მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქსფორდის კურსდამთავრებულ ნატალი საბანიძის ცხოვრება და კარიერა - რა ქონებას ფლობს ცნობილი დიპლომატი?
ოქსფორდის კურსდამთავრებულ ნატალი საბანიძის ცხოვრება და კარიერა - რა ქონებას ფლობს ცნობილი დიპლომატი?

"პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი სა­ეჭ­ვო ბიზ­ნეს საქ­მე­ე­ბის­თვის ჩვე­ნი რუ­სე­თის “ნაც­რის­ფერ სივ­რცედ” გა­დაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტეს, უნდა და­ი­სა­ჯონ!" - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის კონ­გრეს­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მოს­მე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა, ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

სა­ბა­ნა­ძის გა­მოს­ვლას ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი უარ­ყო­ფი­თად გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი წე­რენ, რომ ყო­ფი­ლი ელჩი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რია და ამ მოს­მე­ნა­ზე მათ წარ­მო­ად­გენ­და. გა­ღი­ზი­ან­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც“, რად­გან სა­ბა­ნა­ძემ 10-15%-იანი პარ­ტია უწო­და.

კონ­გრეს­ში გა­მოს­ვლი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ­თა შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ სა­ბა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და:

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა 10-დან 15 პრო­ცენ­ტამ­დეა და მისი მხარ­და­ჭე­რაც ამით შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ. იგი ცი­ხე­ში კი არა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია“.

სა­ბა­ნა­ძე გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად უცხო­ე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე

სა­ბა­ნა­ძის გა­მოს­ვლას ანი წით­ლი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­და­ჭე­რა მა­ში­ნაც კი იზ­რდე­ბო­და, როცა "გი­ორ­გი გა­ხა­რია დას­რუ­ლე­ბით ემუქ­რე­ბო­და“.

"ნა­ტა­ლია სა­ბა­ნა­ძე გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის წევ­რია. გა­და­ე­ცით, მისი ლი­დე­რი გა­ხა­რია რუ­სულ რე­ჟიმს რომ ამაგ­რებ­და და ბი­ძი­ნა მე­სია ეგო­ნა, სულ რა­ღაც 3-4 წლის წინ, არც, ანაკ­ლი­ის პორ­ტი რომ ჩა­აფ­ლა­ვა, თვა­ლებს რომ თხრი­და ხალ­ხს, "ნა­ცებს“ კი დას­რუ­ლე­ბით გვე­მუქ­რე­ბო­და, მა­ში­ნაც კი იზ­რდე­ბო­და "ნა­ცე­ბის“ ამომ­რჩე­ვე­ლი და დღემ­დე ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­აა, მი­უ­ხე­და­ვად შიდა და გარე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი რყე­ვე­ბი­სა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­კაშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ვე­ლი კარ­გად და­ით­ვა­ლოს. გა­ხა­რია რომ უყალ­ბებ­და არ­ჩევ­ნებს და სა­არ­ჩევ­ნო ტე­რორს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მა­ში­ნაც კი გა­ხა­რი­ა­ზე ას­ჯერ მეტი პერ­სო­ნა­ლუ­რი ხმა ჰქონ­და მი­შას. ცოტა მეტი მომ­ზა­დე­ბა არ აწყენ­და“, - და­წე­რა წით­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც Ambebi. Ge-ს პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ოფის­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძე პარ­ტი­ის წევ­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

"ნატა სა­ბა­ნა­ძე პარ­ტი­ის წევ­რი არ ყო­ფი­ლა. იგი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მრჩე­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში. ის პარ­ტი­უ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და უკვე მრჩე­ვე­ლიც აღარ არის. ის არის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­მე­ფო ინ­სტი­ტუ­ტის (ჩე­თემ ჰა­უ­სის) უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი (Senior Research Fellow)“, - გვი­თხრეს პარ­ტი­ა­ში.

  • ნა­ტა­ლია სა­ბა­ნა­ძის გზა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში

მო­მა­ვა­ლი დიპ­ლო­მა­ტი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1997 წელს და­ამ­თავ­რა აშშ-ის სვარ­თმო­რის და მო­უნთ ჰო­ლი­ო­კის კო­ლე­ჯე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 1999 წელს და­ამ­თავ­რა ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, 2005 წელს პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა.

2011-2013 წლებ­ში სა­ბა­ნა­ძე ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა სა­კი­თხებ­ში ეუთო-ს უმაღ­ლე­სი კო­მის­რის კა­ბი­ნე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი გახ­ლდათ. სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და მიწ­ვე­ულ მკვლევ­რად გერ­მა­ნი­ა­ში, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ევ­რო­პულ ცენ­ტრში და ეს­პა­ნეთ­ში დე­უს­ტოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში; 2013-2021 წლებ­ში სა­ბა­ნა­ძე ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან მა­ლე­ვე გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ბელ­გი­ის სა­მე­ფო­სა და ლუქ­სემ­ბურ­გის დიდ სა­ჰერ­ცო­გო­ში და ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

2021 წლის 21 მარტს ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძემ ელ­ჩი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. სა­ბა­ნა­ძის გა­დად­გო­მას წინ უს­წრებ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან წას­ვლა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ხა­რი­ამ პრე­მი­ე­რის პოს­ტი 2021 წლის 18 თე­ბერ­ვალს და­ტო­ვა.

ოთხ თვე­ში ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მრჩე­ვე­ლი ხდე­ბა.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ იმ­ჟა­მად ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მისი გუნ­დის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის კი­დევ ერთი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და.

ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძის ბოლო ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნი­სას, ბო­ლოს 2022 წლის ივ­ლისს შე­ავ­სო, ვკი­თხუ­ლობთ, რომ დიპ­ლო­მატს ოჯა­ხის წვე­რე­ბად მი­თი­თე­ბუ­ლი ჰყავს დედა, ნინო სა­რა­უ­ლი და ქა­ლიშ­ვი­ლი - ნია პატ­რი­სია ვა­ილ­დი, რო­მე­ლიც 2007 წელს ჰა­ა­გა­ში შე­ე­ძი­ნა.

ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Volvo CX60, რო­მელ­შიც 2021 წელს 15 400 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. დიპ­ლო­მატ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა აშშ-ში შე­ი­ძი­ნა და ნივ­თის ად­გილ­სამ­ყოფ­ლად ამე­რი­კაა მი­თი­თე­ბუ­ლი.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 50 ლარი ერი­ცხე­ბო­და.

დიპ­ლო­მა­ტი შვილ­თან ერ­თად

სა­პენ­სიო ფონ­დი Utmost Worldwide-ზე 410 775 დო­ლა­რი. ანაბ­რის სა­ხით BNP Paribas-ზე 3788,53 ევრო, ხოლო Citizens Bank-ის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 20 300 დო­ლა­რი.

დე­დას, ნინო სა­რა­ულს "ლი­ბერ­თი ბან­კის" სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე 300 ლარი ერი­ცხე­ბო­და.

ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძემ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხურ­ში, ევ­რო­კავ­შირ­ში ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2021 წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 24 220 ევრო მი­ი­ღო.

აშშ-ში, მა­უნთ ჰო­ლი­ო­კის კო­ლე­ჯში მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რის რან­გში კი, ერთ კა­ლენ­და­რულ წელ­ში 34 500 დო­ლა­რი.

დიპ­ლო­მატ­მა ბი­ნის ქი­რა­ში 2020-2021 წლებ­ში სულ 2560 და 12 300 ევრო გა­და­ი­ხა­და.

ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა­ში 600 ევრო.

2022 წელს ნა­ტა­ლი სა­ბა­ნა­ძეს 1000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ლეპ­ტო­პი მაკბუ­ქი აჩუ­ქეს. ხოლო თა­ვად დიპ­ლო­მატ­მა შვი­ლის ნია პატ­რი­სია ვა­ილ­დის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 6 720 ევრო გა­ი­ღო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ოქსფორდის კურსდამთავრებულ ნატალი საბანიძის ცხოვრება და კარიერა - რა ქონებას ფლობს ცნობილი დიპლომატი?

ოქსფორდის კურსდამთავრებულ ნატალი საბანიძის ცხოვრება და კარიერა - რა ქონებას ფლობს ცნობილი დიპლომატი?

"პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ!" - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.

საბანაძის გამოსვლას ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი უარყოფითად გამოეხმაურა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები წერენ, რომ ყოფილი ელჩი გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის“ წევრია და ამ მოსმენაზე მათ წარმოადგენდა. გაღიზიანდა "ნაციონალური მოძრაობაც“, რადგან საბანაძემ 10-15%-იანი პარტია უწოდა.

კონგრესში გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ საბანაძემ განაცხადა:

"მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება შევაფასოთ. იგი ციხეში კი არა, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

საბანაძე გახარიასთან ერთად უცხოელებთან შეხვედრაზე

საბანაძის გამოსვლას ანი წითლიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მაშინაც კი იზრდებოდა, როცა "გიორგი გახარია დასრულებით ემუქრებოდა“.

"ნატალია საბანაძე გახარიას პარტიის წევრია. გადაეცით, მისი ლიდერი გახარია რუსულ რეჟიმს რომ ამაგრებდა და ბიძინა მესია ეგონა, სულ რაღაც 3-4 წლის წინ, არც, ანაკლიის პორტი რომ ჩააფლავა, თვალებს რომ თხრიდა ხალხს, "ნაცებს“ კი დასრულებით გვემუქრებოდა, მაშინაც კი იზრდებოდა "ნაცების“ ამომრჩეველი და დღემდე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მიუხედავად შიდა და გარე მიზანმიმართული რყევებისა. შესაბამისად, სააკაშვილის ამომრჩეველი კარგად დაითვალოს. გახარია რომ უყალბებდა არჩევნებს და საარჩევნო ტერორს ხელმძღვანელობდა, მაშინაც კი გახარიაზე ასჯერ მეტი პერსონალური ხმა ჰქონდა მიშას. ცოტა მეტი მომზადება არ აწყენდა“, - დაწერა წითლიძემ სოციალურ ქსელში.

როგორც Ambebi. Ge-ს პარტია "საქართველოსთვის“ ოფისში განუცხადეს, ნატალი საბანაძე პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა.

"ნატა საბანაძე პარტიის წევრი არ ყოფილა. იგი ბოლო წლების განმავლობაში იყო გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. ის პარტიული არასოდეს ყოფილა და უკვე მრჩეველიც აღარ არის. ის არის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის (ჩეთემ ჰაუსის) უფროსი მკვლევარი (Senior Research Fellow)“, - გვითხრეს პარტიაში.

  • ნატალია საბანაძის გზა ქართულ პოლიტიკაში

მომავალი დიპლომატი თბილისში დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა აშშ-ის სვართმორის და მოუნთ ჰოლიოკის კოლეჯები, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 1999 წელს დაამთავრა ლონდონის ეკონომიკის სკოლა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ოქსფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი, 2005 წელს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

2011-2013 წლებში საბანაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი გახლდათ. სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად გერმანიაში, უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ევროპულ ცენტრში და ესპანეთში დეუსტოს უნივერსიტეტში; 2013-2021 წლებში საბანაძე ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გახდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

2021 წლის 21 მარტს ნატალი საბანაძემ ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. საბანაძის გადადგომას წინ უსწრებდა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა. შეგახსენებთ, რომ გახარიამ პრემიერის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.

ოთხ თვეში ცნობილი ხდება, რომ ნატალი საბანაძე საერთაშორისო საკითხებში გიორგი გახარიას მრჩეველი ხდება.

როგორც გახარიამ იმჟამად ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფაქტი მისი გუნდის გაძლიერებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ნატალი საბანაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ყოფნისას, ბოლოს 2022 წლის ივლისს შეავსო, ვკითხულობთ, რომ დიპლომატს ოჯახის წვერებად მითითებული ჰყავს დედა, ნინო სარაული და ქალიშვილი - ნია პატრისია ვაილდი, რომელიც 2007 წელს ჰააგაში შეეძინა.

ნატალი საბანაძის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა Volvo CX60, რომელშიც 2021 წელს 15 400 დოლარი გადაიხადა. დიპლომატმა ავტომანქანა აშშ-ში შეიძინა და ნივთის ადგილსამყოფლად ამერიკაა მითითებული.

ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, ნატალი საბანაძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 50 ლარი ერიცხებოდა.

დიპლომატი შვილთან ერთად

საპენსიო ფონდი Utmost Worldwide-ზე 410 775 დოლარი. ანაბრის სახით BNP Paribas-ზე 3788,53 ევრო, ხოლო Citizens Bank-ის სახელფასო ანგარიშზე 20 300 დოლარი.

დედას, ნინო სარაულს "ლიბერთი ბანკის" საპენსიო ანგარიშზე 300 ლარი ერიცხებოდა.

ნატალი საბანაძემ დიპლომატიური სამსახურში, ევროკავშირში ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2021 წელს ხელფასის სახით 24 220 ევრო მიიღო.

აშშ-ში, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში მოწვეული პროფესორის რანგში კი, ერთ კალენდარულ წელში 34 500 დოლარი.

დიპლომატმა ბინის ქირაში 2020-2021 წლებში სულ 2560 და 12 300 ევრო გადაიხადა.

ჯანმრთელობის დაზღვევაში 600 ევრო.

2022 წელს ნატალი საბანაძეს 1000 დოლარად ღირებული ლეპტოპი მაკბუქი აჩუქეს. ხოლო თავად დიპლომატმა შვილის ნია პატრისია ვაილდის სწავლის გადასახადში 6 720 ევრო გაიღო.

იხილეთ ასევე: