ან გა­რე­მო­ში მე­ტყვე­ლე­ბის ამოც­ნო­ბა. ხოლო Nature Medicine-ის მკვლე­ვა­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორი ბავ­შვი მუ­სი­კა­ზე ცეკ­ვავ­და კი­დეც.

კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­სა­ჩუ­სეტ­სის დოქ­ტო­რის, ჟენგ-ი ჩე­ნის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც ჰარ­ვარ­დის სას­წავ­ლო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლო­გის პო­ზი­ცი­ა­საც იკა­ვებს, შე­დე­გე­ბი "გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია".

თე­რა­პია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გე­ნის, Otof-ის (ოტო­ფერ­ლი­ნის) აღ­სად­გე­ნად არა­აქ­ტი­ურ ვირუსს იყე­ნებს. თა­ვის მხრივ Otof იმ პრო­ტე­ი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რო­მელ­საც ბგე­რე­ბი ყუ­რის შიდა მემ­ბრა­ნა­ში გა­და­აქვს, ხოლო მისი დაქ­ვე­ი­თე­ბა დაყ­რუ­ე­ბას იწ­ვევს. ვირუ­სის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, უჯრე­დე­ბი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცი­ლის, ოტო­ფერ­ლი­ნის ას­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად ახალ გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლას გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ.

ვი­დეო კად­რებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რომ 2 წლის პა­ცი­ენტს თავ­და­პირ­ვე­ლად ხმა­ზე რე­აქ­ცია არ აქვს. მკურ­ნა­ლო­ბი­დან სამი კვი­რის შემ­დეგ კი სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე რე­ა­გი­რებს, 13 კვი­რის შემ­დეგ კი მუ­სი­კა­ზეც ცეკ­ვავს.

13 - კვი­რი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სმე­ნა აღუდ­გა სამი წლის გო­გო­ნა­საც.

ყვე­ლა­ზე “ხან­დაზ­მუ­ლი“ პა­ცი­ენ­ტი, 11 წლის გო­გო­ნაა. მა­საც წი­ნა­მორ­ბედ­თა მსგავ­სად მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე არა­ნა­ირ ხმა­ურ­ზე არ ჰქონ­და რე­ა­გი­რე­ბა, ექ­ვსი კვი­რის შემ­დეგ კი უკვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მე­ტყვე­ლე­ბის ვარ­ჯიშ­ში.

მსოფ­ლი­ო­ში დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი სმე­ნით 430 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მათ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 26 მი­ლი­ო­ნი და­ბა­დე­ბი­დან ყრუა.

ბავ­შვებ­ში სიყ­რუ­ის 60%-მდე გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ბავ­შვებ­ში სიყ­რუე Otof-ის მუ­ტა­ცი­ით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რაც სმე­ნის თან­და­ყო­ლი­ლი და­კარ­გვის შემ­თხვე­ვე­ბი­დან 2-დან 8%-ის მი­ზე­ზია.

თე­რა­პი­ის სარ­გებ­ლი­სა და რის­კე­ბის უფრო დე­ტა­ლუ­რად შე­სა­ფა­სებ­ლად შე­და­რე­ბით დიდი მას­შტა­ბის ცდე­ბია სა­ჭი­რო. გე­ნუ­რი თე­რა­პია გან­ხორ­ცი­ელ­და მინი ინ­ვა­ზი­უ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რით.

ამას­თა­ნა­ვე, ორი­ვე ყუ­რის ერ­თდრო­უ­ლად მკურ­ნა­ლო­ბა ზრდის ძლი­ე­რი იმუ­ნუ­რი რე­აქ­ცი­ის რისკს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა თე­რა­პი­ის ფარ­გლებ­ში ვირუ­სის ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნამ გა­მო­იწ­ვი­ოს.

“იმე­დი გვაქვს, რომ ეს კვლე­ვა გა­ფარ­თოვ­დე­ბა და მიდ­გო­მა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა გე­ნე­ბით ან არა­გე­ნე­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიყ­რუ­ის გან­კურ­ნე­ბის­თვის. ჩვე­ნი მი­ზა­ნია და­ვეხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნებს სმე­ნის აღ­დგე­ნა­ში“, - თქვა ჩენ­მა.

მკურ­ნა­ლო­ბის მთა­ვა­რი მკვლე­ვა­რის, პრო­ფე­სორ მა­ნო­ჰარ ბან­სას შე­ფა­სე­ბით, გე­ნურ­მა თე­რა­პი­ამ “სიყ­რუ­ის მკურ­ნა­ლო­ბის ახალ ერას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი“.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

გენური თერაპიის გამაოგნებელი შედეგები: კვლევაში მონაწილე 5 ყრუ ბავშვს სმენა სრულად აღუდგა - “სიყრუის მკურნალობის ახალი ერა იწყება...“

გენური თერაპიის გამაოგნებელი შედეგები: კვლევაში მონაწილე 5 ყრუ ბავშვს სმენა სრულად აღუდგა - “სიყრუის მკურნალობის ახალი ერა იწყება...“

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მნიშვნელოვანი სიახლე სამეცნიერო სფეროში - გენური თერაპიის გამაოგნებელ კვლევაში მონაწილე 5 ბავშვს, რომელიც სრულიად ყრუ დაიბადა, სმენა ორივე ყურში აღუდგა.

როგორც guardian-ი nature.com-ზე დაყრდნობით წერს, უნიკალურ კვლევაში მონაწილე პაციენტებს სმენა გენეტიკური მუტაციების გამო არ ჰქონდათ. კერძოდ, ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებდა სპეციალურ პროტეინს, რომელიც ყურიდან ტვინში აუდიტორული სიგნალების შეუფერხებლად გადაცემისთვის არის საჭირო.

1-დან 11 წლამდე ბავშვებს ექიმები შანხაიში მდებარე ფუდანის უნივერსიტეტში მკურნალობდნენ. კვლევის მიზანი იყო გენური თერაპიის გამოყენება იმ მიზნით, რომ გენეტიკური ხარვეზი გამოესწორებინათ და შედეგად, სმენა აღმდგარიყო.

თერაპიის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, ბავშვებს უკვე შეეძლოთ ბგერების აღქმა და ხმაურიან გარემოში მეტყველების ამოცნობა. ხოლო Nature Medicine-ის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ორი ბავშვი მუსიკაზე ცეკვავდა კიდეც.

კვლევის ხელმძღვანელის, მასაჩუსეტსის დოქტორის, ჟენგ-ი ჩენის განცხადებით, რომელიც ჰარვარდის სასწავლო საავადმყოფოში ოტორინოლარინგოლოგის პოზიციასაც იკავებს, შედეგები "გამაოგნებელია".

თერაპია დაზიანებული გენის, Otof-ის (ოტოფერლინის) აღსადგენად არააქტიურ ვირუსს იყენებს. თავის მხრივ Otof იმ პროტეინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი, რომელსაც ბგერები ყურის შიდა მემბრანაში გადააქვს, ხოლო მისი დაქვეითება დაყრუებას იწვევს. ვირუსის შეყვანის შემდეგ, უჯრედები ამ მნიშვნელოვანი ცილის, ოტოფერლინის ასლების შესაქმნელად ახალ გენეტიკურ მასალას გამოიმუშავებენ.

ვიდეო კადრებში ნაჩვენებია, რომ 2 წლის პაციენტს თავდაპირველად ხმაზე რეაქცია არ აქვს. მკურნალობიდან სამი კვირის შემდეგ კი საკუთარ სახელზე რეაგირებს, 13 კვირის შემდეგ კი მუსიკაზეც ცეკვავს.

13 - კვირიანი მკურნალობის შემდეგ სმენა აღუდგა სამი წლის გოგონასაც.

ყველაზე “ხანდაზმული“ პაციენტი, 11 წლის გოგონაა. მასაც წინამორბედთა მსგავსად მკურნალობის დაწყებამდე არანაირ ხმაურზე არ ჰქონდა რეაგირება, ექვსი კვირის შემდეგ კი უკვე მონაწილეობა მიიღო მეტყველების ვარჯიშში.

მსოფლიოში დაქვეითებული სმენით 430 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მათგან დაახლოებით 26 მილიონი დაბადებიდან ყრუა.

ბავშვებში სიყრუის 60%-მდე გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. კვლევაში მონაწილე ბავშვებში სიყრუე Otof-ის მუტაციით იყო გამოწვეული, რაც სმენის თანდაყოლილი დაკარგვის შემთხვევებიდან 2-დან 8%-ის მიზეზია.

თერაპიის სარგებლისა და რისკების უფრო დეტალურად შესაფასებლად შედარებით დიდი მასშტაბის ცდებია საჭირო. გენური თერაპია განხორციელდა მინი ინვაზიური ქირურგიული პროცედურით.

ამასთანავე, ორივე ყურის ერთდროულად მკურნალობა ზრდის ძლიერი იმუნური რეაქციის რისკს, რომელიც შესაძლოა თერაპიის ფარგლებში ვირუსის ორგანიზმში შეყვანამ გამოიწვიოს.

“იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევა გაფართოვდება და მიდგომა გამოყენებული იქნება სხვა გენებით ან არაგენეტიკური მიზეზებით გამოწვეული სიყრუის განკურნებისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს სმენის აღდგენაში“, - თქვა ჩენმა.

მკურნალობის მთავარი მკვლევარის, პროფესორ მანოჰარ ბანსას შეფასებით, გენურმა თერაპიამ “სიყრუის მკურნალობის ახალ ერას დაუდო საფუძველი“.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა